,,ბოსტანი" ბიო საზამთროს პირველ მოსავალს ელოდება
ბიომეურნეობა ბოსტანი/Bostani საზამთროს პირველ მოსავალს ელოდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ბექა ბარჯაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, მოსავლის 30% განადგურდა, გაწეული ხარჯის გათვალისწინებით, 6-7 ლარი 1 კილოგრამი საზამთროს საორიენტაციო ფასია.
პროდუქცია გაყიდვაში აგვისტოს მეორე ნახევრიდან ჩაეშვება.
„პირველი მოსავალია, წარმოებას ახლა ვიწყებთ, ამიტომ უფრო ექსპერიმენტული სახე აქვს. რაც მთავარია, ქართულია, ბიოა, რაც ნიშნავს, რომ პროდუქტი 100% ით ნატურალური და უვნებელია. აგვისტოს მეორე ნახევრიდან მივიღებთ საზამთროსა და ნესვის მოსავალს, განსაკუთრებული ინტერესი საზამთროს მიმართაა. 30% განადგურდა, ნესვის შემთხვევაში, 50%, მთლიანობაში დიდ ხარჯია გაწეული, რაც ფასზეც ადეკვატურად აისახება. ბოლომდე ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ არ ვართ, თუმცა ვფიქრობთ, რომ საზამთროს დაახლოებით 6-7 ლარის ფარგლებში გავყიდით.
ეს არის მინი საზამთრო, 2-დან 3 კილოგრამამდე. აპრილში დავთესეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სრულ ციკლს, მინიმუმ, 5-6 თვე სჭირდება. გამოცდილებას დავაგროვებთ და მომავალ წელს უფრო მეტ რაოდენობას ვაწარმოებთ, ძალიან დიდი მოთხოვნაა. ბევრი ერთგული მომხმარებელი დაგვიგროვდა", - ამბობს ბექა ბარჯაძე.
შეგახსენებთ, რომ ბოსტანი/Bostani პირველი ბიოსერტიფიცირებული სასათბურე მეურნეობაა საქართველოში. წარმოების 3 წლის თავზე კომპანიას ბიოსერტიფიკატი ოფიციალურად მიენიჭა. 2023 წელს ,,ბოსტანი“ 3 ტონა ბიო პროდუქტს მიიღებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.