მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.5
0.0008
flag
AZN 1.575
-0.0011
flag
CNY 39.368
0.0001
flag
EUR 3.1146
-0.0055
flag
GBP 3.5759
-0.0079
flag
KZT 57.23
0.0015
flag
TRY 0.0587
-0.0001
flag
USD 2.6774
-0.0015
news banner

ბრატისლავას მიმართულების ამოქმედებით, ქუთაისის აეროპორტიდან პირველად გახდა შესაძლებელი საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა - ლევან მოსეშვილი

news image

სლოვაკეთის დედაქალაქსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ავიაკომპანია Wizz Air ბრატისლავა–ქუთაისი–ბრატისლავას მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში სამჯერ ასრულებს, ხოლო მარტიდან მეოთხე სიხშირეს დაამატებს.

პირველ საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ ოფიციალურ ღონისძიებას საქართველოში სლოვაკეთის ელჩი, მატუშ ბუშოვსკი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ლევან მოსეშვილი და DMO იმერეთის ხელმძღვანელი მარი დევიძე დაესწრნენ.

ლევან მოსეშვილის განცხადებით, აქამდე საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ სრულდებოდა და ბრატისლავა–ქუთაისის მიმართულება ამ კუთხით პირველ პირდაპირ საჰაერო კავშირს წარმოადგენს.

,,დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ევროპული მიმართულება - ბრატისლავა დაემატა. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ავიამიმართულებების დივერსიფიკაციის მიმართულებით და შედეგი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ Wizz Air-ს შორის წარმატებული თანამშრომლობისა. ამ მიმართულების ამოქმედებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველად გახდა შესაძლებელი საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა.

ახალი მიმართულება კიდევ უფრო გააძლიერებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის როლს რეგიონში და შექმნის დამატებით შესაძლებლობებს როგორც მგზავრებისთვის, ისე ტურიზმისა და ავიაციის განვითარებისთვის საქართველოში,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

პირველი რეისით ბრატისლავადან ქუთაისში 192 მგზავრი ჩამოფრინდა და 237 გაფრინდა. პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად

18.05.2026.18:34

„გადავასწრებ“, „გავძვრები“, „დამინახავს“, „დამითმობს“, „გამიძლებს“ - ხშირად ამ სიტყვებით იწყება გადაწყვეტილებები, რომლებიც გზაზე მძიმე შედეგებით სრულდება. სწორედ ამ იდეაზე ააგო „თეგეტა ჰოლდინგმა“ საგზაო უსაფრთხოების ახალი კამპანია: „უსაფრთხოებას ნუ ივარაუდებ - გაიარე მეტი უსაფრთხოდ“, რომელიც მაისის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატით გაიშლება და საზოგადოების ყურადღებას გზებზე პასუხისმგებლობიანი ქცევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს.

საგზაო უსაფრთხოება „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კომპანიაში ამ თემაზე მუშაობა წლებია, სისტემურად მიმდინარეობს. მათ შორის, „თეგეტა“ ყოველწლიურად უერთდება გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კამპანიას. 

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი:„თეგეტას კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უსაფრთხოებაა, განსაკუთრებით კი საგზაო უსაფრთხოების მხარდაჭერა. ეს კამპანიაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. გვინდა, საზოგადოებამდე მივიტანოთ სათქმელი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მძიმე შემთხვევების მაჩვენებლები იზრდება. 

წელს გადავწყვიტეთ, განსხვავებული და კრეატიული ფორმით შეგვეხსენებინა ადამიანებისთვის, რომ უსაფრთხოება არ უნდა ვივარაუდოთ. ყველაზე სახიფათო სწორედ ის სიტყვებია, რომლებიც გზაზე ხშირად გაგვიელვებს ხოლმე თავში: „გადავასწრებ“, „გავძვრები“ და ა.შ. ამიტომ ჩვენი მთავარი გზავნილიც არის - მეტი რომ გავიაროთ უსაფრთხოდ, უსაფრთხოება არ უნდა ვივარაუდოთ“.

კამპანიის კრეატიულ კონცეფციაზე სააგენტო Joyboy-მ იმუშავა. იდეა კი იმ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას ეფუძნება, რომელიც ბევრ მძღოლსა თუ ქვეითს აქვს - რომ კონკრეტული საფრთხე მათ არ შეეხებათ და გამონაკლისები სწორედ ისინი იქნებიან. ამის საპირისპიროდ კამპანიის მთავარი გზავნილია: „უსაფრთხოებას ნუ ივარაუდებ - გაიარე მეტი უსაფრთხოდ“.

კამპანია მრავალმხრივ აქტივობებს აერთიანებს - გზებზე განთავსებული ვიზუალური მესიჯებიდან და სპეციალურად შექმნილი ბილბორდებიდან დაწყებული, სოციალური მედიის კომუნიკაციებით, ვიდეორგოლებითა და სხვადასხვა ციფრული პლატფორმისთვის შექმნილი გზავნილებით დასრულებული. მთავარი მიზანი კი ერთია - ადამიანებს შეახსენოს, რომ საჭესთან თითოეული გადაწყვეტილება პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული.

გიორგი კვიტატიანიკრეატიული სააგენტო Joyboy-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი: „საგზაო უსაფრთხოების წესები პრაქტიკულად ყველამ იცის, თუმცა რეალურ მომენტებში ამ წესებს სათანადო ყურადღება ხშირად არ ეთმობა. ამიტომ გვინდოდა, რაც შეიძლება ღრმა ადამიანური სიმართლე გვეპოვა ამ პრობლემასთან მიმართებით და ისეთი კრეატიული გადაწყვეტა მოგვეძებნა, რომელიც ადამიანს გულგრილს ვერ დატოვებდა. სწორედ ასე მივედით იმ სიტყვებამდე, რომლებსაც ადამიანები ხშირად ცნობიერად თუ ქვეცნობიერად საკუთარ თავს ეუბნებიან -„დამითმობს“, „დამინახავს“. რეალურად ძალიან ბევრი საგზაო შემთხვევა სწორედ ამ სიტყვებით იწყება. კამპანიაში სიტყვები მხოლოდ ტექსტური ელემენტი არ არის - ისინი თავად იქცევიან იმ რისკის სიმბოლოდ, რომელსაც დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები ქმნის“.

ვიზუალებზე დამატებულია სტატისტიკაც, რომელიც ადამიანებს ახსენებს, რომ ეს შემთხვევები გამონაკლისს არ უშვებს და გზაზე პასუხისმგებლობა ყველას თანაბრად ეკისრება. კამპანიის ვიზუალური ნაწილი კონკრეტულ ფრაზებსა და მათ შედეგებს შორის კავშირს უსვამს ხაზს. მაგალითად, ერთ-ერთ გზავნილში გამოყენებულია სიტყვა „დამინახავს“, რომელსაც თან ახლავს შეტყობინება, რომ „ავტომობილის მართვისას მძღოლის ტვინი ინფორმაციის 50%-ს ვერ აღიქვამს“, ხოლო მთავარი მესიჯია - „უსაფრთხოებას ნუ ივარაუდებ“. კიდევ ერთი ვიზუალი სპეციალურად ტექნიკურ გაუმართაობას ეძღვნება და ეფუძნება სიტყვას „გამიძლებს“, რომელიც განსხვავებული კონცეფციით ავტომფლობელებს ისეთ რისკებზე მიუთითებს, როდესაც ავტომობილს გარეგნულად არაფერი ეტყობა, მფლობელები კი მიიჩნევენ, რომ ყველაფერი წესრიგშია, მაშინ როდესაც ყველაზე დიდ პრობლემებს მანქანის „შინაგანი“ გაუმართაობა ქმნის. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველი მეათე ავარიის მიზეზი მანქანის ტექნიკური გაუმართაობაა. სხვა ვიზუალებში გამოყენებული სიტყვებიც - „დამითმობს“, „გავძვრები“ და „გადავასწრებ“ კონკრეტულ საგზაო რისკებსა და რეალურ ფაქტებთან არის დაკავშირებული.

კამპანია „ვოლვო ქარ კავკასიას“ მხარდაჭერით მიმდინარეობს - შვედური ბრენდის, რომლის ძირითადი ღირებულება უსაფრთხოებაა და ამ მიმართულებით მაღალი სტანდარტებითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. 

ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიას“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „მიუხედავად იმისა, რომ Volvo მუდმივად იკვლევს ავარიების გამომწვევ მიზეზებს და ყოველ ახალ მოდელში უსაფრთხოების კიდევ უფრო განვითარებულ ტექნოლოგიებს ნერგავს, რომლებიც კამერებისა და რადარის დახმარებით საფრთხის წინასწარ ამოცნობასა და შეჯახების პრევენციაზე მუშაობს, უსაფრთხოების მთავარი საფუძველი მაინც ადამიანის პასუხისმგებლობა რჩება. თანამედროვე ტექნოლოგიებს შეუძლია რისკების შემცირება და კრიტიკულ მომენტებში დახმარება, თუმცა ვერცერთი სისტემა ვერ ჩაანაცვლებს მძღოლისა და ქვეითის გააზრებულ გადაწყვეტილებებს გზაზე. ამიტომაც უსაფრთხოება არ უნდა ვივარაუდოთ - ის ყოველდღიური პასუხისმგებლობაა”.

სწორედ ამიტომ, კამპანიის ფარგლებში, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში მისული პირველი 100 მომხმარებელი სავალი ნაწილის უფასოდ შემოწმებას შეძლებს, რათა დარწმუნდეს, რომ მისი ავტომობილი ტექნიკურად სრულად გამართული და უსაფრთხოა. ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში კი ავტომობილის შეკეთებაში მათ მაღალკვალიფიციური პროფესიონალები დაეხმარებიან. კამპანიის მხარდამჭერია საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებელი ბრენდი Shell-იც, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა მოტორსია“.

„თეგეტა ჰოლდინგი“ 30 წელზე მეტია, მომხმარებლებს საერთაშორისო სტანდარტებისა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდების პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს. თუმცა კომპანიისთვის უსაფრთხოება მხოლოდ ტექნიკური გამართულობით არ შემოიფარგლება. „თეგეტაში“ მიაჩნიათ, რომ საგზაო უსაფრთხოების კულტურის დანერგვა მძღოლებისა და ქვეითების პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ კომპანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასა და უსაფრთხო ქცევის ხელშეწყობას სხვადასხვა სოციალური კამპანიითა და საგანმანათლებლო ინიციატივით ცდილობს. „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ კი ამ მიმართულებით კიდევ ერთი მცდელობაა, საზოგადოებას შეახსენოს, რომ გზაზე თითოეულ გადაწყვეტილებას მნიშვნელობა აქვს.

თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა