Brim Tbilisi საერთაშორისო ცნობადობის ზრდასა და ახალი პროექტების განხორციელებაზე მუშაობს
Brim Tbilisi 2019 წლიდან ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში ოპერირებს და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ვიზიტორებს კომფორტულ განთავსებასა და მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს. Business Insider Georgia მიმდინარე ტურისტულ სეზონზე, მომხმარებელთა მოთხოვნებსა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე Brim Tbilisi-ის გენერალურ მენეჯერს გიორგი ღვედაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენი კომპანია 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში. ჩვენი მთავარი მიზანია სტუმრებს შევთავაზოთ კომფორტული, თანამედროვე და მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც მათ საქართველოში დაუვიწყარ გამოცდილებას შეუქმნის. სტუმრებს ვთავაზობთ როგორც კომფორტულ განთავსებას, ასევე ჩვენი ტერასა-რესტორნის მომსახურებას, სადაც მათ შეუძლიათ დააგემოვნონ ქართული/ევროპული სამზარეულოს კერძები სასიამოვნო გარემოში.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მდგრად განვითარებასა და გარემოს დაცვას, რის დასტურადაც მიღებული გვაქვს საერთაშორისო აღიარებული Green Tourism-ის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს ჩვენს ეკომეგობრულ მიდგომებსა და პასუხისმგებლობას გარემოს მიმართ.

რა ფაქტორებით ცდილობთ კონკურენტულ ბაზარზე სტუმრებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნას?
დღევანდელ კონკურენტულ ბაზარზე წარმატების მთავარი ფაქტორი ხარისხიანი მომსახურება და სტუმარზე ზრუნვაა. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ სერვისის გაუმჯობესებაზე, პერსონალის განვითარებასა და სტუმრების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებაზე. გარდა ამისა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკოლოგიურად პასუხისმგებელ პრაქტიკებს, რაც თანამედროვე მოგზაურებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა სასტუმროს გამორჩეული დიზაინი, უნიკალური ექსტერიერი და ინტერიერი, რომელიც თანამედროვე სტილსა და ადგილობრივ ელემენტებს აერთიანებს. ეს ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს და სტუმრებს სთავაზობს არა მხოლოდ კომფორტულ განთავსებას, არამედ ესთეტიკურად დასამახსოვრებელ გამოცდილებასაც. სწორედ მაღალი ხარისხის სერვისის, ინდივიდუალური მიდგომის, უნიკალური დიზაინისა და მდგრადი განვითარების პრინციპების ერთობლიობა გვაძლევს შესაძლებლობას, სტუმრებს შევთავაზოთ გამორჩეული და დაუვიწყარი გამოცდილება.

როგორია ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორების წილი და რომელი ქვეყნებიდან ფიქსირდება ყველაზე მაღალი მოთხოვნა?
ჩვენი სტუმრების მნიშვნელოვან ნაწილს საერთაშორისო ვიზიტორები წარმოადგენენ, თუმცა ადგილობრივი ტურიზმის სეგმენტიც აქტიურად იზრდება. ყველაზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და მეზობელი ქვეყნების ბაზრებიდან. მოხარულები ვართ, რომ ყოველწლიურად ვმასპინძლობთ ათასობით სტუმარს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მომსახურების ხარისხსა და საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, მზარდ პოპულარობას.
როგორ შეაფასებთ მიმდინარე ტურისტულ სეზონს და რა ტენდენციებს ხედავთ მომხმარებელთა მოთხოვნებში?
მიმდინარე ტურისტული სეზონი ჩვენი კომპანიისთვის წარმატებულია და მოთხოვნის დინამიკა მოლოდინებსაც კი აღემატება. მაღალი აქტივობა ფიქსირდება როგორც არსებული პარტნიორებისგან, ასევე ახალი საერთაშორისო ბაზრებიდან, რაც საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, მზარდ პოპულარობაზე მიუთითებს.

დღეს სტუმრები მხოლოდ განთავსებას აღარ ეძებენ, მათთვის მნიშვნელოვანია ავთენტური გამოცდილება, მაღალი ხარისხის მომსახურება, ინდივიდუალური მიდგომა და გარემოზე პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება. სულ უფრო მეტად იზრდება მოთხოვნა ეკომეგობრულ და მდგრად ტურისტულ პროდუქტებზე, რაც სრულად შეესაბამება ჩვენს ხედვასა და განვითარების სტრატეგიას.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?
ჩვენი განვითარების ხედვა ეფუძნება მდგრად ზრდას, მაღალი ხარისხის სტანდარტების შენარჩუნებასა და სტუმრებისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი გამოცდილების შექმნას. ბოლო წლების წარმატებულმა შედეგებმა და მზარდმა მოთხოვნამ დაგვანახვა, რომ განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს, ამიტომ უახლოეს მომავალში გაფართოებასა და ახალი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ.

პარალელურად, ვაგრძელებთ ინვესტირებას, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ისე ინოვაციური და ეკომეგობრული სერვისების დანერგვაში, რათა სტუმრებს თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული გამოცდილება შევთავაზოთ. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ პოზიციები ქართულ ტურისტულ ბაზარზე, გავზარდოთ საერთაშორისო ცნობადობა და შევიტანოთ წვლილი საქართველოში მდგრადი ტურიზმის განვითარებაში.
ამ ეტაპზე რამდენიმე საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ და როგორც კი მათი განხორციელების ეტაპი დაიწყება, აუცილებლად გაგიზიარებთ.

ინფორმაციისთვის, Brim Tbilisi მდებარეობს თბილისში, ავლაბრის რაიონში, ძველი თბილისის ისტორიულ უბანში, მალხაზ აბდუშელიშვილის 12-14 ნომერში.
სხვა სიახლეები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
22.06.2026.12:00
ბავშვობის ყველაზე ძვირფასი მოგონებები ხშირად ის წუთებია, რომლებიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ჩანს. მამასთან ერთად სეირნობას, თამაშს ან საუბარს შეუძლია, ბავშვური უპირობო სიყვარულისა და უსაფრთხოების განცდა ათწლეულების შემდეგაც შეგვახსენოს. სწორედ ასეთი ყოველდღიური მომენტები ქმნის ემოციურ კავშირს მშობლებთან, რაც ბავშვის განვითარებისთვის გადამწყვეტია.
სწორედ ამ იდეას ეხმიანება „თეგეტა ჰოლდინგის“ წლევანდელი კამპანია, რომელიც მამის დღის აღნიშვნას ეძღვნება და მისი მთავარი გზავნილია - „როცა უბრალოდ ერთად ვართ“. კამპანიის მიზანია, მამებისა და შვილების ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვას ხაზი, რომელიც „უბრალო“ მომენტებითა და ყოველდღიურობით იქმნება. „თეგეტამ“ ამ დღის აღსანიშნავად თემატური ვიდეორგოლიც მოამზადა.
მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR კოორდინატორი: „მამის დღის აღნიშვნა ჩვენს CSR სტრატეგიასა და გენდერული თანასწორობის პრინციპებს ეხმიანება. ჩვენს კომპანიაში უმრავლესობა სწორედ კაცები არიან. შესაბამისად, მათი წახალისება და ამ საკითხზე დაფიქრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ თანასწორ პარტნიორობასა და პოზიტიური მშობლობის იდეებს, ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მამის როლიც ოჯახში აქტიურ ემოციურ ჩართულობასთან, ზრუნვასა და შვილებთან ერთად გატარებულ ხარისხიან დროსთან ასოცირდება.
წლევანდელი გზავნილიც - „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - გვახსენებს, რომ ბავშვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხშირად არა განსაკუთრებული მოვლენები, არამედ მშობლებთან ერთად გატარებული ყოველდღიური მომენტებია. სწორედ ასეთი დამოკიდებულება ქმნის უფრო თანასწორ, ჯანსაღ და მხარდამჭერ გარემოს როგორც ოჯახში, ისე „თეგეტასა“ და, ზოგადად, საზოგადოებაში“.
„თეგეტა ჰოლდინგი“ უკვე მეხუთე წელია, უერთდება მამის დღის აღნიშვნას და თეგეტელი მამები ამ დღის აქტიური მონაწილეები არიან. კომპანია 2022 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA in Georgia) და სხვადასხვა ინიციატივით მხარს უჭერს პოზიტიური მშობლობის, გენდერული თანასწორობისა და ოჯახურ პასუხისმგებლობებში კაცების ჩართულობის იდეას.
წლევანდელი კამპანია UNFPA in Georgia-სა და სააგენტო HIVE-თან თანამშრომლობით განხორციელდა. კომპანიამ თეგეტელ მამებს შვილებთან ერთად უმასპინძლა და კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რა არის ბავშვისთვის ყველაზე ძვირფასი, რას ნიშნავს შვილისთვის მამასთან ერთად ყოფნა და რატომ არის ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანი როგორც ბავშვისთვის, ისე თავად მამისთვის.

ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ბავშვების აღზრდასა და საოჯახო საქმეებში პასუხისმგებლობების თანაბარი განაწილება კვლავ გამოწვევად რჩება. მამების აქტიური ჩართულობა დადებით გავლენას ახდენს ბავშვების ემოციურ და პიროვნულ განვითარებაზე, ამასთანავე, ის ხელს უწყობს ოჯახში პასუხისმგებლობების უფრო თანასწორ განაწილებას და ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას.
სწორედ ამიტომ მამის დღის აღნიშვნა მხოლოდ სიმბოლური თარიღი არ არის. ის ხაზს უსვამს, რომ ბავშვების აღზრდა ორივე მშობლის პასუხისმგებლობაა და ოჯახში თანასწორი პარტნიორობა ჯანსაღი საზოგადოებისა და მომავლის ერთ-ერთი საფუძველია.
ეთერ ნოღაიდელი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA in Georgia) ანალიტიკოსი: „როდესაც შვილების ცხოვრებაში მამის როლსა და მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა ვახსენოთ, რომ დღეს ქართველი მამების 81% ამბობს, რომ მამობა ყველაზე მნიშვნელოვანი როლია მათ ცხოვრებაში. უფრო მეტიც, ის მამები, რომლებმაც ბავშვის მოვლის გამო შვებულებით ისარგებლეს, ამ გამოცდილებას აფასებენ, როგორც ტრანსფორმაციულს: ისინი საუბრობენ საკუთარი როლის გადაფასებაზე, მოთმინების, პასუხისმგებლობის გრძნობისა და ემოციურ ზრდაზე. ეს ყველაფერი კი ისეთივე ფასეულია სამუშაო სივრცეში, როგორც პიროვნულ დონესა თუ ოჯახში. დასაქმებული მამების გამოცდილება ასევე აჩვენებს, რომ ორგანიზაციული გარემო და მენეჯმენტის მხარდაჭერა ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია მათთვის, რათა აღნიშნული ტრანსფორმაცია პრაქტიკად ითარგმნოს და მშობლები რეალურად გახდნენ უფრო ჩართული“.
წლევანდელი კამპანიის მთავარი გზავნილი - „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - მამებისა და შვილებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის ხელს უწყობს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას, კომპანიის მხრიდან მამობის როლის ხელშეწყობის კარგ მაგალითს აჩვენებს და იმ ერთ-ერთ მთავარ ღირებულებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც შვილების, მამებისა და საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანია.
„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.