ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
რამდენიმე წელიწადში ბორჯომს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატება. Hilton Garden Inn-ი საკურორტო ზონაში 3 წლის შემდეგ გაიხსნება და სტუმრების მიღებას დაიწყებს.
სასტუმროს მშენებლობისათვის ქალაქ ბორჯომში, გორკის ქუჩა N2-ში არსებული 3001.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 49%-იანი წილი Bani Group-ში შემავალმა კომპანია „ბანი 2007“-მა ელექტრონულ აუქციონზე 24 აპრილს იყიდა, რაშიც 15 17 500 ლარს გადაიხდის.
სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული აუქციონის დაწყებამდე კი აღნიშნული ლოტის ღირებულება 1 512 500 ლარს შეადგენდა. აუქციონის პირობებში კი ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილად: სასტუმრო/ტურისტული ინფრასტრუქტურა იყო მითითებული.
როგორც კომპანია „ბანი 2007“-ში Business Insider Georgia-ს განუცხადეს არსებულ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და დემონტაჟს არ დაექვემდებარება. სასტუმრო სულ 138 ნომერზე იქნება გათვლილი. სასტუმრო კომპლექსი ორ შენობას გააერთიანებს, საიდანაც ერთი 2 სართულიანი, ხოლო მეორე ექვს სართულიანი იქნება.
სასტუმროში ორი საკონფერენციო სივრცე განთავსდება ( 52 კვ/მ და 250 კვ/მ ). ასევე იქნება რესტორანი 272 კვ/მ-ზე და ორი ტერასა ბარი (102 კვ/მ და 807 კვ/მ), დახურული საცურაო აუზი/სპა სავარჯიშო დარბაზი.
რაც შეეხება 138 სასტუმრო ნომრების განაწილების კატეგორიას: Family king- 27; Twin-70; Queen- 6; Standard king-33; Adapted -2.
როგორც „ბანი 2007“-ში აცხადებენ, სასტუმროს მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება და სავარაუდოდ 3 წელიწადში დასრულდება. ინვესტიციის სავარაუდო ღირებულება კი 15 მლნ ლარის ფარგლებში იქნება.
აღსანიშნავია, რომ პირველი Hilton Garden Inn საქართველოში თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე გაიხსნა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
13.05.2026.17:40
საქართველოს ბანკი ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის სპეციალური შეთავაზებების შექმნას აგრძელებს. ამჯერად, მოსწავლეები კვების, განათლებისა და შოპინგის ობიექტებში განსაკუთრებული ქეშბექ შეთავაზებებით ისარგებლებენ.
კვება
● 30 მაისის ჩათვლით, Gaamos-ში გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ;
● 31 მაისის ჩათვლით, Gemini Burgers-სა და Doodles-ში გადახდისას 30%-იანი ქეშბექი იმოქმედებს, ხოლო 31 ივლისის ჩათვლით, ყოველ ორშაბათს, Food & Market-ში გადახდისას - 20%-იანი ქეშბექი;
● 31 ივლისის ჩათვლით, sCool Card-ის მფლობელები Jackie Chan-ში გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ;
● 31 ივლისის ჩათვლით, Bliss Corner-ში, Pazza-ში, Poke Bar-ში და Gochit’s Burgers-ში გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ (თვეში მაქსიმუმ 50 ლარი);
● 31 ივლისის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს, Costa Coffee-ში გადახდისას 20%-იანი ქეშბექი იმოქმედებს (თვეში მაქსიმუმ 50 ლარი);
● 31 ივლისის ჩათვლით, ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, Wasabi-ში, ხოლო ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს, Cinnamon-ში გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ (თვეში მაქსიმუმ 50 ლარი).
შოპინგი და გართობა
● 20 ივნისის ჩათვლით, ყოველ ორშაბათს, Pendant-ში გადახდისას 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ (მაქსიმუმ 100 ლარი);
● 1აგვისტოს ჩათვლით, Manga Mania-ში, Ollivander's Store-ში და Superheroes Shop-ში 20% -იან ქეშბექს მიიღებთ.
განათლება
● 20 ივნისამდე, Design School-ში გადახდისას 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ.