„ბურკის ციხე-მარანი“ ზაფხულის სეზონის შედეგებსა და წლის მოლოდინებზე
მიმდინარე ზაფხულის სეზონზე „ბურკის ციხე-მარანის“ საშუალო დატვირთულობამ 60-70% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. „ბურკის ციხე-მარანის“ Front Office Manager ვანო მახარაშვილი Business Insider Georgia-სთან საუბრისას ზაფხულის სეზონის შედეგებს აფასებს და წლის დარჩენილი პერიოდის მოლოდინებსა და გამოწვევებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით მიმდინარე ზაფხულის სეზონს „ბურკის ციხე-მარანისთვის“ და როგორი არის სასტუმროს დატვირთულობა წინა წელთან შედარებით?
ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კონფლიქტის ფონზე, მიმდინარე შედეგებს დადებითად ვაფასებთ. ამ ეტაპზე სასტუმროს საშუალო დატვირთულობა დაახლოებით 60-70%-ს შეადგენს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 55-60% იყო, შესაბამისად, მიმდინარე სეზონზე გარკვეული ზრდა გვიფიქსირდება.

როგორ შეიცვალა სტუმრების მოთხოვნა და რომელი ქვეყნებიდან/ბაზრებიდან არის ამ სეზონზე ყველაზე მეტი ვიზიტორი?
ჩვენი სტუმრების დაახლოებით 60% ქართველი მომხმარებელია. უცხოელი სტუმრების მხრივ კონკრეტული ბაზარი გამოკვეთილად არ დომინირებს, თუმცა ჯავშნები ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან გვაქვს.

რა სიახლეები აქვს სასტუმროს მიმდინარე სეზონზე და როგორ განვითარდა მომსახურებები წინა პერიოდთან შედარებით?
მიმდინარე სეზონზე სასტუმროს დაემატა გასართობი სივრცე - ე.წ. Playroom, სადაც სტუმრებს შეუძლიათ მაგიდის ფეხბურთითა და მაგიდის ჰოკეით ისარგებლონ. ასევე დავამატეთ ბარი, რის შედეგადაც სტუმრებისთვის შეთავაზებული სერვისებისა და გასართობი შესაძლებლობების მიმართულება უფრო გავიზარდეთ.

როგორია თქვენი მოლოდინი წლის დარჩენილ პერიოდზე და რა არის „ბურკის ციხე-მარანის“ სამომავლო გეგმები?
იმედი გვაქვს, რომ სექტემბერი და ოქტომბერი შედარებით მაღალი დატვირთვით ჩაივლის, რადგან ეს პერიოდი კახეთში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და პოპულარული სეზონია. შესაბამისად, ამ ორ თვეში დატვირთულობის მინიმუმ შენარჩუნებას ველოდებით.

რაც შეეხება ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდს, კახეთის მიმართულებით ამ დროს ტურისტული აქტივობა მნიშვნელოვნად იკლებს და სტუმრების მოზიდვა რთულდება. ზოგადად, რეგიონში კონკურენცია საკმაოდ მაღალია, ხოლო კორპორატიული ჯავშნები შედარებით იშვიათია. შესაბამისად, ზამთრის სეზონი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია.
ინფორმაციისთვის, „ბურკის ციხე-მარანი“ მდებარეობს კახეთის რეგიონში, ქალაქ ყვარელში.
სხვა სიახლეები
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
25.08.2026.09:54
26-27 აგვისტოს, განაახლე შენი სტილი DRESSUP-ში. 26 აგვისტოს - შეარჩიე სასურველი ნივთები ონლაინ, DRESSUP.GE-ზე, სახლისა და ონლაინ ექსკლუზივის კატეგორიებიდან, ხოლო 27 აგვისტოს იშოპინგე DRESSUP-ის შერჩეულ მაღაზიებში, გადაიხადე ლიბერთის Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 150 ლარი. სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის, მაქსიმუმ 300 ლარი.
შეთავაზების დეტალები:
• შეთავაზება ვრცელდება ლიბერთის Mastercard-ით გადახდისას;
• Dresssup.ge-ზე შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ 26 აგვისტოს ონლაინ ექსკლუზივის და სახლის კატეგორიაზე;
• 27 აგვისტოს შეთავაზება ვრცელდება შემდეგ ფიზიკურ მაღაზიებში: ATRIO, FActory, Jeans Gallery, Latt Liv, Dressup Outlet;
• შეთავაზება ვრცელდება ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას;
• ონლაინ გადახდისას აუცილებელია გადახდა შესრულდეს ლიბერთის გადახდის არხით;
• შეთავაზების ფარგლებში, მხოლოდ Jeans Gallery-ის და FActory-ის შემთხვევაში ისარგებლებთ ჯამური ლიმიტით. დანარჩენ მაღაზიებზე გავრცელდება ინდივიდუალური ლიმიტი;
• შეთავაზების ფარგლებში ქეშბექი დაემატება არსებულ ფასდაკლებას;
• სტუდიო ლიბერთის შემთხვევაში, აუცილებელია გადახდა შესრულდეს სტუდიო ლიბერთის Mastercard World Elite ბარათით;
• შეთავაზების ფარგლებში, Dressup ბარათის ფასდაკლება და ქულების დაგროვება არ ვრცელდება;
• შეთავაზება არ ერთიანდება სხვა ვაუჩერებთან ან პრომოკოდებთან;
• ქეშბექი არ დაირიცხება სასაჩუქრე ბარათის შეძენისას;
• შეთავაზება არ მოქმედებს სერვის „მოირგე“-ს გამოყენების შემთხვევაში;
• შეთავაზების დროს არ მოქმედებს ნივთის უკან დაბრუნება, შესაძლებელია მხოლოდ გაცვლა;
• ბანკი იტოვებს უფლებას საეჭვო ტრანზაქციის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს არ დაუბრუნოს ქეშბექის თანხა.
გადავიმეოროთ ქეშბექის მიღების წესები:
1. გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე: cashback.ge
2. გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება წინასწარ
3. გადაიხადე ლიბერთის Mastercard ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე
4. თუ ჯერ კიდევ არ ხარ ლიბერთის მომხმარებელი, გახდი ჩვენიანი ონლაინ:
*წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე cashback.ge.
თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.