BPO ინდუსტრიაში რეკორდულად მოკლე დროში შევძელით კიდევ ერთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიის საქართველოში შემოყვანა - მიხეილ ხიდურელი
ჩვენი სააგენტოს აქტიური და ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, საერთაშორისო კომპანიასთან პირველი შეხვედრიდან ექვს თვეში შევძელით მისი დაინტერესება საქართველოთი და აქ ინვესტირება, რაც რეკორდულად მოკლე დროა ბიზნეს პროცესების დისტანციურად მიწოდების ინდუსტრიისთვის, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრიტანულმა კომპანია Hives CX-მა საქართველოში ინვესტირება და ოპერირების დაწყება გადაწყვიტა. მისივე განცხადებთ, კომპანია საქმიანობას რამდენიმე თვეში დაიწყებს.
„საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობა საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია. თუმცა, საქართველომ უკვე წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი BPO ინდუსტრიის მსოფლიო ბაზარზე. ის რომ, ქვეყანაში ოპერირებენ მსხვილი საერთაშორისო კომპანიები, როგორებიცაა „მეიჯორელი“, „კონსენტრიქსი“, „გირტეკა“ და სხვა, ინვესტორებისთვის სულ უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს. ამასთან, სტაბილური ეკონომიკური ვითარება, საინვესტიციო შეღავათები და პროფესიული კადრები დიდ გავლენას ახდენს უცხოელი ინვესტორების გადაწყვეტილებაზე, რომ საქმიანობა საქართველოში გააგრძელონ“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა
ბრიტანული კომპანია Hives CX ინვესტირებას ბიზნესი პროცესების დისტანციურად მიწოდების (BPO) დარგში განახორციელებს და IT სერვისების დისტანციურად მიწოდებასა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით იმუშავებს.
Hives CX-ის დირექტორის შერიფ კამელის თქმით, საქართველოში ინვესტირებით მას შემდეგ დაინტერესდა, როცა ექვსი თვის წინ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მოწვევით BPO სექტორის სხვა საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყანას ეწვია და აქ არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს გაეცნო.
შერიფ კამელი საქართველოს მეორედ გასულ კვირას სტუმრობდა „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით გამართულ BPO სექტორის სამიტზე, რომელსაც 15-მდე საერთაშორისო კომპანია ესწრებოდა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.