მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ - ერთად გავიმარჯვებთ - თიბისისთან ერთად

news image
mbc image

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის უმნიშვნელოვანესი ტესტ-მატჩებისთვის ემზადება. რიჩარდ ქოქრილის რჩეული მოთამაშეები ჯერ თბილისში შეიკრიბნენ; რამდენიმე დღეში კი, მზადება ბათუმში გააგრძელეს. 

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაფართოებულ შემადგენლობაში 25 მორაგბეს უხმო:

შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, დავით აბდუშელიშვილი, კახა დარბაიძე, ირაკლი ქვათაძე, შალვა მამუკაშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, სანდრო მამამთავრიშვილი, გიორგი სინაურიძე (ყველა - შავი ლომი), გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), ირაკლი აფციაური, ბექა საღინაძე (ლიონი), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), ბექა გიგაშვილი (ტულონი), ვანო კარკაძე, თემურ წულუკიძე (ოიონა), ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), ბექა გორგაძე (პო), ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი).

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე, ლუკა მატკავა (ოიონა), გელა აფრასიძე (პერპინიანი), აკაკი ტაბუცაძე, თენგიზ პერანიძე, დემე თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, ზაურ ლუტიძე, შალვა აფციაური, ლუკა ცირეკიძე, ალექსანდრე თოდუა (ყველა - შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (ორიაკი), გიორგი კვესელაძე (გრენობლი), გიორგი შველიძე (ბრივი), დავით ნინიაშვილი (ლა როშელი). 

8 ნოემბერს, ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ბორჯღალოსნები აშშ-ის ნაკრებს უმასპინძლებენ. 15 ნოემბერს კი, ამავე სტადიონზე კანადას დაუხვდებიან.

შემოდგომის ტესტების ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, 22 ნოემბერს ჩაატარებს, სადაც ჩვენი მეტოქე იაპონიის ნაკრები იქნება. 

ამ ტესტებს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მათი შედეგების გათვალისწინებით დაკომპლექტდება კალათები 2027 წლის მსოფლიო თასის წილისყრის წინ. 

ახალი თაობის მორაგბეების, გამოცდილი მოთამაშეებისა და ტალანტების ერთ გუნდში ხილვა, გვაძლევს გამარჯვებისა და წინსვლის იმედს. 

#ერთადგავიმარჯვებთ, თიბისისთან ერთად!

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა