"ბოსტოღანამ" საერთაშორისო გამოფენა EUROVINO 2026-ში მიიღო მონაწილეობა
კარლსრუეში გამართულ ორდღიან საერთაშორისო ღვინის გამოფენა EUROVINO 2026-ში წელს პირველად „ბოსტოღანამ“ მიიღო მონაწილეობა , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ნინი ბაშარულმა განუცხადა.
„კარლსრუეში გამართულ ორდღიან საერთაშორისო ღვინის გამოფენა EUROVINO 2026-ს წელს პირველად ჩვენც შევუერთდით.
ნაღდი ქიზიყური სული და გული არ დაგვიშურებია, რომ სტუმრებისთვის ქართული ღვინო გაგვეცნო და ჩვენი ტრადიცია გაგვეზიარებინა.

სამომავლოდ, კვლავ ვგეგმავთ მსგავს გამოფენებში მონაწილეობას, რაც, ხელს შეუწყობს ჩვენი კომპანიის ცნობადობის ზრდასა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებას “, - აცხადებს ნინი ბაშარული.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პროფესიულ გამოფენაზე იკრიბებიან იმპორტიორები, დისტრიბუტორები, სომელიეები და HoReCa სექტორის წარმომადგენლები მთელი ევროპიდან ავთენტური ღვინოებისა და ახალი პარტნიორობების ძიებაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.