ბრიტანული EASYJET-ი საქართველოს ავიაბაზრით ინტერესდება
მაროკოს ქალაქ ტანჟერში საავიაციო ფორუმი CONNECT 2023 დაიწყო. რიგით მე-19 საერთაშორისო ფორუმზე, სადაც 60 ქვეყნიდან 75 ავიაკომპანიისა და 280 აეროპორტის 600 დელეგატი მონაწილეობს, საქართველოს - აეროპორტების გაერთიანება წარმოადგენს.
ღონისძიება ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის აეროპორტების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა და CONNECT-ის დამფუძნებელმა კარენ ბუტომ გახსნა და დელეგატებს სამადლობელი სიტყვით მიმართა.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, რომელსაც კომპანიის დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ხელმძღვანელობს, პირველი შეხვედრა ბრიტანულ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანია EASYJET-თან გამართა.
ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის ანალიზით არის დაკავებული.
„საავიაციო ფორუმი CONNECT 2023-ის პირველსავე დღეს შევხვდით ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიას.
მოგეხსენებათ, ბრიტანეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია და პირდაპირი რეისების არსებობა ლონდონთან პრიორიტეტულია. ვესაუბრეთ, როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესახებ.
EASYJET საკმაოდ კარგად იცნობს უკვე ჩვენს ბაზარს და კონკრეტული დეტალებისა და ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების შესწავლის პროცესშია, - ‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძე.
ფორუმის პირველ დღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შეხვედრებს Eurowings-თან, AIR Serbia-თან, Saudia Airlines-თან და ნეაპოლის აეროპორტთან გამართავს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.