მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7213.3
0.0036
flag
AZN 1.5625
-0.0011
flag
CNY 39.307
0.0008
flag
EUR 3.0848
0.008
flag
GBP 3.5674
0.0016
flag
KZT 54.24
-0.001
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6563
-0.0014
news banner

Bogveli საექსპორტო ბაზრებს აფართოებს და შვედეთში ახალ პარტნიორობას იწყებსსაექსპორტო ბაზრებს აფართოებს და შვედეთში ახალ პარტნიორობას იწყებს

news image
mbc image

Bogveli ქუდებისა და კლასიკური სტილის სამოსის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც აქცენტს ხარისხიან და ვიწრო სპეციალიზაციის პროდუქციაზე აკეთებს და ძირითადად საექსპორტო ბაზრებზე ოპერირებს. Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს ახალი საერთაშორისო შეთანხმებების, მოთხოვნის ტენდენციების, განვითარების სტრატეგიისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

„შვედეთში ერთ-ერთ ადგილობრივ ბუტიკური ტიპის მაღაზიასთან ხელშეკრულება გავაფორმეთ, სადაც ჩვენი მომდევნო სეზონის კოლექციის განთავსება, შემოდგომის პერიოდში იგეგმება. ეს თანამშრომლობა საწყის ეტაპზეა და მისი განვითარება შედეგების მიხედვით შეფასდება.

ბაზრის მოთხოვნის მხრივ, ძირითადი ინტერესის საგანი კვლავ ქუდებია, თუმცა მზარდია მოთხოვნა კომბინირებულ ლუქებზეც.

ყოველწლიურად ვაახლებთ კოლექციას, თუმცა ასორტიმენტის მკვეთრ გაფართოებას არ ვგეგმავთ. ჩვენი მიზანია ხარისხისა და ბრენდის იდენტობის შენარჩუნება“,- აცხადებს გიორგი ბოგველი.

კომპანია ძირითადად, საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირებს, თუმცა სამომავლოდ ადგილობრივ ბაზარზეც გეგმავს გაფართოებას.

„ჩვენს გაყიდვებში საერთაშორისო ბაზრები დომინირებს და ოპერირების დაახლოებით 80-90%-ს შეადგენს, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ცნობადობის ზრდაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზნად რჩება. საცალო მაღაზიების გახსნას არ განვიხილავთ და უპირატესობას ბუტიკური სტილის სტენდებს ვანიჭებთ სავაჭრო მოლებში.

ვაგრძელებთ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას და მომდევნო გამოფენა, რომელშიც მონაწილეობის მიღებას ვგეგმავთ გერმანიაში, დიუსელდორფში გაიმართება.

ექსპორტის მიმართულებით უკვე არსებულ პარტნიორებთან აქტიურად ვმუშაობთ და ახალი თანამშრომლობების დამატებასაც ვგეგმავთ“,- აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

16.06.2026.15:11

27 ივნისს, საქართველოში რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. ეს არის ტურნირი, რომელიც ახალგაზრდა მორაგბეებს საერთაშორისო ასპარეზზე თავის წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს და სწორედ, აქ იბადებიან მომავალი ვარსკვლავები.

2017 წლის შემდეგ, საქართველო ამ პრესტიჟულ ჩემპიონატს უკვე მეორედ მასპინძლობს. 2017 წელს, ტურნირის წარმატებით ჩატარების შედეგად, მსოფლიო რაგბიმ 2026 წლის ახალი, გაფართოებული ფორმატის, ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაც საქართველოს ანდო. წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე 12-ის ნაცვლად 16 გუნდი იასპარეზებს, რაც კონკურენციას ამძაფრებს და შედეგად, ტურნირისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდის.

ტურნირი 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მატჩებს თბილისი ავჭალის სტადიონი და ქუთაისის აია არენა უმასპინძლებენ; ხოლო ფინალური და მესამე ადგილისთვის შეხვედრები მიხეილ მესხის სტადიონი ჩატარდება.      

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ა ჯგუფში, მოქმედ ჩემპიონს - სამხრეთ აფრიკას, უელსსა და ურუგვაის დაუპირისპირდება. ბ ჯგუფში ახალი ზელანდია, იტალია, შოტლანდია და იაპონია მოხვდნენ; გ ჯგუფში არგენტინა, ინგლისი, ირლანდია და აშშ ითამაშებენ; დ ჯგუფში - საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი და ფიჯი. 

როცა ახალგაზრდა სპორტსმენები მსოფლიო ასპარეზზე გასასვლელად ემზადებიან, ყველაზე მნიშვნელოვანი ხშირად არა მხოლოდ ნიჭი, არამედ რწმენაა - საკუთარი თავის, გუნდისა და მომავლის რწმენა. სწორედ, ამიტომ არის თიბისი ქართული რაგბის მხარდამჭერი. გვჯერა, რომ შესაძლებლობების დანახვა და მათი მხარდაჭერა ქმნის გამარჯვების საფუძველს - როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT-ზე, სადაც თიბისის მოსწავლის ბარათზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს: https://tkt.ge/show/31504/ragbi-u20-msoflio-chempionati  

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა