BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
7 ოქტომბერს BS/2-მ და SUNMI-მ თბილისში ოფიციალურად გახსნეს საქართველოში პირველი SUNMI Home - მუდმივმოქმედი სადემონსტრაციო სივრცე სავაჭრო და საგადახდო ტექნოლოგიების გასაცნობად და გამოსაცდელად. თბილისის ცენტრი რეგიონში მეორე SUNMI Home-ია, რომელიც BS/2-სთან თანამშრომლობით შეიქმნა: პირველი 2025 წელს აზერბაიჯანში, ბაქოში გაიხსნა.
გახსნას SUNMI-ის, BS/2-ის, ASHBURN International-ის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. დემო-სივრცე ოფიციალურად გახსნეს SUNMI-ის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის მმართველმა დირექტორმა ალექსანდრ ბესპალიმ, Penki Kontinentai Group-ის საბჭოს თავმჯდომარემ იდრაკას დადაშოვასმა და BS/2 Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა ემილიო კირისმა. პროგრამა მოიცავდა სადემონსტრაციო სივრცის დათვალიერებას, ტექნოლოგიების დემონსტრაციასა და საქმიან შეხვედრებს.
BS/2 Georgia-ს ოფისში განთავსებული სივრცე აერთიანებს SUNMI-ის მოწყობილობებსა და BS/2-ის გამოცდილებას საგადახდო ინფრასტრუქტურის, თვითმომსახურებისა და პროგრამული ინტეგრაციის მიმართულებით. ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეაფასონ როგორც ცალკეული მოწყობილობები, ისე სრული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და მათი საკუთარ საქმიანობაში გამოყენების შესაძლებლობები.
BS/2 Georgia საქართველოში SUNMI-ის მოწყობილობებისა და საგადახდო ტერმინალების შემოტანას უზრუნველყოფს და კომერციულ ბანკებს მათი დანერგვისა და ტექნიკური მომსახურების კუთხით ემსახურება.
„SUNMI Home Tbilisi-ის გახსნა მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის. აქ მომხმარებლებსა და პარტნიორებს შეუძლიათ პრაქტიკაში გამოსცადონ SUNMI-ის ტექნოლოგიები, ხოლო BS/2 უზრუნველყოფს მათ ბიზნესგარემოში ინტეგრაციისთვის საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას. ბაქოს ცენტრთან ერთად, თბილისის სივრცე ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ჩვენს მომხმარებლებთან თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის“, - განაცხადა BS/2 Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა, ემილიო კირისმა.
გახსნას წინ უძღოდა BS/2 Georgia-ს გუნდის საერთაშორისო აღიარებაც: გუნდი SUNMI-ის გლობალური კამპანიის, Store Revolution-ის, გამარჯვებულთა შორის დასახელდა.
დღეს, 8 ოქტომბერს, სასტუმრო პარაგრაფ თბილსიში, Fusion Georgia 2026: Banking & Retail, BS/2-ის ორგანიზებით, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ გაიმართება. ფორუმს რითეილ და საბანკო სექტორების წარმომადგენლები, ტექნოლოგიური პარტნიორები და დარგის ექსპერტები დაესწრებიან, სადაც SUNMI-ის მოწყობილობებიც იქნება წარმოდგენილი.
SUNMI Home Tbilisi ღიაა მომხმარებლებისთვის, პარტნიორებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
მისამართი: პიმენ ყურაშვილის ქ. 6, თბილისი
სხვა სიახლეები
SL Company წარმოების პროცესების სტანდარტიზაციას და ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს
08.10.2026.10:00
ნამცხვრის სახლი • SL Company საკვები პროდუქტების წარმოებისა და საცალო რეალიზაციის მიმართულებით საქმიანობს. კომპანია ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს პურ-ფუნთუშეულს, საკონდიტრო ნაწარმს, ფრანგულ დესერტებს, საავტორო ტორტებსა და სხვადასხვა საკვებს სთავაზობს. საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა კაფე-რესტორნის მომსახურებაც.
კომპანიის საქმიანობის, მომხმარებლის მოთხოვნისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს SL Company-ის დამფუძნებელი ლალი სამსონიძე ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
SL Company საქმიანობს საკვები პროდუქტების წარმოებისა და საცალო რეალიზაციის მიმართულებით. ჩვენი ძირითადი სფეროებია პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტრო ნაწარმისა და ფრანგული დესერტების წარმოება, ასევე კაფე-რესტორნის მომსახურება. ბაზარზე ვოპერირებთ 2008 წლიდან.
მომხმარებლებს ვთავაზობთ ყოველდღიურად წარმოებულ პურ-ფუნთუშეულს, კლასიკურ და თანამედროვე საკონდიტრო ნაწარმს, საავტორო ტორტებს, ფრანგულ დესერტებს, საუზმეს, სენდვიჩებს, სალათებს, პასტასა და მაღალი ხარისხის ყავას. კომპანია მუშაობს როგორც საცალო მომხმარებლებთან, ისე ბიზნესპარტნიორებთან.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ბაზარზე მოთხოვნა სტაბილურია, თუმცა მომხმარებელი წლიდან წლამდე უფრო მომთხოვნი და ინფორმირებული ხდება. დღეს მხოლოდ პროდუქტის გემო აღარ არის საკმარისი - მნიშვნელოვანი გახდა ნედლეულის ხარისხი, სიახლე, ვიზუალი, მომსახურების დონე და პროდუქტის ხელმისაწვდომობა როგორც ადგილზე, ისე მიტანის სერვისების საშუალებით.
განსაკუთრებით იზრდება ინტერესი მაღალი ხარისხის, განსხვავებული და თანამედროვე კონცეფციის მქონე პროდუქციის მიმართ. ამასთან, მომხმარებლისთვის კვლავ მნიშვნელოვანია ფასისა და ხარისხის სწორი თანაფარდობა.

რას მიიჩნევთ SL Company-ის კონკურენტულ უპირატესობად ბაზარზე?
ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა საკუთარი წარმოება და პროდუქტის შექმნის სრული პროცესის კონტროლი - ნედლეულის შერჩევიდან საბოლოო რეალიზაციამდე. ვიყენებთ მაღალი ხარისხის ნედლეულს და ვაერთიანებთ ტრადიციულ გამოცდილებას თანამედროვე ევროპულ ტექნოლოგიებთან.
ასევე მნიშვნელოვანია პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მომხმარებლის მოთხოვნებზე სწრაფად რეაგირების უნარი, გამოცდილი გუნდი და ხარისხის სტაბილურად შენარჩუნებაზე ორიენტირებული მიდგომა.

რა არის კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმები და პრიორიტეტები?
ჩვენი სამომავლო პრიორიტეტებია წარმოების პროცესების კიდევ უფრო მეტად სტანდარტიზაცია, ხარისხის კონტროლის გაძლიერება, ახალი პროდუქტების შექმნა და ასორტიმენტის განვითარება.
ასევე ვგეგმავთ გაყიდვების არხების გაფართოებას, საცალო ქსელისა და B2B მიმართულების განვითარებას, ციფრული და მიტანის სერვისების გაძლიერებას, თანამშრომელთა პროფესიულ ზრდასა და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებას. კომპანიის მთავარი მიზანია მდგრადი ზრდა ისე, რომ გაფართოების პროცესში პროდუქტის ხარისხი და მომხმარებლის ნდობა უცვლელად შევინარჩუნოთ.
