Boxette Georgia-მ ახალი სერვისი, ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვები დაამატა
გადამზიდავი კომპანია Boxette Georgia ყოველწლიურად იზრდება და ფართოვდება. სულ ახლახან კომპანია არსებულ სერვისებს ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვების სერვისი დაამატა. როგორც Business Insider Georgia-სთან Boxette Georgia-ს დირექტორმა სოსო ჩხიკვაძემ განუცხადა, ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვებით ნივთი საქართველოში 18-27 დღეში ჩამოდის, ხოლო ტარიფი - $4.45/კგ.
„სტანდარტული ვადები კონკურენტებთან შედარებით ნაკლებია. ჩვენი სერვისები ზოგადად სისწრაფით გამოირჩევა. ანალოგიურად საკმაოდ სწრაფი გაქვს სახმელეთო გადაზიდვების სერვისი ჩინეთიდან. 18-დან 27 დღემდე ვადა სჭირდება ჩინეთიდან გამოგზავნიდან და მთელი პროცედურების დასრულებამდე, ვგულისხმობ ფილიალებში განაწილების ჩათვლით. ანუ მომხმარებლისთვის ეს ამანათები ხელმისაწვდომი გახდება 17-დან 28 დღის ვადაში. რაც შეეხება ამ მიმართულების პოპულარობას, ეს გამოწვეულია იმით, რომ ვადები საკმაოდ ადეკვატურია. საშუალოდ ამ ყველაფერს 23-24 დღე სჭირდება. ეს ვადა არის საკმაოდ მისაღები მათთვის ვისაც ძალიან არ ეჩქარება კონკრეტული ამანათი. ტარიფები არის დაახლოებით 60%-ით იაფი, ვიდრე არის ავიაგადაზიდვების პირობებში. სხვა ალტერნატივებს შორის, თუ შევადარებთ საჰაერო გადაზიდვებს, საზღვაო გადაზიდვებს, ან სარკინიგზო გადაზიდვებს აქ ვადებში იმხელა სხვაობაა, რაც მომხმარებელს აფიქრებინებს – ღირს თუ არა მიღებული ფინანსური ეკონომია. თუმცა საშუალოდ 10-დღიანი სხვაობა როგორც წესი ფასში იმხელა სხვაობას იძლევა, რომ ბევრი ადამიანი იხრება ამანათების სახმელეთო გზით ჩამოტანაზე. იმავდროულად მეორე ფაქტორი არის ის, რომ არის ბევრი პროდუქტი, რომლის ტრანსპორტირებაც საჰაერო ტრანსპორტით აკრძალულია. შესაბამისად სახმელეთო გადაზიდვები ამ მიზეზითაც უფრო პოპულარული ხდება“, - აცხადებს სოსო ჩხიკვაძე.
მიმდინარე წელი Boxette Georgia-სთვის საკმაოდ გამორჩეულია, რადგანაც კომპანიამ ამანათების გადამზიდი კომპანია Starling • სთარლინგ შეიძინა , რომელიც საქართველოში ამანათების ტრანსპორტირებას ახორციელებს ჩინეთიდან (საჰაერო და სახმელეთო გზით), თურქეთიდან და საბერძნეთიდან.
„მიმდინარე წელს ბევრი რამ შეიცვალა და მოხდა. დაახლოებით 4 თვის წინ კონკურენტი კომპანია შევისყიდეთ, რომელსაც თავისი მოცულობები ჰქონდა. ჰქონდა ათვისული ისეთი მიმართულებები, რომელიც მაშინ Boxette-ში არ გვქონდა. Starling-ის ბრენდი შენარჩუნდა და ახლა ერთი ბიზნეს ჯგუფის ნაწილი ვართ“, - აცხადებს Boxette Georgia-ს ხელმძღვანელი.
Boxette Georgia დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 5 ფილიას ფლობს და წლის ბოლომდე თბილისში (ვაკეში) კიდევ ერთი ფილიალის დამატებას აპირებს.
Boxette ქართული წარმოშობის საერთაშორისო ლოგისტიკური ბიზნეს ჯგუფია, რომელსაც გააჩნია ოფისები საქართველოში, უკრაინაში, უზბეკეთში, ამერიკაში, ჩინეთსა და თურქეთში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.