მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

BlueOrchard-სა და კრისტალს შორის 16 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო შეთანხმება გაფორმდა

news image
mbc image

მიკრობანკი „კრისტალი“ კიდევ უფრო აღრმავებს მრავალწლიან თანამშრომლობას BlueOrchard-თან. ამჯერად, კომპანია ახალი საკრედიტო შეთანხმების ფარგლებში, 16 მილიონი აშშ დოლარს მიიღებს. დაფინანსება ლარში არის დენომინირებული და ბანკის მიერ მისი ათვისება მოხდება ლიკვიდობის საჭიროებისა და საკრედიტო პორტფელის ზრდის შესაბამისად. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა ფინანსური რისკების მართვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ამცირებს სავალუტო რისკებს და ქმნის მეტ მოქნილობას მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების განვითარებისთვის.

რესურსი მიმართული იქნება „კრისტალის“ შემდგომი განვითარებისა და გაფართოებისკენ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქვეყნის მასშტაბით მოქმედ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებზე (MSME) და სოფლის მეურნეობის სექტორზე, მათ შორის რეგიონების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით.

BlueOrchard წლების განმავლობაში წარმოადგენს „კრისტალის“ მნიშვნელოვან პარტნიორს და აქტიურ მონაწილეობას იღებს კომპანიის განვითარების პროცესში, მათ შორის, მისი მიკრობანკად ტრანსფორმაციის ეტაპზეც. 

როგორც „კრისტალის“ გენერალური დირექტორი, ილია რევია აღნიშნავს: „BlueOrchard-თან ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელება კიდევ ერთხელ ადასტურებს ნდობას ‘კრისტალის’ მისიისა და გრძელვადიანი ხედვის მიმართ. ეს დაფინანსება მოგვცემს შესაძლებლობას გავაფართოოთ დაკრედიტება როგორც არსებული, ისე ახალი კლიენტებისთვის, გავაძლიეროთ ჩვენი საბაზრო პოზიციები და ხელი შევუწყოთ  ჩვენი ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.“

კასპარს დელინს, ბლუორჩარდ-ის ორიჯინეიშენის ხელმძღვანელი კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და შუა აღმოსავლეთში, აღნიშნავს: “ეს ინვესტიცია ასახავს BlueOrchard-ის მუდმივ ერთგულებას საქართველოში ფინანსური ჩართულობის გაფართოების მიმართ. ჩვენ მოხარული ვართ, რომ კიდევ უფრო ვაძლიერებთ ჩვენს ხანგრძლივ პარტნიორობას მიკრობანკ Crystal-თან და ვეხმარებით MSME-ების და სოფლის მეურნეობის მეწარმეებისთვის შესაძლებლობების გაძლიერებას, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ეკონომიკური განვითარებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია”

BlueOrchard-ის შესახებ

BlueOrchard არის წამყვანი გლობალური გავლენაზე ორიენტირებული საინვესტიციო მმართველი კომპანია, რომელსაც 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს განვითარებად ბაზრებზე ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობაში. კომპანია დაარსდა 2001 წელს გაეროს ინიციატივის ფარგლებში და წარმოადგენს გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების პიონერს. ამავდროულად, იგი მართავს მსოფლიოში უდიდეს და უძველეს კომერციულ მიკროფინანსურ ფონდს.

მაღალი ადგილობრივი ექსპერტიზითა და 100-ზე მეტ ქვეყანაში დაგროვილი გამოცდილებით, BlueOrchard უზრუნველყოფს მოქნილ და გრძელვადიან კაპიტალის გადაწყვეტილებებს იმ ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლებიც ემსახურებიან მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, ასევე ახორციელებს პირდაპირ დაფინანსებას მაღალი სოციალური და ეკონომიკური გავლენის მქონე კომპანიებზე. დაფინანსების გარდა, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს პორტფელის კომპანიებთან მათი ეფექტიანობისა და ოპერაციული შედეგიანობის გასაუმჯობესებლად, რაც ხელს უწყობს თემებში პოზიტიური გავლენის გაღრმავებასა და მასშტაბირებას.

Schroders-ის ჯგუფის წევრად, რომელიც 200 წელზე მეტი ისტორიის მქონე გლობალური აქტივების მმართველია, BlueOrchard აერთიანებს სპეციალიზებულ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების შესაძლებლობებს ინსტიტუციური დონის ინფრასტრუქტურასა და მმართველობის სტანდარტებთან.

მიკრობანკი “კრისტალის”  შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 28-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონზე მეტი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.  

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

24.10.2026.21:32

განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, დამატებით კიდევ 156 მომხმარებელი მომდევნო ბლოკის მომლოდინეთა სიას შეუერთდა.

ამ ისტორიული შედეგით, არქი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სამეულშია ერთ დღეში გაყიდული ბინების რაოდენობით, არქის მხოლოდ ორი საერთაშორისო გიგანტი უსწრებს: საუდის არაბეთის NHC - 3 980 გაყიდული ბინით (2024 წლის, 15 ნოემბერი) და დუბაის DAMAC - 3 164 გაყიდული ბინით (2024 წლის 10 დეკემბერი).

„დღევანდელი შედეგი ჩვენთვის მხოლოდ რეკორდული გაყიდვები არ არის. ეს არის ნდობა, რომელიც ათასობით ადამიანმა გამოგვიცხადა და რისთვისაც თითოეულ მათგანს გულწრფელ მადლობას ვუხდით. ამ შედეგის უკან ჩვენი გუნდის უდიდესი შრომა დგას. „არქი“ საქართველოში №1 დეველოპერული კომპანიაა, თუმცა ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ლიდერობა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს შევთავაზოთ რეალური ღირებულება და გავამართლოთ მათი მოლოდინები. Archi Grand Avenue-ში სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით - ქალაქის ახალ ცენტრს, რომელსაც განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, მომხმარებლებმაც სწორედ ეს დაინახეს: პერსპექტიული ლოკაცია, პროექტის მასშტაბი, საერთაშორისო ბრენდების ჩართულობა და განსაკუთრებული ფინანსური პირობები. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა შედეგი, რომლითაც დღეს ძალიან ვამაყობთ“, - აცხადებს „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

დღევანდელი შედეგით „არქიმ“ გასულ წელს დაფიქსირებული საკუთარი რეკორდი ორჯერ მეტად გააუმჯობესა და ბაზარზე ახალი სტანდარტი დააწესა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, პროექტში ბინების ფასი 27–28%-ით გაიზარდა. პერსპექტიული ლოკაცია და განვითარების მასშტაბი პროექტს მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. განსაკუთრებული ინტერესი ადგილობრივმა მყიდველებმა, ქართველმა ემიგრანტებმა და საერთაშორისო ინვესტორებმა გამოიჩინეს.

Archi Grand Avenue 21 ჰექტარზე ვითარდება, საიდანაც 15 ჰექტარზე მეტი გამწვანებულ და რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ შენობებს, Hilton-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, Wyndham-ის ბრენდირებულ რეზიდენციებს, სპორტულ კომპლექსს, გასტრონომიულ და კომერციულ სივრცეებს.

„მადლობა თითოეულ მომხმარებელს განსაკუთრებული ნდობისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მოლოდინები არა მხოლოდ გავამართლოთ, არამედ გადავაჭარბოთ კიდეც. მათთვის, ვინც ამ ეტაპზე სასურველი ბინის შეძენა ვერ შეძლო, დამატებითი შესაძლებლობა შევქმენით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ქალაქის ახალი ცენტრის ნაწილი“, - აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა