ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე - დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად მათ სარგებელსა და საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს უმზადებს, განსაკუთრებით კი, გაზაფხულის პერიოდში. ამჯერად, ბანკმა ფეხბურთის მოყვარულებზე იზრუნა და Mastercard-თან ერთად, დაუვიწყარი საჩუქრის მოპოვების შესაძლებლობა მისცა.
23 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, ახალი თიბისი MasterCard ბარათით ან ახალი თიბისი კონცეპტ MasterCard ბარათებით ნებისმიერ უცხოურ ვებგვერდზე რაოდენობრივად ყველაზე მეტი გადახდის შესრულების შემთხვევაში, საჩუქრად გადმოგეცემათ ორკაციანი საგზური უეფას ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლის ფინალზე, რომელიც 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება.
გათამაშების დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ბანკი გამოავლენს 6 გამარჯვებულს (ვისაც 23 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ექნება რაოდენობრივად ყველაზე მეტი ტრანზაქცია განხორციელებული) და თითოეული მათგანი მიიღებს 2 ბილეთს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალზე.
საგზური მოიცავს:
გათამაშების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.
ახალი თიბისი ბარათით, რომელიც 1 წლის წინ, მომხმარებელთა ყოველდღიურობის გასამარტივებლად შეიქმნა, უკვე 1 მილიონი მომხმარებელი სარგებლობს, რაც მას საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად ყოველდღიურ საბანკო ბარათად აქცევს.
მომხმარებლებისთვის ბარათის მთავარი უპირატესობები- მოქნილი ციფრული გამოცდილება, პროდუქტის მარტივი გამოყენებადობა და მომენტალური ქეშბექია, რაც ყოველდღიური ბანკინგის ახალ სტანდარტად იქცა.
ახალი თიბისი ბარათების აღება 25 წამში, მობაილბანკიდან არის შესაძლებელი, გამოყენება კი მომენტალურად, ციფრულ საფულეში დამატებისთანავე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფოსტა საერთაშორისო საფოსტო ბიზნეს ფორუმში მონაწილეობს
11.09.2026.19:48
საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე PostEurop-ისა და PUASP-ის მიერ ორგანიზებულ საფოსტო სექტორის საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 10 - 11 სექტემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმართება.
ღონისძიება საფოსტო სექტორის წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონიდან აერთიანებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საერთაშორისო თანამშრომლობისგაძლიერებისა და საფოსტო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საფოსტო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის, ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებსა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს.
„საქართველოს ფოსტის მონაწილეობა საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებებში მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ისე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის თვალსაზრისით. მსგავსი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ საფოსტო ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს, გავუზიაროთ პარტნიორებს ჩვენი გამოცდილება და ერთად ვიმსჯელოთ სექტორის განვითარების სამომავლო გეგმებზე“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ.