„ბოსტოღანა“ უღალატო ქიზიყური ღვინო, დაბადენიდან სიცოცხლის ბოლომდე მართალი სიტყვის სათქმელად!
ღვინის კომპანია „ბოსტოღანა“ -ს ისტორია 2021 წლიდან იწყება. ამ ეტაპზე კომპანია სამი სახეობის ღვინოს აწარმოებს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის გაყიდვების მენეჯერს ზაზა ბოსტოღანაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, საქმიანობას განსაკუთრებული ყურადღებითა და გულმოდგინებით ეკიდებიან.
„კომპანიის საქმიანობა მთლიანად დაფუძნებულია ქიზიყურ მტკიცე ხასიათსა და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებზე. ჩვენი ფილოსოფია მარტივია – რასაც ჩვენ არ დავლევთ, არც სხვას შევთავაზებთ. ამიტომ, ვენახებიდან ბოთლამდე მთელ პროცესს განსაკუთრებული ყურადღებითა და გულმოდგინებით ვუდგებით, რათა ვუზრუნველყოთ ღვინის მაღალი ხარისხი და ავთენტურობა“, - ამბობს კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ზაზა ბოსტოღანაშვილი.
ამ ეტაპზე „ბოსტოღანა“ სამი სახეობის ღვინოს აწარმოებს, რომელსაც მალე მეოთხე სახეობაც დაემატება.
„ამ ეტაპზე კომპანია წარმოაჩენს ტრადიციულ ქართულ ვაზის ჯიშებს, როგორიცაა რქაწითელი, საფერავი და ქისი. 2024 წლის მოსავალს უკვე შეემატა მწვანე კახური, რომელმაც მოწონება დაიმსახურა ისეთ პრესტიჟულ ღვინის კონკურსზე, როგორიცაა IWSC. ჩვენც მოუთმენლად ველოდებით ჩვენი მომხმარებლების შეფასებებს ქიზიყურ გულმოდგინებით დაყენებულ მწვანეზე“, - აცხადებს კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ზაზა ბოსტოღანაშვილი.
პროდუქციაზე ინტერესი და მოთხოვნა მზრდია. განსაკუთრებული მოთხოვნით კი 2021 წლის ღვინო „ქისი“ გამოირჩევა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბაზარზე მრავალი გამორჩეული ღვინო იწარმოება, ჩვენი მთავარი მიზანი ტრადიციული ქართული ჯიშებისა და განსაკუთრებით, ტიბაანის მიკროზონის უნიკალურობის სრულფასოვნად წარმოჩენაა. კომპანიის დამფუძნებელი, სიმონ ბოსტოღანაშვილი, ხშირად აღნიშნავს, რომ თუ ჩვენმა წინაპრებმა სწორედ ეს ადგილი შეარჩიეს ვაზის გასაშენებლად, ეს ნიშნავს, რომ მასში განსაკუთრებული ძალა და შესაძლებლობა იმალება და ამ მემკვიდრეობას ერთგულად ვაგრძელებთ, უღალატობის წესით. ყველაზე მოთხოვნადი ღვინო 2021 წლის ქისია, რომელიც ლიმიტირებულ რაოდენობაშია წარმოდგენილი. ამიტომ, ჩვენ ვურჩევთ ჩვენს მომხმარებლებს, თუ აქვთ 2021 წლის ქისი, განსაკუთრებული დღისთვის გადაინახონ“, - აღნიშნავს კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ზაზა ბოსტოღანაშვილი.
ასორტიმენტს ერთი ახალი გემო უკვე შეემატა. სამომავლოდ კი „ბოსტოღანა“ მაღალალკოჰოლური სასმლის წარმოებასაც გეგმავს.
"ჩვენ, როგორც ნამდვილი ქიზიყელები, სიჩქარეს არ ვეძალებით – ჩვენი საქმე შრომითა და გულმოდგინებით უნდა გაკეთდეს. წელს ჩვენს ასორტიმენტს უკვე შეემატა მწვანე კახური, ხოლო სამომავლოდ ვგეგმავთ მაღალალკოჰოლური სასმელების წარმოებასაც. თუმცა, ამ ყველაფერს დრო, შრომა და დიდი გარჯა სჭირდება. ჯერ საქმეს გავაკეთებთ, და მერე ამ ამბებსაც სიამოვნებით გაგიზიარებთ “, - განმარტავს კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ზაზა ბოსტოღანაშვილი.
კომპანიის მთავარი მიზანი ექსპორტზე გასვლაა. ამ მიზნისთვის კი „ბოსტოღანა“ აქტიურად მუშაობს.
„ჩვენი მთავარი მიზანი ექსპორტზე გასვლაა. „ბოსტოღანა“ უნდა იქცეს ბრენდად, რომელიც მსოფლიოს გააცნობს ქიზიყის მამაცურ და უდრეკ ხასიათს ისეთივე, როგორიც ჩვენს ღვინოშიც იგრძნობა. ჩვენ ვაგრძელებთ შრომას, რათა ეს მიზანი რეალობად ვაქციოთ და ქიზიყური ღვინის უნიკალური სული ფართოდ გავაცნოთ ადამიანებს“, - ამბობს კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ზაზა ბოსტოღანაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ღვინის კომპანია „ბოსტოღანამ“ 2021 წელს ტიბაანის მიკროზონაში მიიღო პირველი მოსავალი და იმავე წელს მომხმარებლებს შესთავაზა რეგიონისთვის დამახასიათებელი, ტრადიციული ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები: ქისი, რქაწითელი და საფერავი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.