Black Friday საქართველოს ბანკის sCool Card-ით - აღმოაჩინე შეთავაზებები და დაზოგე შოპინგისას
Black Friday-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს. განსაკუთრებული შეთავაზებებია მოსწავლეებისთვისაც - sCool Card-ით შოპინგისას მათ შესაძლებლობა აქვთ, ფასდაკლებებთან ერთად დამატებითი სარგებელიც მიიღონ და დახარჯული თანხის ნაწილი ქეშბექის სახით დაიბრუნონ.
შეთავაზებებით სარგებლობისთვის საჭიროა მათი წინასწარ გააქტიურება sCoolApp-ში. ამიტომ, შენაძენების გაკეთებამდე შეამოწმე აპლიკაცია და დარწმუნდი, რომ სასურველი შეთავაზებები გააქტიურებული გაქვს.
სად და როდის შეგიძლია ისარგებლო sCool Card-ის შეთავაზებებით
26 ნოემბერს Breezy-ში შოპინგისას დახარჯული თანხის 30% დაგიბრუნდება (მაქსიმუმ 300 ლარი)
26 ნოემბერს, 21:00-დან 27 ნოემბრის 01:00 საათამდე, Biblusi-სა და Pepela-ს ღამის ბაზრობაზე 40%-იანი ქეშბექით ისარგებლებ. ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.
27 ნოემბერს:
● Biblusi, XS Toys და Pepela - 40%-იანი ქეშბექი, (მაქსიმუმ 50 ლარი ჯამურად სამივე მაღაზიაში)
● Miniso - 40%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 50 ლარი);
● Steam - 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);
● DeFacto - 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);
● სავაჭრო ცენტრებში მდებარე Wendy’s-ის, Dunkin’-ის, Subway-სა და Tolia-ს კვების ობიექტებში 30% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 20 ლარი ჯამურად ოთხივე ობიექტში).
27-29 ნოემბერს Altersocks-ში 40%-იანი ქეშბექით ისარგებლებ, ხოლო Skivri-სა და Aden Cosmetics-ში შეძენისას დახარჯული თანხის 30% დაგიბრუნდება, ლიმიტის გარეშე.
28 ნოემბერს კი iCity-ში შოპინგისას დახარჯული თანხის 30% დაგიბრუნდება, მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით.
ასე, რომ გადმოწერე sCoolApp და აღმოაჩინე შეთავაზებები. sCool Card-ის აღებას კი ამ ბმულზე შეძლებ.
ინფორმაციისთვის, Black Friday-ის მრავალფეროვანი შეთავაზებების ფარგლებში, მშობლებსაც არაერთი საინტერესო შეთავაზება ელოდებათ. საქართველოს ბანკის sCool, PLUS, სუპერ PLUS, მასწავლებლის, American Express და SOLO ბარათების მფლობელებს სხვადასხვა პარტნიორ ობიექტში განსხვავებული შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლიათ. ყველა შეთავაზებისა და მათი პირობების სანახავად ეწვიეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებების გვერდს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.