მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

British Airways-ს აქვს ზიარი კოდის თანამშრომლობა American Airlines-თან, მათ ისე დაგეგმეს საქართველოში ფრენების განრიგი, რომ არის ძალიან კარგი კავშირი ამერიკის ფრენებთან - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ავიაკომპანია British Airways-ის შემოსვლა საქართველოს საავიაციო ბაზარზე არს უმნიშვნელოვანესი და წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეხმაროს ავაჩქაროთ აშშ-სთან პირდაპირი ფრენების სტიმულირება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, მინისტრის მოადგილის თქმით, ამერიკულ ავიაკომპანიებთან მუშაობა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და ქართული მხარე, მათ სისტემატურად აწვდის მონაცემებს, საქართველოში გაზრდი ტურისტების თუ მგზავრთნაკადის შესახებ. 

„რაც შეეხება ფრენებს აშშ-სთან იცით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის გამორჩეულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. წლებია ვმუშაობთ აღნიშნული მიმართულებით. წლებია ამ თემაზე ვმუშაობთ და ეს ავიაციაში აბსოლუტურად ნორმალური პრაქტიკაა, რომ მუდმივად, წლების განმავლობაში ემუშავები პოტენციურ ავიაკომპანიებს, აწვდი მათ ციფრებს. ჩვენ გვესმის რომ ინტერესი მაღალია და ჩვენი ინტერესიცაა, რომ ეს მოლაპარაკებები ლოგიკურ წარმატებულ დასასრულამდე გავიდეს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კვარტალში ერთხელ გაქვს შეხვედრები ამერიკულ ავიაკომპანიებთან. ჩვენი გუნდი მუდმივად კავშირზეა მათთან. გაქვს ინფორმაციების მუდმივი გაცვლა.

ავიაკომპანია British Airways-ის შემოსვლა საქართველოს საავიაციო ბაზარზე არს უმნიშვნელოვანესი და წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეხმაროს ავაჩქაროთ ამერიკასთან პირდაპირი ფრენების სტიმულირება. British Airways-ს აქვს ზიარი კოდის თანამშრომლობა American Airlines-თან, მათ ისე დაგეგმეს საქართველოში ფრენების განრიგი, რომ არის ძალიან კარგი კავშირი ამერიკის ფრენებთან. ეს რა თქმა უნდა დაასტიმულირებს აშშ-დან ტურისტული ნაკადების შემოსვლას, გაზრდის მგზავრთნაკადს და ეს რა თქმა უნდა თავის მხრივ მდგრადს გახდის იმ ბიზნეს მოდელს, რომელსაც ყველა ავიაკომპანია საქართველოში თუ სხვა მიმართულებებში ოპერირების წინ აკეთებს. British Airways-ის  შემოსვლა ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბრიტანეთთან გავაძლიეროთ ტურიზმის თუ ეკონომიკის სხვა დარგების ურთიერთობები, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა ამერიკასთან პირდაპირი ფრენების დაწყების კუთხით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა