Buena Vista All Stars - კუბური მუსიკის ლეგენდები თბილისში - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Mastercard-ი
28 სექტემბერს, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, თბილისი კუბური მუსიკის ლეგენდებს – Buena Vista All Stars Factory Tbilisi-ში მასპინძლობს. თუ გსურთ, იმოგზაუროთ კუბის მცხუნვარე რითმებში და დაესწროთ ღონისძიებას, ბილეთები TKT.ge-ზე უნდა შეიძინოთ. SOLO Mastercard world elite ბარათით გადახდისას, მომხმარებლები ღონისძებიების ბილეთის შეძენას ექსკლუზიური, 15%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.
ღონისძიების ფარგლებში, ლეგენდარული Buena Vista Social Club-ის წევრები ბარბარიტო ტორესი, დემეტრიო მუნიზი და მანუელ მაჩადო – 11-წევრიან კუბურ ორკესტრთან ერთად წარსდგებიან მსმენელის წინაშე. სტუმრები მოისმენენ საყვარელ ჰიტებს: "Chan Chan", "Dos Gardenias", "El Cuarto De Tula" და მრავალსხვას. „ეს იქნება ნამდვილი კუბური კლასიკის საღამო, განსაკუთრებული მუსიკალური და ვიზუალური გაფორმებით“, - გვპირდებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
რაც შეეხება ღონისძების დღის წესრიგს, ის ასეთი გახლავთ:
20:00 - The Doors Open
21:00 Dini Virsaladze Quartet
22:00 Buena Vista All Stars
23:30 closing act
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.