მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.2
-0.0047
flag
AZN 1.5236
-0.0013
flag
CNY 38.9
0.0073
flag
EUR 2.8444
0.0076
flag
GBP 3.3982
0.0098
flag
KZT 56.56
0
flag
TRY 0.0511
0
flag
USD 2.5917
-0.0002
news banner

Black Friday საქართველოს ბანკის sCool Card-ით - აღმოაჩინე შეთავაზებები და დაზოგე შოპინგისას

news image
mbc image

Black Friday-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს. განსაკუთრებული შეთავაზებებია მოსწავლეებისთვისაც - sCool Card-ით შოპინგისას მათ შესაძლებლობა აქვთ, ფასდაკლებებთან ერთად დამატებითი სარგებელიც მიიღონ და დახარჯული თანხის ნაწილი ქეშბექის სახით დაიბრუნონ.

შეთავაზებებით სარგებლობისთვის საჭიროა მათი წინასწარ გააქტიურება sCoolApp-ში. ამიტომ, შენაძენების გაკეთებამდე შეამოწმე აპლიკაცია და დარწმუნდი, რომ სასურველი შეთავაზებები გააქტიურებული გაქვს.

სად და როდის შეგიძლია ისარგებლო sCool Card-ის შეთავაზებებით

26 ნოემბერს Breezy-ში შოპინგისას დახარჯული თანხის 30% დაგიბრუნდება (მაქსიმუმ 300 ლარი)

26 ნოემბერს, 21:00-დან 27 ნოემბრის 01:00 საათამდე, Biblusi-სა და Pepela-ს ღამის ბაზრობაზე 40%-იანი ქეშბექით ისარგებლებ. ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.

27 ნოემბერს:

● Biblusi, XS Toys და Pepela - 40%-იანი ქეშბექი, (მაქსიმუმ 50 ლარი ჯამურად სამივე მაღაზიაში)
● Miniso - 40%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 50 ლარი);
● Steam - 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);
● DeFacto - 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);
● სავაჭრო ცენტრებში მდებარე Wendy’s-ის, Dunkin’-ის, Subway-სა და Tolia-ს კვების ობიექტებში 30% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 20 ლარი ჯამურად ოთხივე ობიექტში).

27-29 ნოემბერს Altersocks-ში 40%-იანი ქეშბექით ისარგებლებ, ხოლო Skivri-სა და Aden Cosmetics-ში შეძენისას დახარჯული თანხის 30% დაგიბრუნდება, ლიმიტის გარეშე.

28 ნოემბერს კი iCity-ში შოპინგისას დახარჯული თანხის 30% დაგიბრუნდება, მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით.

ასე, რომ გადმოწერე sCoolApp და აღმოაჩინე შეთავაზებები. sCool Card-ის აღებას კი ამ ბმულზე შეძლებ.

ინფორმაციისთვის, Black Friday-ის მრავალფეროვანი შეთავაზებების ფარგლებში, მშობლებსაც არაერთი საინტერესო შეთავაზება ელოდებათ. საქართველოს ბანკის sCool, PLUS, სუპერ PLUS, მასწავლებლის, American Express და SOLO ბარათების მფლობელებს სხვადასხვა პარტნიორ ობიექტში განსხვავებული შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლიათ. ყველა შეთავაზებისა და მათი პირობების სანახავად ეწვიეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებების გვერდს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გალტ & თაგარტი: საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის BB+-მდე გაუმჯობესება მოსალოდნელია 2027 წელს

27.11.2026.00:54

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა