Business Insider Georgia London Business Matters-თან თანამშრომლობას იწყებს
Business Insider Georgia ბრიტანულ ბიზნესგამოცემა London Business Matters-თან თანამშრომლობას იწყებს, რომლის ფარგლებშიც Business Insider Georgia-ს მკითხველს პერიოდულად გაუზიარებს London Business Matters-ის მიერ მომზადებულ შერჩეულ სტატიებს.
თანამშრომლობის ფარგლებში, Business Insider Georgia-ს ექნება უფლება, შეთანხმებული პირობების შესაბამისად, London Business Matters-ის სტატიების პერიოდული რეპრინტისა და ქართულენოვანი აუდიტორიისთვის გაზიარების შესახებ.
London Business Matters არის London Chamber of Commerce and Industry-ის (LCCI) ოფიციალური გამოცემა, რომელიც ბიზნესის, ეკონომიკისა და აქტუალური საკითხების შესახებ ანალიტიკურ და საინფორმაციო მასალებს აქვეყნებს. გამოცემა ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებსა და ლონდონის წამყვან ბიზნესწრეებს შორის დისკუსიის ერთ-ერთ პლატფორმას წარმოადგენს.
თანამშრომლობის ფარგლებში, Business Insider Georgia-ს პლატფორმებზე გამოქვეყნებული London Business Matters-ის მასალები ქართველ მკითხველს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნოს ბრიტანეთისა და ლონდონის ბიზნესგარემოს, ეკონომიკის, საერთაშორისო ვაჭრობის, ინვესტიციების, ტექნოლოგიებისა და სხვა აქტუალური ბიზნესსაკითხების შესახებ გამოცემის მიერ მომზადებულ სტატიებს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ Business Insider Georgia-ს მკითხველს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ბიზნესგარემოს შესახებაც მივაწოდოთ მაღალი ხარისხის, სანდო და საინტერესო ინფორმაცია. London Business Matters-თან თანამშრომლობა ამ მიმართულებით ჩვენი საერთაშორისო კონტენტის კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობას გვაძლევს“, - აღნიშნავს Business Insider Georgia-ს და Georgia Economic Forum-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

London Business Matters-ის ვებგვერდზე ყოველდღიურად ქვეყნდება ახალი ბიზნესმასალები, ხოლო გამოცემის ბეჭდური ჟურნალი პერიოდულად გამოდის. London Business Matters-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ გამოცემა London Chamber of Commerce and Industry-ის სახელით ქვეყნდება.
Business Insider Georgia მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო მედია-პლატფორმებთან თანამშრომლობის განვითარებას, რათა ქართულენოვან აუდიტორიას გლობალური ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ხარისხიანი კონტენტი შესთავაზოს.
სხვა სიახლეები
ჩემთვის და ჩემი ჰოლდინგისთვის, Block Stone Capital-ისთვის, საამაყოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო დეველოპერული პროექტის “Trump Tower Tbilisi”-ის განხორციელებას ჩავუყარეთ საფუძველი და მისი მშენებლობის პროცესს დავუდეთ დასაბამი | ლაშა კვაჭაძე
16.09.2026.13:26
ჩემთვის და ჩემი ჰოლდინგისთვის, Block Stone Capital-ისთვის, საამაყოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო დეველოპერული პროექტის “Trump Tower Tbilisi”-ის განხორციელებას ჩავუყარეთ საფუძველი და მისი მშენებლობის პროცესს დავუდეთ დასაბამი, - აცხადებს ლაშა კვაჭაძე, Block Stone Capital-ის დამფუძნებელი.
,,დარწმუნებული ვარ, ეს მასშტაბური პროექტი საქართველოს მსოფლიო დეველოპერულ რუკაზე კიდევ უფრო გამორჩეულ ადგილს დაუმკვიდრებს და ჩვენი ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას შეუწყობს ხელს", - ამბობს ლაშა კვაჭაძე.
ცნობისთვის, Trump Tower საქართველოშია! 2 მილიარდი დოლარის ღირებულების გენგეგმა 7 ჰექტარზე, თბილისის ცენტრალური პარკის მიმდებარედ იშლება - 600,000 კვ.მ სამშენებლო ფართობითა და 6 შენობით. ამ მასშტაბურ კომპლექსში პირველი სწორედ Trump Tower Tbilisi აღიმართება - 280 მეტრის სიმაღლისა და 62-სართულიანი არქიტექტურული ნიშნული.
პროექტს Archi და Invia ერთობლივად ახორციელებენ. ორმა წამყვანმა ქართულმა კომპანიამ უდიდესი როლი ითამაშა თანამედროვე თბილისის არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებაში.