ბიზნესს მოლოდინები პოზიტიური აქვს და ვიმედოვნებთ, რომ წელი წარმატებული იქნება - სოსო ფხაკაძე
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში ასოციაციის პრეზიდენტმა მისიის წარმომადგენლებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის გასული წლის მე-IV კვარტლის კვლევის შედეგები გააცნო.
საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ბიზნეს კლიმატს და ბიზნეს გარემოს, უცხოური ინვესტიციებს და ბიზნესის საქმიანობის შემაფერხებელ ფაქტორებს. აღინიშნა რომ, როგორც კვლევის შედეგებიც ცხადყოფს,
დღევანდელ დღეს ბიზნესი მთავარ გამოწვევად სამუშაო ძალისა და კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ასახელებს.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების ინტერესიდან გამომდინარე განხილული იყო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ინფლაციის მაჩვენებლები, ასევე მიგრაციის ზეგავლენა ეკონომიკაზე და კადრების დეფიციტი, პროფესიული განათლების მნიშვნელობა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აქტიური ჩართულობა ამ მიმართულებით. შეხვედრის ფარგლებში, ასევე, დეტალურად განიხილეს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესები და მოხდა რიგი ეკონომიკური ინდიკატორებისა და არსებული ეკონომიკური ტენდენციების გაანალიზება.
„ყოველთვის მზად ვართ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან აქტიური კომუნიკაციისთვის, რომელიც თავის მხრივ სხვადასხვა სტრუქტურების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებს ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზსა და პროგნოზირებას. მისიის წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენი ხედვები, მოსაზრებები და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კვლევის ბოლო შედეგები. BAG ინდექსი აძლევს ბიზნეს სექტორს, ხელისუფლებასა და დაინტერესებულ მხარეებს პროფესიულად დამუშავებულ ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიზნესში არსებული განწყობებისა და მოლოდინების შეფასების კუთხით.
ბიზნესს მოლოდინები პოზიტიური აქვს, იანვრის შედეგები ცხადყოფს, რომ მიმდინარე წელი კარგად დაიწყო და ვიმედოვნებთ, რომ ეს წელი წარმატებული იქნება, როგორც ბიზნესისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი პროგნოზით ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო მაღალი იქნება წელს, ვიდრე დაგეგმილია“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.