მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214
-0.0003
flag
AZN 1.5646
-0.0005
flag
CNY 39.23
-0.0061
flag
EUR 3.0723
-0.0056
flag
GBP 3.5619
-0.0024
flag
KZT 54.49
-0.0004
flag
TRY 0.0576
-0.0001
flag
USD 2.6593
-0.0014
news banner

ბრენდებისადმი მიჯაჭვულობა რთული მისაღწევია - დავით ბირმანი

news image
mbc image

არის მრავალმილიონიანი კომპანიები, რომელთა შესახებ ქვეყანამ ძალიან ცოტა იცის, სწორედ იმიტომ, რომ  ამ მიმართულებით არ მუშაობენ, არ ჰყავთ შესაბამისი კადრები და საკუთარ თავს სწორად ვერ წარადგენენ, - ამის შესახებ მარკეტერმა, დავით ბირმანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ახალი შესაძლებლობების ფონზე, მცირე გუნდებით მუშაობა ბევრ შემთხვევაში ეფექტიანი შეიძლება იყოს, თუმცა მარკეტინგში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა გუნდის ზომას, არამედ იმაზე, რამდენად შეესაბამება რესურსები და შემოქმედებით პროდუქტზე გაწეული ხარჯები კამპანიის საერთო ბიუჯეტსა და მასშტაბს.

„შეიძლება განთავსების ბიუჯეტი 100 000 იყოს, ხოლო მის წარმოებაზე 1000 დოლარი ან 3000 ლარი იხარჯებოდეს, ხომ? შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ვინც უნდა იყოს გუნდში, ეს გუნდი ხარჯების თანაზომადი უნდა იყოს. არ შეიძლება, რამდენიმე ასეულათასიან ხარჯს ეწეოდე ისე, რომ მეორე მხარეს არავინ გყავდეს, ხომ? ანუ, ეს თანაფარდობა სწორ პროპორციაში უნდა იყოს.

შესაბამისად, რაც უფრო დიდია კომპანია, მით უფრო მეტად უნდა ეტყობოდეს ეს გუნდს და აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ Aხლა დამსაქმებელი გავხდე დიდი მაინცდამაინც და მაგისთვის ავიყვანო ეს ხალხი. მათ უკან ფუნქციები დგას, რომელთა შესრულებაც უმნიშვნელოვანესია - მე მქონია ისეთი შემთხვევები, როდესაც მრავალმილიონიანი კომპანიები არიან, რომელთა შესახებაც ძალიან ცუდად იცის ქვეყანამ სწორედ იმიტომ, რომ ისინი არ მუშაობენ ამაზე, არ ჰყავთ შესაბამისი კადრები და ვერ წარადგენენ თავს სწორად,  მარკეტინგის ამ პატარა ნაწილზე რომ დავკონცენტრირდეთ კიდევ. 

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდი იყოს სწორად შერჩეული. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს გუნდი სწორად უნდა იყოს ინტეგრირებული კომპანიის სტრუქტურაში ანუ, არ იყოს ჩაკარგული, არ ჰქონდეს შეზღუდული წვდომა ხელმძღვანელებთან, დამფუძნებლებთან და ასე შემდეგ. მოკლედ, საჭიროა ძალიან მჭიდრო ორმხრივი კომუნიკაცია“, - აცხადებს დავით ბირმანი.

მისივე განმარტებით, მომხმარებლების ქცევის ცვლილებასთან ადაპტირება ბიზნესებისთვის აუცილებლობად იქცა, რადგან მომხმარებელთა ლოიალობა შემცირებულია, არჩევანის შესაძლებლობები კი გაფართოებული, რის გამოც ისინი სულ უფრო ხშირად ეძებენ მათთვის ყველაზე ხელსაყრელ პროდუქტსა თუ სერვისს.

„ჩემი აზრით, ვინც არ ადაპტირდება, იმას ეკონომიკურ შედეგებზეც ეტყობა ხოლმე მერე. ანუ აუცილებლად ადაპტირდებიან კომპანიები მომხმარებლის ქცევაზე. რაც შეეხება იმას, როგორია მომხმარებელი დღეს, ჩემი აზრით ლოიალობა არის დაკლებული, ანუ ბევრად ნაკლებად არის მომხმარებელი, ასე ვთქვათ, რეგულარულ ქცევაზე ორიენტირებული და ყოველ ჯერზე ცდილობს, რომ მისთვის ხელსაყრელი იპოვოს. ასევე რძალიან გახსნილია საზღვრები და შესაბამისად არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც ერთ კონკრეტულ მაღაზიაში ან ერთ კონკრეტულ მომწოდებელთან მივიდეს. პლუს ეს ეხება არა მარტო პროდუქტის მომწოდებელს, ასევე სერვისის მომწოდებლებზე. ანუ ძალიან ბევრი პლატფორმა არის, რომელიც საშუალებას გაძლევს, რომ ყოველ ჯერზე ხელახლა მიიღო გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილების წონა აღარ არის ისეთი მძიმე. ანუ ყოველ ჯერზე შეიძლება, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს ხელახალი. შესაბამისად ბრენდებისადმი მიჯაჭვულობაც ბევრად უფრო რთული მისაღწევია. მაგრამ მომხმარებელი ყოველ ჯერზე, როგორც იტყვიან, მასზე მასიურად მორგებულ წინადადებებს ელის, ამიტომ ბრენდებისთვის სულ უფრო და უფრო რთული ხდება გრძელვადიანი ლოიალობის უზრუნველყოფა“, - აცხადებს ბირმანი.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი

10.06.2026.19:00

Kursi.ge-მ, საქართველოს ციფრულმა ვალუტის კონვერტაციის პლატფორმამ, დაფინანსება მოიზიდა Symbiotics-ისგან - გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების წამყვანი შვეიცარული პლატფორმისგან, რომელიც განვითარებადი და საზღვრისპირა ეკონომიკების კერძო ბაზრებზე საქმიანობს.

ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ეტაპია Kursi.ge-სთვის, რადგან წარმოადგენს კომპანიის პირველ დაფინანსების შეთანხმებას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან. ამავდროულად, იგი ასახავს საერთაშორისო ნდობის ზრდას საქართველოს ფინტექ სექტორისა და იმ ციფრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებიც მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომობას, ეფექტიანობასა და გამჭვირვალობას აუმჯობესებს.

Symbiotics-ს აქვს ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის ბანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და სხვა სტრუქტურებთან, რომლებიც ფინანსურ ინკლუზიასა და ეკონომიკურ განვითარებას უწყობენ ხელს განვითარებად ბაზრებზე. აღნიშნული გარიგების შედეგად, Kursi.ge გახდა ერთ-ერთი ფინტექ კომპანია, რომელიც Symbiotics-ის პარტნიორთა ქსელს შეუერთდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ფინანსური პლატფორმების მზარდ როლს თანამედროვე ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებაში.

Kursi.ge-სთვის მოზიდული დაფინანსება ხელს შეუწყობს კომპანიის შემდგომ ზრდას და გააძლიერებს მის შესაძლებლობას, ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს საქართველოში შესთავაზოს სწრაფი, კომფორტული და კონკურენტული ონლაინ ვალუტის კონვერტაციის სერვისი. შეთანხმებას ხელი ჟენევაში, 2026 წლის 02 ივნისს, მოეწერა.

„ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია Kursi.ge-ს განვითარების გზაზე,“ — განაცხადა გიორგი აგლაძემ, Kursi.ge-ს თანადამფუძნებელმა. „ჩვენთვის ეს მხოლოდ დაფინანსების შეთანხმება არ არის - ეს არის გამოცდილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან ნდობის ძლიერი გამოხატულება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ციფრული ფინანსური პლატფორმები საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებენ და ინსტიტუციური პარტნიორების მოზიდვა შეუძლიათ.

„მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ Kursi.ge-სთან და მხარს ვუჭერთ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ფინანსური სერვისების განვითარებას საქართველოში,“ - განაცხადა Symbiotics-ის კავკასიის რეგიონულმა მენეჯერმა ალექსანდრ ფანდომ.„ეს გარიგება სრულად შეესაბამება ჩვენს მისიას - მხარი დავუჭიროთ ინოვაციურ კომპანიებს, რომლებიც ამცირებენ ფინანსური ტრანზაქციების ღირებულებას და ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით აფართოებენ უცხოური ვალუტის გაცვლის სერვისებზე წვდომას. უკვე 150 000-ზე მეტი მომხმარებლის მომსახურებით, Kursi.ge ამ სერვისებს საქართველოს მასშტაბით უფრო ხელმისაწვდომსა და ეკონომიურს ხდის.

აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია Kursi.ge-ს ტრანსფორმაციის პროცესში - სწრაფად მზარდი ადგილობრივი ფინტექ პლატფორმიდან საერთაშორისო აღიარების მქონე ფინანსურ-ტექნოლოგიურ კომპანიად. ამასთან, იგი კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის პოზიციას, როგორც სანდო ციფრული ალტერნატივის ვალუტის კონვერტაციის ბაზარზე.

Kursi.ge-ს შესახებ

Kursi.ge არის ქართული ვალუტის კონვერტაციის პლატფორმა, რომელიც ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს საშუალებას აძლევს, თანხა ონლაინ, კონკურენტული კურსით გადაცვალონ. კომპანია ორიენტირებულია ტრადიციული ვალუტის გადამცვლელი არხების სწრაფი, მარტივი და გამჭვირვალე ალტერნატივის შექმნაზე.

Symbiotics-ის შესახებ

Symbiotics არის გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების წამყვანი შვეიცარული პლატფორმა, რომელიც განვითარებადი და საზღვრისპირა ეკონომიკების კერძო ბაზრებზე საქმიანობს. ჯგუფი მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო, აქტივების მართვისა და შესაძლებლობების განვითარების სერვისებს.

2005 წლიდან დღემდე Symbiotics-მა განახორციელა 9 300-ზე მეტი ინვესტიცია, რომელთა საერთო მოცულობა 11.8 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. ინვესტიციები განხორციელებულია 99 ქვეყანაში მოქმედ 664 კომპანიაში. კომპანია მართავს 2.5 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის პორტფელს, რომელიც 19 ფონდსა და მანდატზეა გადანაწილებული.

ამასთან, Symbiotics-ის პორტფელში შემავალმა კომპანიებმა ისარგებლეს 170-ზე მეტი ტექნიკური დახმარების პროექტით, რომელთა ჯამური ღირებულება 19 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა