მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7165.2
-0.0188
flag
AZN 1.537
-0.0039
flag
CNY 38.868
-0.0106
flag
EUR 3.0412
-0.0139
flag
GBP 3.547
-0.021
flag
KZT 56.49
-0.0054
flag
TRY 0.0543
-0.0001
flag
USD 2.6125
-0.007
news banner

„ბუეთის“ 2026 წლის პირველი ნახევარი - გაზრდილი მოთხოვნა და განვითარების ახალი გეგმები

news image
mbc image

2026 წლის პირველი ნახევარი „ბუეთისთვის“ პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებაზე, მომხმარებლის მოთხოვნების უკეთ შესწავლასა და ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებაზე იყო ორიენტირებული. როგორია მოთხოვნის დინამიკა, რა სიახლეებს გეგმავს კომპანია და რა არის მთავარი პრიორიტეტები წლის დარჩენილ პერიოდში - ამ საკითხებზე Business Insider Georgia „ბუეთის“ გაყიდვების ხელმძღვანელს, ქეთევან კაკაურიძეს ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით „ბუეთისთვის“ 2026 წლის პირველ 6 თვეს და რა არის ის მთავარი შედეგები, რომლებსაც ამ პერიოდის განმავლობაში გამოარჩევდით?

ამ პერიოდში ჩვენი მთავარი ყურადღება პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებასა და განვითარებაზე, მომხმარებლის მოთხოვნების უკეთ შესწავლასა და ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებაზე იყო მიმართული. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლის ნდობის მოპოვება და ის, რომ პროდუქტი განმეორებით შეძენად და ყოველდღიური მოხმარების ნაწილად იქცეს.

როგორია მოთხოვნის დინამიკა „ბუეთის“ ჩაიზე და რა ცვლილებებს ამჩნევთ მომხმარებლის ინტერესსა და არჩევანში?

მოთხოვნის დინამიკა დადებითია. მომხმარებელი დღეს უფრო მეტად აქცევს ყურადღებას არა მხოლოდ ჩაის გემოს, არამედ მის ხარისხს, შემადგენლობას, წარმომავლობასა და შეფუთვასაც. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომხმარებელი უფრო მეტად ინტერესდება ქართული პროდუქციით და ადგილობრივი ბრენდებით, რაც ქართული წარმოებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

რა სიახლეები გაქვთ პროდუქციის, ასორტიმენტისა და საექსპორტო მიმართულებით?

„ბუეთი“ მუდმივად მუშაობს ასორტიმენტის განვითარებაზე და ახალი პროდუქტების შექმნაზე. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ, როგორც უკვე საყვარელი და მოთხოვნადი პროდუქტები, ისე ახალი გემოები და საინტერესო კომბინაციები. საექსპორტო მიმართულებას რაც შეეხება სიახლე ჯერჯერობით არ გვაქვს.

რა არის „ბუეთის“ მთავარი პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები 2026 წლის დარჩენილ პერიოდში?

2026 წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი პრიორიტეტები იქნება განვითარება და სიახლეები, მომხმარებელთან ურთიერთობის გაძლიერება და ახალი ბაზრების ათვისება. ჩვენი მთავარი მიზანია „ბუეთი“ განვითარდეს როგორც ძლიერი ქართული ბრენდი, რომელიც მომხმარებელს მუდმივად შესთავაზებს ხარისხიან, გემრიელ და გამორჩეულ ჩაის.

ინფორმაციისთვის, კომპანია ექვსი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებლებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. საწარმო ტყიბულში მდებარეობს და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ბუეთის“ 2026 წლის პირველი ნახევარი - გაზრდილი მოთხოვნა და განვითარების ახალი გეგმები

28.08.2026.14:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა