Black Friday - საუკეთესო შეთავაზებები სითი მოლში
სითი მოლში, შავ პარასკევთან დაკავშირებით, საუკეთესო შეთავაზებები გელოდებათ. გრანდიოზული ფასდაკლებები დაგხვდებათ, როგორც ტანსაცმლის, აქსესუარების, თავის მოვლისა და ბავშვთა ბრენდებში, ისე ტექნიკისა და ავეჯის კატეგორიებზე.
საყვარელი ბრენდებისგან 60%-მდე ფასდაკლებების გარდა, სითი მოლში თქვენთვის შექმნილი ექსკლუზიური კამპანიები გელით. 29 ნოემბრის ჩათვლით Silk Bank-ის „მერე“ ბარათით გადახდისას, შესაძლებლობა გექნებათ ნებისმიერი შენაძენის ღირებულება გაანაწილოთ 12 თვეზე, გაძვირების გარეშე - ეფექტურ 0%-ად.
გარდა ამისა, 29 ნოემბრის ჩათვლით, შოპინგისა და აქსესუარების კატეგორიაში საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას დააგროვებთ 5X MR, მაქსიმუმ 10 000 MR ქულას. გაითვალისწინეთ, შეთავაზება უნდა გააქტიუროთ მობილბანკში.
27 ნოემბერს კი სითი მოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, Super PLUS ბარათით გადახდისას, შოპინგისა და აქსესუარების კატეგორიაში დაიბრუნებთ 40% PLUS ქეშბექს, მაქსიმუმ 150 ლარს.
ასევე, მხოლოდ სითი მოლში, შავ პარასკევს, Bybit-ის პარტნიორ მაღაზიებში, Bybit ბარათით გადახდისას დაიბრუნებთ 50%, მაქსიმუმ 250 ლარს. შეთავაზების პირობებს გაეცანით ლინკზე.
შავ პარასკევს, 27 ნოემბერს, იშოპინგეთ Dressup-ის, ICR-ის და CENOMI-ს მაღაზიებში, გადაიხადეთ ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით თიბისის ტერმინალზე და დაიბრუნეთ 30%, მაქსიმუმ 100 ლარი. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით მაქსიმუმ 200 ლარს დაიბრუნებენ. ბრენდების ჩამონათვალსა და პირობებს გაეცანით ლინკზე.
ამასთანავე, შოპინგის მოყვარულებს განსაკუთრებული ფასდაკლებები გელოდებათ საყვარელ ბრენდებში. ZARA-ში ისარგებლებთ 40%-მდე, MASSIMO DUTTI-სა და STRADIVARIUS-ში 40%-მდე, OYSHO-სა და PULL&BEAR-ში 30%-მდე, ხოლო BERSHKA-ში 50%-მდე ფასდაკლებით შერჩეულ კოლექციებზე.
ეწვიეთ სითი მოლს, ისარგებლეთ თქვენთვის შექმნილი მრავალფეროვანი შეთავაზებებით, ხოლო 27 ნოემბერს გაიხანგრძლივეთ შოპინგი 10:00-დან 00:00 საათამდე, ისიამოვნეთ ფასდაკლებებით და მიიღეთ შოპინგის საუკეთესო გამოცდილება.
მისამართი: სითი მოლი საბურთალო, ვაჟა-ფშაველას N70
სითი მოლი გლდანი, ი.ვეკუას N1
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.