მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

BIZU პარიზის მოდის კვირეულზე - ქართული ბრენდის ახალი საერთაშორისო ეტაპი

news image
mbc image

ქართული სამკაულების ბრენდი BIZU საერთაშორისო განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის. ოქტომბერში ბრენდის სამკაულები Paris Fashion Week-ის ფარგლებში პარიზში წარდგება.

ეს სიახლე განსაკუთრებულია არა მხოლოდ თავად ბრენდისა და მისი მომხმარებლებისთვის, არამედ ქართული მოდისა და დიზაინის საერთაშორისო პოზიციონირებისთვისაც. პარიზის მოდის კვირეული წლების განმავლობაში რჩება მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ერთ ერთ ყველაზე გავლენიან და პრესტიჟულ საერთაშორისო პლატფორმად, სადაც იკვეთება ახალი ტენდენციები, იქმნება მნიშვნელოვანი პროფესიული კავშირები და ერთ სივრცეში იყრის თავს მოდის ინდუსტრიის საერთაშორისო საზოგადოება.

BIZU-სთვის ამ შესაძლებლობას კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ ბრენდმა თავად Paris Fashion Week-ისგან მიიღო მოწვევა მონაწილეობისთვის. ახალგაზრდა ქართული ბრენდისთვის, რომელიც ბაზარზე  დაახლოებით წელიწად ნახევარია არსებობს, მსგავსი საერთაშორისო ყურადღება მნიშვნელოვანი აღიარებაა.

ოქტომბერში პარიზში BIZU წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის სხვა ბრენდებთან და დიზაინერებთან ერთად, რაც ბრენდს საშუალებას მისცემს საკუთარი ხელწერა და დიზაინის ხედვა გაცილებით ფართო აუდიტორიას გააცნოს.

BIZU თავიდანვე გამოირჩეოდა თამამი ფორმებით, ფერთა არასტანდარტული კომბინაციებითა და ისეთი სამკაულებით, რომლებიც მხოლოდ აქსესუარის ფუნქციას არ ასრულებს. თითოეული მათგანი დამოუკიდებელი ვიზუალური აქცენტია. სწორედ ამ განსხვავებული ესთეტიკისა და მკაფიო იდენტობის გარშემო ჩამოყალიბდა ბრენდის ცნობადი ხელწერა.

ბრენდის დამფუძნებლებისთვის, სალომე კაპანაძისა და ანუშკა ხაჩიძისთვის, Paris Fashion Week-ზე მოხვედრა განსაკუთრებით ემოციური მოვლენაა.

„ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური მომენტია. BIZU ბაზარზე მხოლოდ წელიწად ნახევარია არსებობს და ის ფაქტი, რომ ასეთ მოკლე პერიოდში ჩვენი დიზაინი მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, ჩვენთვის უდიდესი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა. განსაკუთრებით გვიხარია, რომ ინიციატივა თავად Paris Fashion Week-ისგან წამოვიდა და სწორედ მათი მხრიდან მივიღეთ მონაწილეობის მოწვევა. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ განსხვავებული ხედვა და საკუთარი ხელწერა საზღვრებს სცდება", - აცხადებენ BIZU-ს დამფუძნებლები სალომე კაპანაძე და ანუშკა ხაჩიძე.

მათივე თქმით, პარიზში BIZU-ს გამოჩენა მხოლოდ ერთი ღონისძიების ფარგლებში მონაწილეობას არ ნიშნავს. ბრენდისთვის ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომელიც თავიდანვე ჰქონდა არჩეული, ქართული ბრენდის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრება და BIZU-ს იმ სახელად ჩამოყალიბება, რომელსაც მომხმარებელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იცნობს.

BIZU-ს Paris Fashion Week-ზე წარდგენა სიმბოლურად მნიშვნელოვანი ამბავია ქართული კრეატიული ინდუსტრიისთვისაც. საერთაშორისო მოდის სამყაროში ქვეყნის წარმოჩენა მხოლოდ კონკრეტული ბრენდის წარმატებას არ გულისხმობს. თითოეული ასეთი შესაძლებლობა ქართულ დიზაინს ახალ აუდიტორიასთან აკავშირებს და აჩვენებს, რომ საქართველოდან შექმნილ ბრენდებს შეუძლიათ კონკურენტულ საერთაშორისო სივრცეში საკუთარი, მკაფიო ვიზუალური ენის დამკვიდრება.

ოქტომბერი BIZU-ს ისტორიაში ახალ თავს გახსნის. თბილისიდან პარიზამდე, ადგილობრივი ბრენდიდან საერთაშორისო მოდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სცენამდე.

და მიუხედავად იმისა, რომ BIZU-ს ისტორია ჯერ მხოლოდ იწყება, Paris Fashion Week-ისგან მიღებული მოწვევა უკვე მიანიშნებს, რომ ბრენდის განსხვავებული დიზაინი და იდენტობა საერთაშორისო მოდის სამყაროს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ქართული სამკაულების ბრენდი BIZU გალერია თბილისში გაიხსნა

09.11.2026.12:00

ცნობილი ქართული სამკაულების ბრენდი BIZU, რომელიც მომხმარებლებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.

ბრენდმა, მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, გალერია თბილისის სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე, H&M-ის მოპირდაპირედ, საკუთარი სტენდი გახსნა.

BIZU, რომელიც აქამდე მომხმარებლებს ძირითადად ონლაინ სივრცეში სთავაზობდა საკუთარ გამორჩეულ კოლექციებს, ახლა მათ შესაძლებლობას აძლევს, სამკაულები ფიზიკურ სივრცეშიც დაათვალიერონ, მოირგონ და შეიძინონ.

როგორც ბრენდის წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი სივრცის გახსნა მომხმარებელთა აქტიურმა ინტერესმა და მოთხოვნამ განაპირობა.

„ეს მხოლოდ დასაწყისია", - აცხადებენ BIZU-ში და სამომავლოდ ბრენდის კიდევ უფრო გაფართოებას აანონსებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა