ბიზნესსექტორში 737 000 დასაქმებული გვყავს - ეს მაქსიმუმია, რაც კი ოდესმე გვყოლია - ლევან დავითაშვილი
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა.
„ჯამში, ბიზნესსექტორში 737 000 დასაქმებული გვყავს. ეს ყველაზე მაქსიმუმია, რაც კი ოდესმე გვყოლია. ამასთან მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება თითქმის, 18%-ით გაიზარდა და 1914 ლარი შეადგინა“, - განაცხადა დავიაშვილმა.
მისივე თქმით, ივლისში, ეკონომიკური ზრდა 5.5% იყო. მიმდინარე წელს კი მთლიანობაში, ეკონომიკურმა ზრდამ 7.2% შეადგინა.
„ძირითადი ფაქტორი, რის გამოც უფრო მეტი ზრდა არ გვაქვს, იცით, რომ მიმდინარე წელს კრიტიკულ მინერალებზე შედარებით დაბალი ფასები არის, რაც ექსპორტზე აისახება. ძირითადად, ეს არის ადგილობრივ ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები. დამატებით რომ გვქონდეს ექსპორტში ის კონიექტურა, რაც გასულ წელს იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი ზრდა გვექნებოდა. ჩვენი პროგნოზით, ექსპორტის ამ ნაწილში გაუმჯობესებას წლის მეოთხე კვარტალში ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე კიდევ უფრო მაღალი შენარჩუნება,“ - განაცხადა დავითაშვილმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.