მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

BIZU-ს საერთაშორისო წარმატება - ქართული ბრენდი ჰოლივუდის ვარსკვლავების ყურადღების ცენტრში

news image
mbc image

BIZU არის პრემიუმ ხარისხის ქართული სამკაულების ბრენდი, რომელიც აერთიანებს ფრანგული დიზაინის ესთეტიკას და ქართულ ტრადიციებს. ბრენდმა საერთაშორისო ბაზარზე ოპერირება სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა უკვე შეძლო უცხოელი მომხმარებლებისა და ცნობილი სახეების ყურადღების მიპყრობა. BIZU-ს საერთაშორისო განვითარებაზე, ამერიკულ ბაზარზე გაფართოებასა და ჰოლივუდის ვარსკვლავებთან თანამშრომლობაზე Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებლებს, ანუშკა ხაჩიძესა და სალომე კაპანაძეს ესაუბრა.

როგორ დაიწყო BIZU-ს საერთაშორისო ისტორია?

BIZU-ს საერთაშორისო ისტორია სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა ამ მოკლე დროში ბრენდმა უკვე მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა შეძლო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ბაზარზე BIZU-მ სწრაფად დაიმკვიდრა თავი, როგორც თანამედროვე, განსხვავებული და სანდო სამკაულების ბრენდმა. მომხმარებლების ყურადღება პირველ რიგში მიიპყრო მისმა ფერადმა, თამამმა და არასტანდარტულმა დიზაინებმა, რომლებიც მკვეთრად გამოირჩევა მასობრივ ბაზარზე არსებული შეთავაზებებისგან.

საერთაშორისო განვითარების საწყის ეტაპზეც კი ბრენდმა შეძლო უცხოელი მომხმარებლების ნდობის მოპოვება, რაც ხარისხის, დეტალებზე ორიენტირებული მუშაობისა და უნიკალური ესთეტიკის შედეგია. დღეს BIZU უკვე არა მხოლოდ ქართული ბრენდია, არამედ ბრენდია, რომელიც წარმატებით წარმოადგენს საკუთარ ხედვას საერთაშორისო მოდის სივრცეშიც.

როგორ აღმოჩნდა BIZU ჰოლივუდის ცნობილი სახეების ყურადღების ცენტრში?

BIZU-ს საერთაშორისო ცნობადობის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ამერიკულ ბაზარზე შესვლამ ითამაშა. ბრენდმა როგორც ონლაინ, ისე ფიზიკური გაყიდვები დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ლოს-ანჯელესში, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრია მოდისა და გასართობი ინდუსტრიისთვის.

ჩვენი ამერიკული მარკეტინგული გუნდის მხარდაჭერით, BIZU-მ მოკლე დროში შეძლო საკუთარი სახელის დამკვიდრება როგორც მომხმარებლებში, ისე ინდუსტრიის გავლენიან წარმომადგენლებს შორის. სწორედ ამ პროცესის შედეგად ბრენდის სამკაულები ეტაპობრივად მოხვდა ცნობილი მსახიობების, მუსიკოსებისა და ინფლუენსერების ყურადღების ცენტრში. ეს იყო შედეგი არა მხოლოდ სწორად დაგეგმილი სტრატეგიის, არამედ იმ უნიკალური პროდუქტის, რომელსაც BIZU ქმნის.

რომელ ვარსკვლავებთან თანამშრომლობა იყო თქვენთვის ყველაზე მოულოდნელი?

ყველაზე ემოციური და მოულოდნელი მომენტი ჩვენთვის იყო, როდესაც BIZU პირველად გამოჩნდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ ფესტივალზე - Coachella-ზე. განსაკუთრებული სიამაყე იყო იმის ნახვა, რომ Hayley Kiyoko სცენაზე BIZU-ს ბეჭდებით გამოვიდა. ეს იყო მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელმაც დაგვანახვა, რომ ჩვენი ნამუშევარი უკვე საერთაშორისო სცენაზეც იპყრობდა ყურადღებას.

ამის შემდეგ მალევე შედგა თანამშრომლობა Masha Fokina-სთან, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მომენტი, როდესაც Jessica Simpson-მა BIZU-ს სამი ბეჭედი მოირგო და სწორედ ამ სამკაულებით დააანონსა საკუთარი კონცერტი.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო Shay Mitchell-ის ფოტოსესია, სადაც BIZU მისი ყოველდღიური სტილის ნაწილი გახდა. ასევე სასიხარულოა, როდესაც მსოფლიო დონის ინფლუენსერები საკუთარი სურვილით ირჩევენ BIZU-ს და მის სამკაულებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ატარებენ. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია Ginevra Mavilla, რომლის სტილთან BIZU-ს ესთეტიკა ბუნებრივად შეერწყა.

რას ფიქრობთ, რატომ გახდა BIZU მიმზიდველი საერთაშორისო აუდიტორიისთვის?

საერთაშორისო ბაზარზე ყურადღების მიქცევა ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მომხმარებელს მსოფლიოში არაერთი ცნობილი და ძლიერი სამკაულების ბრენდის არჩევანი აქვს. სწორედ ამიტომ, BIZU-ს სწრაფი წარმატება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად პასუხისმგებლობის მომტანია.

ვფიქრობთ, მთავარი მიზეზი, რის გამოც BIZU-მ საერთაშორისო აუდიტორიის სიყვარული მოიპოვა, მისი განსხვავებული ხასიათია. ჩვენი სამკაულები არ ცდილობს ტენდენციების უბრალოდ გამეორებას - ისინი ქმნის საკუთარ ვიზუალურ ენას. ფერები, ფორმები, ემოციური დეტალები და თამამი დიზაინი ქმნის სამკაულებს, რომლებიც ქალს საშუალებას აძლევს საკუთარი ინდივიდუალობა გამოხატოს.

BIZU-ს ფილოსოფია ყოველთვის ერთი და იგივე იყო - შევქმნათ სამკაული, რომელიც ქალს უფრო თავდაჯერებულს, თავისუფალსა და გამორჩეულს აგრძნობინებს. სწორედ ეს ემოციური კავშირი გახდა, ჩვენი აზრით, მთავარი მიზეზი იმისა, რომ ბრენდი ასე სწრაფად გახდა მიმზიდველი როგორც საერთაშორისო მომხმარებლებისთვის, ისე ცნობილი სახეებისთვის.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ქართული სამკაულების ბრენდი BIZU გალერია თბილისში გაიხსნა

09.11.2026.12:00

ცნობილი ქართული სამკაულების ბრენდი BIZU, რომელიც მომხმარებლებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.

ბრენდმა, მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, გალერია თბილისის სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე, H&M-ის მოპირდაპირედ, საკუთარი სტენდი გახსნა.

BIZU, რომელიც აქამდე მომხმარებლებს ძირითადად ონლაინ სივრცეში სთავაზობდა საკუთარ გამორჩეულ კოლექციებს, ახლა მათ შესაძლებლობას აძლევს, სამკაულები ფიზიკურ სივრცეშიც დაათვალიერონ, მოირგონ და შეიძინონ.

როგორც ბრენდის წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი სივრცის გახსნა მომხმარებელთა აქტიურმა ინტერესმა და მოთხოვნამ განაპირობა.

„ეს მხოლოდ დასაწყისია", - აცხადებენ BIZU-ში და სამომავლოდ ბრენდის კიდევ უფრო გაფართოებას აანონსებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა