ბრაზილიაში ქათმის გრიპია, შეჩერდება თუ არა საქართველოში ხორც-პროდუქტების იმპორტი
გაყინული ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტიორებს ბრაზილიიდან, იმპორტის შეჩერების თაობაზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
როგორც კომპანია ,,დუს" დამფუძნებელი Business Insider Georgia- თან ამბობს, ამ ეტაპზე საკმარისი მარაგი აქვთ და უახლოეს პერიოდში ბრაზილიიდან ქათმის ხორცის იმპორტი არ დაუგეგმავთ.
„ქათმის ხორცის ბოლო პარტიის იმპორტი ბრაზილიიდან სულ ცოტა ხნის წინ განვახორციელეთ და არანაირი პრობლემა არ შექმნილა. პარტნიორებთან ჩვეულებრივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ. ინფორმაცია არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება იმპორტი შეიზღუდოს ან აიკრძალოს.
თუკი სექტორი ასეთი რეალობის წინაშე დადგება, კომპანიებს ალტერნატიულ ბაზრებზე მოუწევთ გადამისამართება. ვფიქრობთ, ეს მოკლევადიან პერიოდში ფასებზე გავლენას ვერ მოახდენს.
თუმცა, თუკი ბრაზილია გააჩერებს ამ პროდუქტის ექსპორტს, უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემა მოსალოდნელია ფასის კუთხით. ცხადია, ძირითადი მწარმოებელი ქვეყნის ბაზარზე შექმნილი სიტუაცია მარაგებზე ნეგატიურად იმოქმედებს, რაც საბოლოოდ პროდუქტის ღირებულებაზე აისახება", - ამბობს ,,დუს" ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, ბრაზილია საქართველოსთვის გაყინული ქათმის ხორცის ერთ-ერთი ძირითად მომწოდებელია, რომელზეც ბაზრის თითქმის მეოთხედი მოდის.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, 2023 წლის იანვარ-აპრილში ბრაზილიიდან ქათმის ხორცის იმპორტმა 4 168 ტონა შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში საქართველომ უცხოეთში ჯამში 17 617 ტონა გაყინული ფრინველის ხორცი შეიძინა.
რაც შეეხება სხვა ბაზრებს, ფრინველის ხორცის იმპორტში მეორე ადგილზეა თურქეთი- 2 923 ტონა; მესამეზე ჩინეთი- 2 244 ტონა; ხუთეულში შედიან: აშშ -1 502 ტონით და ნიდერლანდები - 2 015 ტონით;
ცნობისთვის, ბრაზილიამ გარეული ფრინველის გრიპის რამდენიმე შემთხვევის დაფიქსირების გამო, ქვეყანაში ექვსთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.