Boygar's საერთაშორისო აღიარების შემდეგ განვითარებას აგრძელებს – რა გეგმები აქვს კომპანიას
Boygar's ამ ეტაპზე ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების 60-მდე წარმომადგენელს სთავაზობს. კომპანიის განცხადებით, გახსნის დღიდან მთავარი პრიორიტეტი გამორჩეული კოლექციებისა და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი შოპინგ გამოცდილების შექმნაა, რაც ცოტა ხნის წინ საერთაშორისო აღიარებითაც აღინიშნა.

Boygar's გავლენიანმა მოდის გამოცემამ Business of Fashion-მა (BoF) „მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების“ (The Best Fashion Stores in the World) სიაში შეიყვანა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ბრენდი ამ მასშტაბის საერთაშორისო შეფასებაში მოხვდა.

Boygar's ბრენდებისა და კოლექციების შერჩევისას რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმით ხელმძღვანელობს. მათ შორისაა ბრენდის ძლიერი და უნიკალური ვიზუალური იდენტობა, საერთაშორისო მაღალი მოდის სტანდარტების შესაბამისი ხარისხი და თანამედროვე მოდის ბაზართან თანხვედრა.

ასორტიმენტის ფორმირებისას Boygar's ასევე ითვალისწინებს კონკრეტული კატეგორიის აქტუალურობას, საერთაშორისო შეფასებებსა და, უპირველესად, მომხმარებლის ინტერესებს. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული წარმოდგენილი ბრენდი მომხმარებელს განსხვავებულ და ღირებულ გამოცდილებას სთავაზობდეს.

Boygar's საერთაშორისო ბაზარზე განსაკუთრებულად შერჩეული კოლექციებით გამოირჩევა, რაც კომპანიისთვის ყველა სეზონზე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. მათი შეფასებით, წარმოდგენილი ბრენდების ხედვა, ესთეტიკა და ხარისხის დონე ქმნის ისეთ შოპინგ გამოცდილებას, რომელიც ქართველი მომხმარებლისთვის აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო.
კომპანია ამასთან ერთად გაფართოებასაც აგრძელებს. ცოტა ხნის წინ Boygar's-ის ახალი მაღაზია სასტუმრო „პარაგრაფ გოლფ & სპა თაბორის“ სივრცეში გაიხსნა.

მაღაზიის ინტერიერზე იტალიელმა არქიტექტორმა ლუკა სარტორიმ იმუშავა. ახალი სივრცე მცირე ზომის, თუმცა გულდასმით შერჩეულ კოლექციას აერთიანებს და Boygar's-ის კონცეფციისა და თითოეული დეტალის მიმართ ზრუნვას ასახავს.

ამ ეტაპზე კომპანია მესამე ჟურნალის ნომერზე მუშაობს. გამოცემა წელიწადში ორჯერ გამოდის და მისი საშუალებით Boygar's ადგილობრივ კულტურასა და პარტნიორებთან თანამშრომლობას კიდევ უფრო აქტიურად ავითარებს.
ცხადია კომპანია მუდმივად მუშაობს ბრენდების პორტფელის გაფართოებასა და საუკეთესო შოპინგ გამოცდილების შექმნაზე.

სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.