მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

BIZU - ქართული სამკაულების ბრენდი, რომელმაც პირველივე წელს შექმნა საკუთარი ხელწერა და სტანდარტი

news image
mbc image

BIZU არის პრემიუმ ხარისხის ქართული სამკაულების ბრენდი, რომელიც აერთიანებს ფრანგული დიზაინის ესთეტიკას და ქართულ ტრადიციებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებლებს ანუშკა ხაჩიძესა და სალომე კაპანაძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სფეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

BIZU არის პრემიუმ ხარისხის ქართული სამკაულების ბრენდი, რომელიც აერთიანებს ფრანგული დიზაინის ესთეტიკას და ქართულ ხელნაკეთ ტრადიციებს. კომპანია დაარსდა იმ იდეით, რომ შექმნილიყო თანამედროვე, დახვეწილი და ამავდროულად, ხელმისაწვდომი სამკაულების ხაზი, რომელიც გამოხატავს ინდივიდუალობასა და სტილს.

BIZU ოპერირებს ქართულ ბაზარზე და დღეს უკვე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ცნობად ბრენდად ითვლება. პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს ბეჭდებს, საყურეებს, სამაჯურებსა და ყელსაბამის ხაზს, რომლებიც შექმნილია მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისა და მინანქრის გამოყენებით.

ბრენდის მთავარი მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს დიზაინი, რომელიც აერთიანებს ელეგანტურობას, ფერთა გამის მდიდარ პალიტრას და ევროპულ დახვეწილობას. ყოველ ნიმუშში იგრძნობა ხელოვნებისა და მოდის სინთეზი.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეინიშნება მზარდი ინტერესი ინდივიდუალურ და ხარისხიან აქსესუარებზე. მომხმარებელთა სეგმენტი სულ უფრო მეტად აფასებს დეტალებსა და დიზაინის მრავალფეროვნებას. ამ ტენდენციასთან ერთად, BIZU-მ დაიმკვიდრა ნიშა, როგორც ბრენდმა, რომელიც სთავაზობს განსხვავებულ ხედვას და მაღალი ხარისხის ბიჟუტერიას.

მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება ახალგაზრდა მომხმარებლებსა და იმ ქალბატონებს შორის, რომლებიც აფასებენ დახვეწილ, გამორჩეულ სტილს. BIZU მუდმივად ინარჩუნებს გაყიდვების სტაბილურ ზრდას და პოზიტიურ დინამიკას ბაზარზე.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

BIZU-ს მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის დიზაინის უნიკალურობა და მარკეტინგული ხედვა, რომელიც აერთიანებს ემოციას, ესთეტიკას და ხარისხს.
ყოველი კოლექცია იქმნება კონკრეტული ინსპირაციის გარშემო - იქნება ეს ფრანგული მოდის ელემენტები, კულტურული მოტივები თუ თანამედროვე ტრენდები. ბრენდი არა მხოლოდ სამკაულს, არამედ ისტორიას და განწყობას ყიდის.

გარდა ამისა, BIZU-ს სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ მას შეუძლია ერთის მხრივ, პრემიუმ ხარისხის შენარჩუნება, ხოლო მეორეს მხრივ, კონკურენტული ფასების შეთავაზება. აქტიური სოციალური მედია სტრატეგია, ვიზუალური კონტენტის მაღალი ხარისხი და მომხმარებელთან ემოციური კავშირი ქმნის ძლიერ პოზიციას ქართულ მოდის ინდუსტრიაში.

როგორია BIZU-ს სამომავლო გეგმები?

BIZU გეგმავს ბრენდის გაფართოებას, როგორც ლოკალურად, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. მიმდინარე წელს კომპანია მოამზადებს სამი ახალი სამკაულის ხაზის პრეზენტაციას, რომლებიც აერთიანებენ ახალ ფერებს, ფორმებსა და ინოვაციურ დიზაინს.

გრძელვადიან პერსპექტივაში, კომპანია გეგმავს მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებში და დისტრიბუციის ქსელის გაფართოებას უცხოეთში. ამასთანავე, იგეგმება ბრენდის ონლაინ პლატფორმის გაძლიერება, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს უფრო მარტივად და კომფორტულად მიიღოს წვდომა BIZU-ს კოლექციებზე მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა