BIZU-ს ბეჭდები Coachella-ს ფესტივალზე - ქართული ბრენდი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში
ჩვენთვის ეს მომენტი მართლაც დაუვიწყარი და განსაკუთრებულია. სავსეები ვართ ემოციებით, აღფრთოვანებითა და უდიდესი ბედნიერებით, რადგან BIZU-ს ბეჭდები Coachella Valley Music and Arts Festival-ის დიდ სცენაზე გამოჩნდა , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს პრემიუმ ხარისხის ქართული სამკაულების ბრენდის, BIZU-ს თანადამფუძნებელმა, ანუშკა ხაჩიძემ განაცხადა.
„ჩვენთვის ეს მომენტი მართლაც დაუვიწყარი და განსაკუთრებულია. სავსეები ვართ ემოციებით, აღფრთოვანებითა და უდიდესი ბედნიერებით, რადგან BIZU-ს ბეჭდები Coachella-ს ფესტივალის დიდ სცენაზე გამოჩნდა - მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და გავლენიან მუსიკალურ ფესტივალზე.
განსაკუთრებით ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი ბეჭდები სცენაზე იყო ცნობილ მომღერალ ვარსკვლავ Hayley Kiyoko-სთან ერთად. ეს ჩვენთვის მხოლოდ ლამაზი დეტალი არ არის - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც კიდევ ერთხელ გვაგრძნობინებს, რომ BIZU-ს სამკაულები უკვე ბევრად დიდ სივრცეში, საერთაშორისო ყურადღების ცენტრში იკავებს თავის ადგილს.

Coachella ყოველთვის ასოცირდება თავისუფლებასთან, ინდივიდუალობასთან, გამორჩეულ სტილთან და იმ ენერგიასთან, რომელიც მოდასა და მუსიკას ერთ სივრცეში აერთიანებს. სწორედ ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ BIZU-ს ბეჭდები ამ მასშტაბის ფესტივალის სცენაზე აღმოჩნდა - გარემოში, სადაც ყველა დეტალი, ყველა აქსესუარი და ყველა ელემენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
Hayley Kiyoko-ს მსგავსი გამორჩეული არტისტის სტილში BIZU-ს დანახვა ჩვენთვის უდიდესი სიამაყის მიზეზია. ეს არის ემოციური მომენტი, რომელიც გვაძლევს შთაგონებას, კიდევ უფრო დიდი სიყვარულით, სიფრთხილითა და ამბიციით გავაგრძელოთ ის გზა, რომელსაც ჩვენი ბრენდი მიჰყვება “, - აცხადებს ანუშკა ხაჩიძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.