ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
თიბისი ბავშვთა საერთაშორისო დღეს სპეციალური ქეშბექ შეთავაზებებით ხვდება. ბანკი, რომელიც მუდმივად მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს ქმნის, მისი ბარათების მფლობელებს წელსაც განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს.
1 ივნისს, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ კვების ობიექტში, თიბისის პოს-ტერმინალზე მოსწავლის ბარათით გადახდისას, მომხმარებლები გადახდილი თანხის 50%-ს მომენტალურად დაიბრუნებენ- ჯამში მაქსიმუმ 20 ლარს.
ქეშბექ შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ ფიზიკურ ობიექტებში და სარგებლობისთვის აუცილებელია მოსწავლემ გაიაქტიუროს ის საკუთარი მობაილბანკიდან. შეთავაზების პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს.
31 მაისიდან - 1 ივნისის ჩათვლით, ახალი თიბისი ბარათის ან ერთგული საკრედიტო ბარათის მფლობელები პარტნიორ ობიექტებში გადახდილი თანხის 30%-ს, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს მომენტალურად დაიბრუნებენ (სარგებლობისთვის შეთავაზება უნდა გაააქტიუროთ მობაილბანკში). ახალი კონცეპტ ბარათების ან ერთგული ბარათის მფლობელები კი, 30%-ს, ჯამში მაქსიმუმ 200 ლარს.
შეთავაზება ვრცელდება, როგორც ძველ ისე განახლებულ ერთგულ საკრედიტო ბარათებზე.
ქეშბექ შეთავაზება მოქმედებს თიბისის პოს-ტერმინალზე ან გადახდის არხით გადახდისას.
პარტნიორი ობიექტები:
ბებე+, ოკაიდი, ჟაკადი, ბამბინო, ავ-ლაბი, სკარპიერა, ბატა, რიფლეი, აისიარ სპორტი, აისიარ თრეიდი, კორსო იტალია, Carter’s, Wortmann, New balance, Pancho, Espacho, Cool Club, OVS, penti, Carpisa, Mini land, Matalan, ENGLISH HOME, babystep.ge, XS toys, პეპელა, ბიბლუსი, bubabu, Kidsspot, Yoyoso.
შეთავაზების პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს.
31 მაისსა და 1 ივნისს, სითი მოლი საბურთალოს ან სითი მოლი გლდანის შერჩეულ ობიექტებში, თიბისი კონცეპტ Visa სადებეტო ბარათებით გადახდისას, მომხმარებლები სხვადასხვა შეთავაზებებით ისარგებლებენ:
მხოლოდ 31 მაისს- დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 30% ულიმიტოდ და მომენტალურად შემდეგ ობიექტებში:
Adidas, Afflelou Paris, Atelier Rebul, United Colors Of Benetton, Body Shop, Casio, Collectors, Cosmo, Crocs, Crystal, Eshvi, Exquise Cosmetics, Felino Milano, Flormar, Franco Fontana, Giordano, JYSK, JB Martin, Keddo, Kiko Milano, Kura-kura, *Lutecia, MAC, Mango, Mango Kids, Miniso, More Beauty, Pandora, Pendant, Puma, Remember, Salamander, Sergent Major, Sisley, Swarovski, TI’ME, TOUS, Toreli, Top Sport, Tresor, Under Armour, Velvet & Vivid, **Voulez-Vous, Wortmann, Yves Rocher, Zag, Zippy
ასევე, მხოლოდ 31 მაისს, მხოლოდ სითი მოლების „ელიტ“-ისა და „iSpace“-ის ფილიალებში, დაიბრუნებთ გადახდილი თანხის 20%-ს, ჯამში მაქსიმუმ 500 ლარი. “ელიტ”-ის შემთხვევაში, შეთავაზება არ გავრცელდება ტელეფონებზე.
მხოლოდ 1 ივნისს - დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 40% ულიმიტოდ და მომენტალურად შემდეგ ობიექტებში:
100% Bamba, Le Monde, Cinnabon, Food & Market, Yakudza, Maizen, Paul, Ska, Tolia, Tutto Bene
31 მაისს და 1 ივნისს- Magic city- ში გადახდილი თანხის 40% ულიმიტოდ დაგიბრუნდებათ.
ქეშბექით სარგებლობისთვის გადახდა უნდა განხორციელდეს ფიზიკურ ობიექტში, თიბისის პოს-ტერმინალზე.
შეთავაზების პირობებისა და გამონაკლისების სანახავად ეწვიეთ ბმულს.
მომხმარებელთა ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისი ბარათების აღება და გააქტიურება მობაილბანკიდან წამებშია შესაძლებელი- ფილიალებში მისვლისა და ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე.
სხვა სიახლეები
Visionary Tbilisi - ბრენდი, რომელმაც luxury eyewear კულტურას საქართველოში ახალი ფორმა მისცა
28.05.2026.12:00
Visionary Tbilisi პრემიუმ eyewear სივრცეა, რომელიც 2025 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ფოკუსირებულია ლუქს და კოლექციურ სათვალეებზე. პრემიუმ eyewear კულტურაზე, თანამედროვე luxury ტენდენციებსა და იმ ცვლილებებზე, რომლებიც ბოლო წლებში ქართულ ბაზარზე გამოიკვეთა, Business Insider Georgia Visionary Tbilisi-ის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და CEO-ს, მარიამ დოლიძეს ესაუბრა.
Visionary Tbilisi საკმაოდ განსხვავებული კონცეფციით ოპერირებს ქართულ ბაზარზე - როგორ დაიბადა ბრენდის ისტორია და რა არის თქვენი საქმიანობის მთავარი სპეციფიკა?
Visionary Tbilisi შეიქმნა იდეით, რომ სათვალე მხოლოდ პრაქტიკული ნივთი არ არის - ის ადამიანის იდენტობის, სტილისა და თვითგამოხატვის ნაწილია.
გვინდოდა საქართველოში შეგვექმნა სივრცე, სადაც ადამიანი სათვალეს ისე აირჩევდა, როგორც საათს, სამკაულს ან ხელოვნების ნიმუშს.
თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა კონცეფცია, რომელიც სრულიად განსხვავებული იქნებოდა ტრადიციული ოპტიკებისგან. ჩვენთვის მთავარი არასოდეს ყოფილა მასობრივი გაყიდვები ან აგრესიული მარკეტინგი. პირიქით, Visionary თავიდანვე შეიქმნა პრინციპით „if you know, you know“.
ჩვენ არ ვართ ყველგან წარმოდგენილები - დღეს Visionary-ის ძირითადი ფიზიკური სივრცე Boygars-შია, ხოლო HILLS წარმოდგენილია Drops By Boygars-ის სივრცეში. ადამიანი, ვისთვისაც სათვალე უბრალოდ აქსესუარი არ არის და მისთვის ინდივიდუალიზმის გამოხატულებაა, საბოლოოდ აუცილებლად გვპოულობს.

თავიდან ბევრს უჭირდა დაეჯერებინა, რომ საქართველოში არსებობდა აუდიტორია, რომელიც სათვალეში რამდენიმე ათასი დოლარის გადახდას გადაწყვეტდა. თუმცა ძალიან სწრაფად გამოჩნდა, რომ ადამიანებს უნდათ არა უბრალოდ ბრენდი, არამედ უნიკალური ნივთი, რომელსაც ისტორია, ხარისხი და ღირებულება აქვს.
დღეს უკვე აშკარაა, რომ luxury eyewear ბევრისთვის უბრალოდ ნივთი აღარ არის - ეს არის ინვესტიცია, საკოლექციო ნამუშევარი და პიროვნული სტილის ნაწილი.
რა ტიპის პროდუქციისა და საერთაშორისო ბრენდების ერთიანობას სთავაზობს კომპანია მომხმარებელს და რა კრიტერიუმებით არჩევთ პარტნიორ ბრენდებს?
Visionary Tbilisi აერთიანებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და იშვიათ eyewear ბრენდებს, რომლებიც გამოირჩევიან craftsmanship-ით, შეზღუდული გამოშვებებითა და ძლიერი იდენტობით.
მაგალითად, Jacques Marie Mage დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და საკოლექციო eyewear ბრენდად ითვლება. ბრენდი 2014 წელს ლოს-ანჯელესში დააარსა ფრანგმა დიზაინერმა Jérôme Mage-მა, რომელმაც ამერიკული კულტურა, ფრანგული ესთეტიკა და იაპონური craftsmanship გააერთიანა.

JMM-ის პრაქტიკულად ყველა მოდელი ლიმიტირებული წარმოებისაა, დანომრილია და მცირე რაოდენობით გამოდის - ხშირად მხოლოდ 150, 300 ან 500 ცალი მსოფლიო მასშტაბით. არსებობს მოდელებიც, რომლებიც ფაქტობრივად ერთეულ ნამუშევრებს წარმოადგენს.
ბრენდის სათვალეებს ატარებენ Brad Pitt, Jacob Elordi, Charles Leclerc, Rihanna, Timothée Chalamet, Jeff Goldblum, Beyoncé, Drake და David Beckham.
ხშირად ხდება, რომ კონკრეტული Jacques Marie Mage მოდელი მსოფლიო მასშტაბით სრულად იყიდება რამდენიმე წუთში და მისი მოპოვება თითქმის შეუძლებელი ხდება.
ჩვენ რეგულარულად დავდივართ მილანსა და პარიზში ბრენდებთან შესახვედრად, ახალი კოლექციებისა და მოდელების შესარჩევად. ბევრი შეკვეთის მიღებას თვეები სჭირდება, ზოგჯერ წელიწადიც.
ეს სფერო დიდწილად ნდობასა და ურთიერთობებზე დგას. წლების განმავლობაში შევქმენით ძლიერი კავშირები ბრენდებთან და დღეს Visionary პრაქტიკულად ერთადერთი fashion retailer-ია რეგიონში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, რომელსაც ასეთ ბრენდებთან პირდაპირი ურთიერთობები და წვდომა აქვს.
DITA ცნობილია უმაღლესი ხარისხის ტიტანითა და იაპონური წარმოებით. SATO გამოირჩევა იაპონური ესთეტიკითა და არქიტექტურული ფორმებით, ხოლო T HENRI - ექსკლუზიურობითა და ხელით დამუშავებული დეტალებით.

ასევე წარმოდგენილია HILLS - შედარებით უფრო ხელმისაწვდომი, თუმცა ძალიან მაღალი ხარისხისა და გამორჩეული დიზაინის მქონე eyewear ბრენდი, რომელიც საქართველოში Drops By Boygars-ის სივრცეშია წარმოდგენილი.
ასევე ძალიან საინტერესოა ის ცვლილება, რაც ბოლო წლებში ზოგადად eyewear ინდუსტრიაში ხდება. niche eyewear კულტურა ახალი არ არის - ბრენდები, როგორიცაა MOSCOT, Cutler and Gross ან Oliver Peoples, უკვე ათწლეულებია არსებობენ.
თუმცა დღეს სულ უფრო მეტად ჩნდება დამოუკიდებელი eyewear houses და სპეციალიზებული ბრენდები, რომლებიც მთლიანად ამ მიმართულებაზე არიან კონცენტრირებულები. ბევრი მათგანი მიზანმიმართულად არ მუშაობს მასობრივ დისტრიბუციაზე - ისინი ფრთხილად არჩევენ პარტნიორებს, აკონტროლებენ stock-ს და ინარჩუნებენ rarity-სა და craftsmanship-ს.
სწორედ ამიტომ გახდა ასეთი მოთხოვნადი დამოუკიდებელი eyewear houses, როგორიცაა Jacques Marie Mage, DITA და სხვა niche ბრენდები.

როგორ შეაფასებდით საქართველოში პრემიუმ eyewear სეგმენტს და როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნები ბოლო პერიოდში?
ბოლო წლებში საქართველოში ძალიან საინტერესო ცვლილება დავინახეთ. შეიცვალა არა მხოლოდ გემოვნება, არამედ ზოგადად ხარჯვის კულტურა.
ვფიქრობთ, თბილისში ჩამოყალიბდა აუდიტორია, რომელიც უფრო მეტად აფასებს დიზაინს, არქიტექტურას, fashion culture-სა და craftsmanship-ს.
ადრე luxury ბევრისთვის მხოლოდ ლოგოსთან ასოცირდებოდა, დღეს კი ადამიანები ნაკლებად ყიდულობენ უბრალოდ ბრენდს და უფრო მეტად ეძებენ ნივთს, რომელსაც ხასიათი, ისტორია და ხანგრძლივი ღირებულება აქვს.

სწორედ ამიტომ გაიზარდა ინტერესი ისეთი ბრენდების მიმართ, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით იწარმოება და რომელთა მოპოვებაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშიც კი რთულია.
დღეს ადამიანები ფულს უფრო გააზრებულად ხარჯავენ - მათ უნდათ ინვესტიცია გააკეთონ ნივთში, რომელსაც ექნება ისტორია, ხარისხი და ემოციური ღირებულება.
ასევე საინტერესო იყო იმის დანახვა, რომ რეალურად ჩვენ არ ვართ პირდაპირ კონკურენციაში მასობრივ eyewear ბრენდებთან. Visionary-ის მომხმარებელი სხვა რამეს ეძებს - იშვიათობას, craftsmanship-ს, ისტორიას, ინდივიდუალიზმს და იმ განცდას, რომ მის მიერ არჩეული ნივთი უნიკალურია.
რა არის Visionary Tbilisi-ს მთავარი კონკურენტული უპირატესობა და რა გამოარჩევს ბრენდს ბაზარზე?
ჩვენი მთავარი განსხვავება არის კურაცია და ფილოსოფია.
Visionary არ ცდილობს იყოს ყველასთვის. ჩვენ არ ვმუშაობთ აგრესიული მარკეტინგით და არ გვაქვს მიზანი ვიყოთ მასობრივი. ჩვენი ბრენდებიც სწორედ ასეთ პრინციპებზე დგანან - ისინი არ ქმნიან პროდუქტს ყველასთვის, არამედ ადამიანებისთვის, ვინც აფასებს დიზაინს, craftsmanship-სა და ინდივიდუალიზმს.
სწორედ ამიტომ ჩვენი აუდიტორია ძალიან ორგანულად ყალიბდება. ადამიანი, ვინც ასეთ ნივთებს ეძებს, საბოლოოდ მაინც გვპოულობს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია Boygars-თან თანამშრომლობა, რადგან ეს სივრცე იდეალურად ეხმიანება Visionary-ის ესთეტიკასა და მომხმარებლის გამოცდილებას.
რა მიმართულებებზე მუშაობთ ამ ეტაპზე და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?
ამ ეტაპზე Visionary აქტიურად მუშაობს ახალი საერთაშორისო პარტნიორობების განვითარებაზე, ბრენდების გაფართოებაზე და საქართველოში eyewear კულტურის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.
ჩვენ გვინდა Visionary ეტაპობრივად გადაიქცეს არა მხოლოდ eyewear მიმართულებად, არამედ თანამედროვე luxury lifestyle პლატფორმად, რომელიც აერთიანებს დიზაინს, მოდას, კულტურასა და ესთეტიკას.
სამომავლოდ ვგეგმავთ ახალი ფორმატების შექმნას, განსაკუთრებულ კოლაბორაციებსა და საერთაშორისო მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურ განვითარებას.

ჩვენი მიზანია Visionary Tbilisi გახდეს ადგილი, რომელიც რეგიონში luxury eyewear კულტურის ერთ-ერთ მთავარ სახელად აღიქმება - სივრცე, სადაც თითოეული ნივთი ისტორიას, ხასიათსა და ინდივიდუალიზმს ატარებს.