მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169.7
-0.0013
flag
AZN 1.5339
-0.0003
flag
CNY 38.933
0.0061
flag
EUR 2.9911
-0.0016
flag
GBP 3.4815
-0.0135
flag
KZT 58.32
-0.0022
flag
TRY 0.0534
-0.0002
flag
USD 2.6071
-0.0005
news banner

ბედნიერების კუთხე თბილისში - როგორ იქცა Bliss Corner დილის განსაკუთრებულ ადგილად

news image
mbc image

უკვე თითქმის ერთი წელია, რაც თბილისში Bliss Corner  ბედნიერების პატარა კაფე გაიხსნა და ძალიან მალე იქცა ადგილად, სადაც ადამიანები დილას განსაკუთრებული განწყობით იწყებენ. ეს სივრცე თავიდანვე შეიქმნა იდეით, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში პატარა „ბედნიერების კუთხე“ გაჩენილიყო - ადგილი, სადაც ყავა, საუზმე და ატმოსფერო ერთიან გამოცდილებად იქცევა.

ამ დროის განმავლობაში Bliss Corner-მა არა მხოლოდ ერთგული სტუმრები შეიძინა, არამედ ნელ-ნელა ჩამოაყალიბა საკუთარი ბრენდის ფილოსოფიაც.

Business Insider Georgia მეტი ინფორმაციისთვის Bliss Corner-ის დამფუძნებელს, იზა კელმ გირგვლიანსა და ბრენდის სტრატეგსა და მარკეტერს, თათია შარიფაშვილს ესაუბრა. მათ საუბარში აღნიშნეს, თუ როგორ იქცა საწყისი იდეა რეალურ ბრენდად, როგორ ვითარდება დღეს Bliss Corner და რას გეგმავენ მომავალში.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

იზა: Bliss Corner ჩემთვის თავიდანვე არ იყო მხოლოდ კაფე. ეს იყო იდეა შემექმნა პატარა სივრცე, სადაც ადამიანები დილას მშვიდად დაიწყებდნენ.

Bliss Corner ბაზარზე ოპერირებს თითქმის ერთი წელია და ამ დროის განმავლობაში მან ნელ-ნელა მოიპოვა თავისი განსაკუთრებული ადგილი ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ იმ გამოცდილებას, რომელიც ხშირად გვაკლია დიდ ქალაქში - სიმშვიდეს, სითბოს და პატარა ბედნიერებას. ჩვენს მენიუში არის საუზმის კულტურა, კარგი ყავა, მატჩა, დესერტები, ბენედიქტები, კრუასანები, მაგრამ მთავარი მაინც ის გარემოა, რომელიც ამ ყველაფერს აერთიანებს.

Bliss Corner არის ადგილი, სადაც ადამიანები მოდიან არა მხოლოდ საჭმელად, არამედ იმისთვის, რომ რამდენიმე წუთით მაინც იგრძნონ თავი ბედნიერად.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

იზა: ძალიან საინტერესო იყო იმის დანახვა, როგორ სწრაფად გახდა Bliss Corner ადამიანებისთვის საყვარელი ადგილი. თავიდან ვფიქრობდით, რომ ეს იქნებოდა პატარა კაფე კონკრეტული აუდიტორიისთვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოთხოვნა ბევრად ფართოა - ჩვენთან მოდიან სტუდენტები, ოჯახები, მეგობრები.

დღეს უკვე ვხედავთ, რომ Bliss Corner ბევრისთვის გახდა ყოველდღიური პატარა რიტუალი - ადგილი, სადაც დილა იწყება. განსაკუთრებით გვიხარია, რომ Bliss Corner იქცა უბნის კაფედ - სივრცედ, სადაც მეზობლები ერთმანეთს ხვდებიან, დილას ერთად იწყებენ და იქმნება პატარა სამეზობლო ბედნიერების შეგრძნება.სწორედ ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი მოტივაცია.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

იზა: ვფიქრობ, ჩვენი მთავარი უპირატესობა არის გულწრფელობა ხარისხი და დეტალების სიყვარული.

Bliss Corner თავიდანვე შეიქმნა როგორც ნაფიქრი ბრენდი - სივრცე, სადაც თითოეული დეტალი მნიშვნელობას ატარებს. აქ არაფერია შემთხვევითი: დაწყებული იდეიდან, ატმოსფეროთი, ფერებით, მენიუს კონცეფციითა და იმ ემოციით, რომელიც სტუმარს პირველივე წუთიდან ხვდება.

ამ პროცესში ძალიან დიდი როლი ითამაშა ბრენდის სტრატეგმა თათია შარიფაშვილმა, რომელმაც შეძლო იდეის სწორად გაშლა და მისი გარდაქმნა სრულფასოვან ბრენდის სტრატეგიად - იმგვარად, რომ Bliss Corner არ დარჩენილიყო უბრალოდ კაფედ, არამედ გამხდარიყო ემოციური გამოცდილება.



შეიძლება ითქვას, რომ Bliss Corner-ში ჩადებულია ის ემოცია, რომელიც ადამიანებში კონკრეტულ შეგრძნებებს იწვევს - სიმშვიდეს, სითბოს და პატარა ბედნიერებას.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები, განსაკუთრებით გაფართოების/სერვისების ზრდის მიმართულებით?

თათია: Bliss Corner ჩემთვის არის ბრენდი, რომელიც ძალიან მარტივ იდეაზე დგას - ბედნიერების ყოველდღიურ მომენტებზე.

დღეს ძალიან ბევრ ბრენდს აქვს პროდუქტი, მაგრამ ცოტას აქვს ემოცია. Bliss Corner-ის ბრენდის სტრატეგია სწორედ ამ ემოციაზეა აგებული.

ჩვენი მიზანია, რომ ადამიანი, როცა Bliss Corner-ს ახსენებს, მას ახსენდებოდეს არა მხოლოდ ყავა ან დესერტი, არამედ ის შეგრძნება, რასაც ამ სივრცეში პოულობს.

ამიტომ ბრენდის განვითარება სამი მთავარი მიმართულებით ხდება.

პირველი - გამოცდილება

Bliss Corner უნდა იყოს ადგილი, სადაც სტუმარი ყოველდღიური რუტინისგან პატარა შესვენებას იღებს. სივრცე, სადაც დეტალები ატმოსფერო, მუსიკა, ფერები და მენიუ ერთ მთლიან გამოცდილებას ქმნის.

მეორე - ბედნიერების ადგილი

ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ Bliss Corner-ში ერთგული მომხმარებლები გვყავს. ადამიანები, რომლებიც ამ სივრცეს საკუთარი ბედნიერების ადგილად აღიქვამენ. სწორედ ეს ქმნის ბრენდს ცოცხალს - როცა კაფე ხდება შეხვედრების, საუბრების და ადამიანური ურთიერთობების ადგილი.

მესამე - ბუნებრივი ზრდა

სამომავლოდ Bliss Corner გაფართოვდება და სხვადასხვა უბანში გაჩნდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება ერთი რამ, შევინარჩუნოთ ის ემოცია, ხარისხი და სითბო, რაც ჩვენს ბრენდს თავიდანვე ჰქონდა.

Bliss Corner-ის იდეა ძალიან მარტივია:

ეს არის ადგილი, სადაც დღე იწყება ბედნიერად!

ინფორმაციისთვის, Bliss Corner მდებარეობს მისამართზე: ჭავჭავაძის გამზირი #83, II ბლოკი. 

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით, გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია - პრემიერი

19.09.2026.16:42

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ფერმერის დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფერმერის შრომაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოში.

„ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება, სოციალური სტაბილურობა და, რა თქმა უნდა, ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ძლიერი სოფელი და ძლიერი სოფლის მეურნეობა. აქედან გამომდინარე, თითოეულ თქვენგანს, ფერმერებს მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისთვის. ეს შრომა არის ნამდვილად პატრიოტიზმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება.

ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით. ამ წინსვლას ადასტურებს კონკრეტული შედეგები. გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია. სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ 5.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ეროვნული ეკონომიკის თითქმის 6%-ს შეადგენს დღეისათვის. სოფლად დასაქმებულთა რაოდენობამ 577 ათასს გადააჭარბა, ხოლო უმუშევრობა 11.2%-მდე შემცირდა. ეს შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი წინსვლა, თუმცა სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, მუდმივი განვითარება. ამისათვის სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებ

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა