მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბლოკჩეინზე დაფუძნებული ფინანსური ინოვაციების დანერგვა, ბიზნესისათვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის | PMCG

news image
mbc image

6 აპრილს, 17  საათზე, „თიბისი კონცეპტის" შენობაში  გაიმართება კვლევის შედეგების პრეზენტაცია და საჯარო განხილვა თემაზე: „სთეიბლქოინები საქართველოში - საერთაშორისო რეგულატორული გამოცდილება და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის".

კვლევის მიზანია გააანალიზოს საქართველოში სთეიბლქოინების გარშემო არსებული კანონმდებლობა და შეიმუშავოს რეკომენდაციები თუ როგორ უნდა განვითარდეს სთეიბლქოინების რეგულატორული გარემო საქართველოში.

სთეიბლქოინები კრიპტოვალუტების ქვეჯგუფია, რომლებიც სხვამხრივ არამდგრად ბაზარზე ფასის სტაბილურობის პირობას იძლევიან. უკანასკნელი წლების განმავლობაში კრიპტოინდუსტრიამ სთეიბლქოინები მნიშვნელოვნად აითვისა. ისეთმა მსხვილმა ეკონომიკებმა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ) და ევროკავშირია, ყველაზე მნიშვნელოვანი სთეიბლქოინების რეგულაციები სწორედ 2022 წელს წარადგინეს.

კვლევის მიხედვით, საქართველოში არსებული სთეიბლქოინების რეგულაციები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ ქვეყნებს და ის კრიპტო-კანონმდებლობა რაც ქვეყანამ 2022 წელს მიიღო, არ არის ამომწურავი და გაურკვეველია მოიცავს თუ არა სთეიბლქოინებს.

კვლევაზე იმუშავეს ივანე ნაჭყებიამ, „პი ემ სი კვლევითი ცენტრის" ასოცირებულმა მკვლევარმა და Cato institute-ში დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) მიმართულებით ანალიტიკოსმა, და დავით კიზირიამ,  ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტისა და ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის კოორდინატორმა.

„Web3, DeFi, სმარტკონტრაქტებსა და ბლოკჩეინზე დაფუძნებული ფინანსური ინოვაციების დროული და გონივრული დანერგვა ახალ შესაძლებლობებს შექმნის როგორც ქართული ბიზნესისათვის, ასევე, ქვეყნის გლობალური ეკონომიკური პოზიციონირებისათვის და მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს ეკონომიკის "ციფრული ტრანსფორმაციის" წარმატებისთვის.

სთეიბლქოინები ერთ-ერთი ასეთი ფინტექ ინოვაციაა. იგი თავის თავში აერთიანებს ერთი მხრივ - კრიპტოვალუტებისთვის სახასიათო თვისებებს (უსაფრთხოება, სანდოობა, მოქნილობა) და მეორე მხრივ - გამომდინარე იქიდან, რომ სთებელქოინის ფასი მიბმულია კონკრეტულ ტრადიციულ ვალუტას, მინიმუმამდეა დაყვანილი კრიპტოაქტივებისთვის სახასიათო ფასის რყევები. შესაბამისად, სთეიბლქოინი, კრიპტოაქტივების ჯგუფიდან, ყველა უფრო მეტად გამოყენებადი და ადვილად ადაპტირებადია ყოველდღიური გადახდებისა და ვაჭრობის სფეროში. სთეიბლქოინი, ბლოკჩეინზე დაფუძნებული კრიპტოაქტივების უმრავლესობის მსგავსად, შეიცავს ბევრ ინოვაციურ შესაძლებლობებს - პროგრამირებადობა, თვითაღსრულებადობა. ეს ბიზნესებს საშუალებას აძლევს ახალი ტიპის ეკონომიკური მოდელები შექმნან.

ფინანსური ინოვაციების დანერგვისას ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იყოს ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე, რათა გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს მრავალი პერსპექტივის, ხედვის გონივრულ სინთეზს."- აღნიშნავს დავით კიზირია.

კვლევა ჩატარდა პროექტის „საჯარო პოლიტიკის განხილვისა და დიალოგის პლატფორმის" ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა საკითხებზე დისკუსიის დაწყებას და თანამშრომლობას სხვადასხვა მხარეებს შორის. პროექტი ხორციელდება „პი ემ სი კვლევითი ცენტრის" მიერ, პოლიტიკისა და მენეჯმენტის ქონსალთინგ ჯგუფის (PMCG) მხარდაჭერით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა