მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.9
0.0001
flag
AZN 1.5459
-0.0004
flag
CNY 38.834
0.0027
flag
EUR 2.9955
0.0024
flag
GBP 3.5027
0.0002
flag
KZT 55.27
0.0016
flag
TRY 0.0555
0
flag
USD 2.6281
-0.0004
news banner

Business Insider Georgia საერთაშორისო ბიზნეს კავშირების გაფართოებას აგრძელებს და London Chamber of Commerce and Industry-ს წევრი ოფიციალურად ხდება

news image
mbc image

ბიზნეს მედია Business Insider Georgia ოფიციალურად შეუერთდა London Chamber of Commerce and Industry (LCCI)-ს - ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბიზნეს გაერთიანებას გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც საერთაშორისო კომპანიებს, ინვესტორებსა და ინდუსტრიის ლიდერებს აერთიანებს.

LCCI-ის წევრობა Business Insider Georgia-ს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გააძლიეროს საერთაშორისო ბიზნესკავშირები, მიიღოს მონაწილეობა გლობალურ ბიზნესფორუმებში, ქსელურ ღონისძიებებსა და სექტორულ დისკუსიებში, რაც პლატფორმისთვის ახალი პარტნიორობებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის.

ამასთან, წევრობა გულისხმობს წვდომას საერთაშორისო ბიზნესქსელზე, კვლევებსა და ანალიტიკურ რესურსებზე, რაც ქართულ ბიზნესმედიას საშუალებას მისცემს, ადგილობრივ აუდიტორიას კიდევ უფრო მრავალფეროვანი და გლობალურ ეკონომიკურ ტენდენციებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიაწოდოს.

London Chamber of Commerce and Industry 1881 წელს დაარსდა და დღეს ათასობით წევრ კომპანიას აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა სექტორიდან. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ბიზნესთანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას ბრიტანული და საერთაშორისო ბიზნესისთვის.

Business Insider Georgia საქართველოში ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსებისა და საერთაშორისო ბაზრების შესახებ ერთ-ერთი მზარდი მედია პლატფორმაა, რომელიც მკითხველს ოპერატიულ და ანალიტიკურ ინფორმაციას სთავაზობს.

კომპანიის განცხადებით, LCCI-ის წევრობა საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერებისა და ახალი გლობალური შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Sugar Free მომხმარებელს განახლებულ ასორტიმენტს სთავაზობს და მესამე ფილიალის გახსნისთვის ემზადება

28.07.2026.14:00

Sugar Free-მ პროდუქციის ასორტიმენტი გააფართოვა. კომპანიამ მენიუში ახალი დესერტები დაამატა, ხოლო უახლოეს პერიოდში მომხმარებლებს კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, რუსუდან კვანტალიანმა განუცხადა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები და რა ახალ პროდუქტებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

მენიუში უკვე დაემატა ახალი ნამცხვრები, ტორტები და ორცხობილები, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია - სექტემბრამდე მომხმარებლებს კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალი დესერტების უმრავლესობა არა მხოლოდ უშაქრო, არამედ უგლუტენო და კეტო-მეგობრულიც არის, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო ფართო აუდიტორიის საჭიროებებს ვუპასუხოთ.

რამდენად იზრდება უშაქრო პროდუქტებზე მოთხოვნა და როგორ შეიცვალა მომხმარებლის ინტერესები ბოლო წლებში?

თუ რამდენიმე წლის წინ ჩვენი მომხმარებლების ძირითადი ინტერესი მხოლოდ უშაქრო დესერტებისკენ იყო მიმართული, დღეს განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა უგლუტენო და კეტო მეგობრულ პროდუქტებზეც. მომხმარებლები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ პროდუქტის შემადგენლობას, კვებით ღირებულებასა და გამოყენებული ინგრედიენტების ხარისხს. ეს ტენდენცია ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა, მუდმივად განვაახლოთ ასორტიმენტი და შევქმნათ პროდუქტები, რომლებიც ერთდროულად ჯანსაღი და მაღალი ხარისხის არის, ამასთან, გემოვნური თვალსაზრისითაც გამორჩეულია.

როგორია კომპანიის ხედვა რეგიონული განვითარების მიმართულებით? გეგმავთ თუ არა ფიზიკური ობიექტების ან სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებას თბილისის ფარგლებს გარეთ?

ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტი თბილისში პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებაა. სწორედ ამიტომ უახლოეს პერიოდში Sugar Free-ს მესამე ფილიალი დიღომში გაიხსნება, რაც კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, ჩვენი პროდუქცია სახლთან უფრო ახლოს შეიძინოს. რაც შეეხება რეგიონებს, ეს მიმართულება ჩვენი სამომავლო განვითარების გეგმებშია, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ან ვადები ამ ეტაპზე ჯერ არ გვაქვს.

რა არის კომპანიის მთავარი პრიორიტეტები 2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის და რა მიზნები გაქვთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე?

ვაგრძელებთ მუშაობას პროდუქციის განვითარებასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, Sugar Free იქცეს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, ინოვაციურ და სანდო ბრენდად ჯანსაღი დესერტების მიმართულებით.

ინფორმაციისთვის, Sugar Free ბაზარზე დაახლოებით ოთხი წელია ოპერირებს და ამჟამად ორ ფილიალს აერთიანებს: ა. ყაზბეგის გამზირის №30-სა და დიმიტრი მირცხულავას №6-ში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა