მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია
, სადაც მინერალური წყლის ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა

news image
mbc image

მინერალური წყალი  „ბორჯომი,“ ფრანკფურტში გამართულ საერთაშორისო დაჯილდოება - Zenith Global's Water Drinks Awards-ზე, ქილის შეფუთვაში საუკეთესო  სასმელად დასახელდა. 

2024 Global Water Drinks Awards-ის ყოველწლიურ დაჯილდოებას ამჯერად გერმანიამ უმასპინძლა. გამარჯვებული კომპანიები, წყლის 21-ე საერთაშორისო კონგრესის გალა საღამოზე დასახელდა. 

საერთაშორისო ჟიურიმ 120 აპლიკანტიდან, სხვადასხვა ნომინაციაში, 15 გამარჯვებული გამოავლინა, მათ შორის - „ბორჯომის” ქილის ახალი შეფუთვა, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში გამოჩნდება.  


უკვე 30 წელია, რაც Zenith Global, სასმელებისა და საკვების ინდუსტრიაში, პროდუქტებს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს და წლის განმავლობაში რამდენიმე დაჯილდოების ფარგლებში, გამარჯვებულებს ავლენს. წელს „ბორჯომი” Zenith Global-ის მესამე ჯილდოს მფლობელი გახდა. 

„საამაყოა „ბორჯომის“ წარმატება ისეთ საერთაშორისო დაჯილდოებაზე, რომლის მონაწილეებიც იყვნენ -  Coca-Cola, Danone, Gerolsteiner, Icelandic Glacial Water“, - განმარტავენ კომპანიაში.

 შეგახსენებთ, რომ მაისში, ლონდონში გამართულ Zenith Annual Innobev Awards 2024-ზე, „ლიმონათი ბორჯომისგან” 2 კატეგორიის გამარჯვებული გახდა. „ბორჯომის“ ინოვაციურმა პროდუქტმა საუკეთესო პრემიალური სასმელისა და საუკეთესო მარკეტინგული/სოციალური მედია კამპანიის ნომინაციაში გაიმარჯვა. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა