მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბმულით გადახდა - როგორ შეიქმნა საქართველოს ბანკის პროდუქტი, რომელიც ბიზნესებს ყოველდღიურობას უმარტივებს

news image
mbc image

საქართველოს ბანკის ციფრულ ეკოსისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს გადახდების მენეჯერიასრულებს. მისი მეშვეობით ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, გადახდების მეთოდების ინტეგრაცია ელ-კომერციის პლატფორმებზე ან ფიზიკურ მაღაზიებში სრულად დისტანციურად მოითხოვონ. ამასთან,ვაჭრობისას მიღებული ტრანზაქციები მართონ და გააანალიზონ. პლატფორმის უპირატესობა ისიცაა, რომ იგი გადახდის ათამდე მეთოდს აერთიანებს, სია კი მუდმივად იზრდება და ახლახან მას ბმულით გადახდა დაემატა.

გადახდების მენეჯერის Product Owner-ები, მარიამ ახალაძე და ნინო ჯაფარიძე საუბრობენ, თუ რა მიზნით შეიქმნა ბმულით გადახდის მეთოდი და როგორ ვითარდება გადახდების მენეჯერი.

პირველ რიგში, ვისაუბროთ გადახდების მენეჯერზე - რა უპირატესობები აქვს ამ პლატფორმას და რაში ეხმარება ბიზნესებს?

„გადახდების მენეჯერის უპირატესობა, პირველ რიგში, არის მარტივი ონბორდინგის პროცესი, რაც გულისხმობს პლატფორმაზე ნებისმიერი გადახდის მეთოდის მოთხოვნას ციფრულად, ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე. ციფრულადვე იმართება მიღებული გადახდები. ასევე, ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, ნახოს გადახდების ანალიტიკა, რაც ეხმარება მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

რამდენად მრავალფეროვანია გადახდების მეთოდების არჩევანი პლატფორმაზე?

ნინო ჯაფარიძე განმარტავს, რომ საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერზე ნებისმიერი სეგმენტის თუ სფეროს წარმომადგენელ მერჩანტს შეუძლია საკუთარ საჭიროებებზე მორგებული გადახდის მეთოდი იპოვოს.  მათ შორისაა ბარათით, ნაწილ ნაწილ, ონლაინ განვადებით, სასაჩუქრე ბარათით, Apple Pay-ით ან Google Pay-ით გადახდა და სხვა.

ვისაუბროთ სიახლეზეც - ბმულით გადახდის მეთოდზე. რა გზა უნდა გაიაროს ერთი მხრივ ბიზნესმა და მეორე მხრივ, მომხმარებელმა იმისათვის, რომ გადახდის ამ მეთოდით ისარგებლოს?

„დღეს ბაზარზე საკმაოდ ბევრი ბიზნესია, რომელსაც სურს ონლაინ გადახდების მიღება, თუმცა არ აქვს ვებგვერდი. სწორედ ასეთი ბიზნესებისთვის არის შექმნილი ბმულით გადახდის მეთოდი, რომლის მოთხოვნაც ბიზნესს  ვებგვერდიდან manager.bog.ge შეუძლია. რეგისტრაციის პროცესის გავლის შემდეგ, ბიზნესს უკვე აქვს შესაძლებლობა, ახალი ბმული დააგენერიროს  და ის საკუთარ მომხმარებელს სასურველი არხით - SMS-ით ან სხვა გზით გაუზიაროს. შემდეგ კი მომხმარებელს შეუძლია გადახდა განახორციელოს იმ მეთოდით, რომელიც ბიზნესს გააქტიურებული აქვს“, - ამბობს მარიამ ახალაძე.

რა იყო ლინკით გადახდის მეთოდის შექმნის მიზანი - რა უპირატესობა აქვს მას სხვა მეთოდებთან შედარებით?

როგორც ნინო ჯაფარიძე ამბობს, ბმულით გადახდის შექმნის მიზეზი ბაზარზე არსებული მოთხოვნა იყო.

„მთავარი უპირატესობა კი ისაა, რომ ბიზნესი მომხმარებელს სანდო გადახდის საშუალებას სთავაზობს, თვითონ კი მარტივად, მხოლოდ რეგისტრაციის პროცესის გავლის შემდეგ იღებს გადახდას, მაშინ, როდესაც სტანდარტული ელ.კომერციის პლატფორმის შემთხვევაში, დეველოპმენტია საჭირო“.

ვისაუბროთ უსაფრთხოების სტანდარტებზე, რომლებიც როგორც გადახდების მენეჯერს, ისე ლინკით გადახდას გამოარჩევს:

„საქართველოს ბანკი გადახდების მენეჯერის უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება. პლატფორმაში ავტორიზაცია ხორციელდება SSO მეთოდით და ორმაგი აუტენტიფიკაციით, ხოლო ბმულით გადახდის დადასტურება ხდება ერთჯერადი კოდის გამოყენებით. ამ მიდგომით ბანკი უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლებისა და მერჩანტების ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად დაცული, მათი ნებისმიერი ქმედება პლატფორმაზე კი - უსაფრთხო“, - ამბობს მარიამი.

რა როლი უჭირავს მომხმარებლის უკუკავშირს ამ პროდუქტის შექმნის პროცესში?

„კვლევები გვიჩვენებდა, რომ მსგავსი ტიპის გადახდის მეთოდის საჭიროება იდგა. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიური კავშირი გვქონდა პოტენციურ მომხმარებლებთან, ვიღებდით მათგან უკუკავშირს და მათზე დაყრდნობით ვქმნიდით პროდუქტს“, - ამბობს ნინო.

და ბოლოს, რა ტიპის პლატფორმად უნდა იქცეს გადახდების მენეჯერი ბიზნესებისთვის?

„ჩვენი სამომავლო ხედვაა, გადახდების მენეჯერი იქცეს „ყველაფერი ერთ სივრცეში“ პლატფორმად, სადაც მერჩანტები შეძლებენ, დამოუკიდებლად მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია და მომსახურება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პლატფორმა მუდმივად ვითარდება და ჩვენი მიზანია, ფეხი ავუწყოთ როგორც ჩვენი მომხმარებლების სურვილებს, ისე საერთაშორისო ტრენდებსა და სტანდარტებს. ამიტომაც, სამომავლოდ არაერთი ინოვაციური ინსტრუმენტის დამატება იგეგმება,“ - ამბობს მარიამ ახალაძე.

ბმულით გადახდის მეთოდის გამოსაყენებლად ეწვიეთ გადახდების მენეჯერს, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად ონლაინ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა