ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით SPRIBE-მა Aviator-ის დასაცავად საერთაშორისო მასშტაბის დროებითი შეზღუდვები მოიპოვა
ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო SPRIBE-ის საერთაშორისო სარჩელი საავტორო უფლებების დარღვევის, არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და სხვისი კომერციული იდენტობის მითვისების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით დიდ ბრიტანეთში ერთ საქმედ განიხილება ცხრა ქვეყანაში (მათ შორის, სამხრეთ აფრიკაში, კენიაში, მექსიკაში და სხვ.) წარმოშობილი მოთხოვნები.
სასამართლოს მიერ აღნიშნული მიდგომა საკუთარი შინაარსითა და მასშტაბით მაღალი მნიშვნელობისაა. უმაღლესმა სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია, რომ SPRIBE-ის უფლებები შესაძლებელია ირღვეოდეს ბრიტანეთის ფარგლებს გარეთაც. მან კომპანიას მისცა საშუალება, საკუთარი პოზიციები სხვა ტერიტორიებთან მიმართებითაც წარადგინოს და დაიცვას.
არსებული განხილვის პროცესში ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ რამდენიმე პრევენციული გადაწყვეტილება მიიღო:
• დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ საქმის განხილვის დასრულებამდე SPRIBE OÜ-ს სასარგებლო დამატებითი წინასწარი აკრძალვა გამოსცა. გადაწყვეტილების მიხედვით, ორ ქართულ კომპანიას იდენტური დასახელებით - შპს „ავიატორსა“ და მალტაში რეგისტრირებულ „Aviator Studios-ს“ ჯგუფის კომპანიებს დროებითი ღონისძიების სახით აუკრძალა SPRIBE-ის ქრაშ თამაშის კოპირებული ვერსიის ახალ პლატფორმებზე განთავსება და გაფართოება კოლუმბიაში, სერბეთსა და რუმინეთში.
• აგრეთვე, სასამართლომ მხარეთა თანხმობით დააწესა პრევენციული მექანიზმი კანადისა და იტალიის ბაზრებისათვის. ეს კი გულისხმობს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში კოპირებული თამაშის გაშვება დასაშვებია მხოლოდ SPRIBE-ისთვის წინასწარი შეტყობინების საფუძველზე.
• უმაღლესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ წარდგენილი შეგებებული საერთაშორისო სარჩელის განხილვა სამხრეთ აფრიკის, კენიის, მექსიკის, კანადის, იტალიის, კოლუმბიის, განას, რუმინეთისა და სერბეთის მიმართულებით გადაწყდება გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი სასამართლოს მიერ დაჩქარებული წესით.
დიდი ბრიტანეთის სასამართლომ მიიჩნია, რომ SPRIBE-ის გლობალურად წარმატებული Aviator Game-ის იდენტური სახელით თამაშის არსებობა იწვევს მომხმარებლის დაბნეულობას.
„თუ არსებობს ორი Crash თამაში, რომელთაც ორივეს ჰქვია Aviator და ისინი იყენებენ ძალიან მსგავს ლოგოებს, დიდი ალბათობით მათ შორის წარმოიქმნება აღრევა. მსგავსი აღრევა ზიანს მიაყენებს SPRIBE-ს, თუნდაც იმ მომხმარებლების დაბნეულობიდან გამომდინარე, რომლებიც კოპირებული თამაშის არარსებობის შემთხვევაში SPRIBE-ის თამაშს ითამაშებდნენ... ჩემი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პატიოსან კომერციულ პრაქტიკას შეესაბამებოდეს საკუთარი თამაშის პოპულარიზაცია კონკურენტის სახელისა და ლოგოს გამოყენებით. მით უმეტეს, იმ ტერიტორიებზე, სადაც SPRIBE-მა უკვე შეიქმნა სახელი და რეპუტაცია“.
დავით ნატროშვილი, SPRIBE-ის დამფუძნებელი და CEO:
„მივესალმებით ბრიტანეთის პატივცემული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც SPRIBE-ს დამატებით დაცვის მექანიზმების საშუალებას აძლევს და ადასტურებს, რომ კოპირებულ თამაშს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. ჩვენ წლები დავუთმეთ Aviator-ის ბრენდის მსოფლიო მასშტაბით შექმნას და მოთამაშეების ნდობის მოპოვებას. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მკაფიო გზავნილია ყველასთვის, ვინც სხვისი პროდუქტის კოპირებას ცდილობს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მომავალშიც აქტიურად დავიცავთ ჩვენს თამაშს, ბრენდსა და მოთამაშეებს მსგავსი იმიტაციის მცდელობებისგან. ძალიან ვამაყობ SPRIBE-ის იურიდიული გუნდით, მათი სტრატეგიული ხედვებითა და გაწეული შრომით“.
ბრიტანეთის უმაღლეს სასამართლოში ახალი შეგებებული სარჩელები SPRIBE-მა მიმდინარე წელს შეიტანა. მიზეზი კი კოპირებული თამაშის ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ მესამე პირების მიერ არაერთ ქვეყანაში გავრცელების მცდელობა იყო.
ზეპირი მოსმენები ლონდონში, დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სასამართლოში 2026 წლის 15-20 ოქტომბერს გაიმართა.
შენიშვნები
• 2025 წელს ბრიტანეთის სასამართლომ წინასწარი უზრუნველყოფის ღონისძიების სახით აკრძალვა გამოსცა გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე, რის საფუძველზეც კომპანია „ავიატორს“ დავის დასრულებამდე აეკრძალა თამაშის დიდ ბრიტანეთში გაშვება.
• 2026 წლის სექტემბერში მალტის სასამართლომ წინასწარი უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დააკმაყოფილა SPRIBE-ის მოთხოვნა და ევროკავშირის სრულ ტერიტორიაზე „ავიატორის“ ჯგუფის მალტაში დაფუძნებულ კომპანიებს აუკრძალა SPRIBE-ის მიერ ევროკავშირში რეგისტრირებული ნიშნების იდენტური ან/და მსგავსი ნიშნის გამოყენება.
• SPRIBE-ის Aviator Crash Game საქართველოში 2019 წელს გაეშვა. 2020 წლიდან თამაში წარმატებით გავიდა საერთაშორისო ბაზრებზე.
• SPRIBE-მა პირველად 2021 წელს შეიტანა განაცხადები სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე Aviator Crash Game-ის ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად.
• Aviator LLC-მ და Aviator Studio-მ Aviator Crash Game-ის თავიანთი კოპირებული ვერსია 2025 წელს გამოუშვეს.
სხვა სიახლეები
ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით SPRIBE-მა Aviator-ის დასაცავად საერთაშორისო მასშტაბის დროებითი შეზღუდვები მოიპოვა
11.11.2026.10:02