მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.2
0.0034
flag
AZN 1.537
0
flag
CNY 38.931
0
flag
EUR 3.0374
0.001
flag
GBP 3.5377
0.0018
flag
KZT 57.52
0.0018
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6128
0.0002
news banner

Capo Verde Hotel Batumi ზაფხულის სეზონს 80%-იანი დატვირთულობით აფასებს

news image
mbc image

2026 წლის ზაფხულის სეზონი Capo Verde Hotel Batumi-სთვის 80%-იანი დატვირთულობით მიმდინარეობდა, სტუმრების ძირითად ნაწილს კი რუსეთის ბაზრიდან ჩამოსული ვიზიტორები შეადგენდნენ. 

როგორ აფასებს Capo Verde Hotel Batumi 2026 წლის ზაფხულის სეზონს, როგორი იყო სტუმრების ნაკადი და რა მოლოდინები აქვს სასტუმროს სეზონის დარჩენილი პერიოდისთვის - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს სასტუმროს გენერალური მენეჯერი გიორგი ბერიძე ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით Capo Verde Hotel Batumi-სთვის 2026 წლის ზაფხულის სეზონს და როგორი იყო სასტუმროს დატვირთულობა წინა წელთან შედარებით?

2026 წლის ზაფხულის სეზონს Capo Verde Hotel Batumi-სთვის დადებითად ვაფასებთ. სეზონის განმავლობაში სასტუმროს საშუალო დატვირთულობამ დაახლოებით 80% შეადგინა, რაც ზაფხულის პერიოდში სტაბილურ მოთხოვნაზე მიუთითებს.

როგორი იყო სტუმრების ნაკადი მიმდინარე ზაფხულში და რომელი ქვეყნების ბაზრებიდან იყო ყველაზე მეტი ვიზიტორი? შეიცვალა თუ არა უცხოელი და ადგილობრივი სტუმრების თანაფარდობა წინა სეზონთან შედარებით?

მიმდინარე ზაფხულშიც სტუმრების ძირითად ნაწილს რუსეთის ბაზრიდან ჩამოსული ვიზიტორები შეადგენდნენ. რაც შეეხება ადგილობრივ სტუმრებს, მათი წილი უცხოელ ვიზიტორებთან შედარებით ნაკლები იყო.

საერთო ჯამში, სეზონის განმავლობაში უცხოელი სტუმრების ნაკადი დომინირებდა.

რა სიახლეები შესთავაზა Capo Verde Hotel Batumi-მ სტუმრებს მიმდინარე ზაფხულის სეზონზე და როგორ მიიღეს ეს ცვლილებები მომხმარებლებმა?

მიმდინარე ზაფხულის სეზონზე სასტუმროს შეთავაზებებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა. Capo Verde Hotel Batumi სტუმრებს უკვე არსებული სერვისებითა და პირობებით მასპინძლობდა და ძირითადი აქცენტი კვლავ სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაზე იყო.

როგორია თქვენი მოლოდინი ზაფხულის სეზონის დარჩენილ პერიოდზე და რა გეგმები აქვს Capo Verde Hotel Batumi-ს შემოდგომისა და წლის დარჩენილი პერიოდისთვის?

Capo Verde Hotel Batumi სეზონურად მუშაობს და მიმდინარე წლის სეზონის დასრულება სექტემბრის ბოლოს იგეგმება. ამ ეტაპზე უკვე შეინიშნება მოთხოვნის შემცირება - სექტემბრის ჯავშნების მაჩვენებელი დაახლოებით 40% მდეა ჩამოსული, რაც სეზონის დასრულებასთან დაკავშირებულ ბუნებრივ კლებას ასახავს.

სეზონის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი მიზანი კვლავ სტუმრებისთვის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებაა. სასტუმრო მუშაობას სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს, რის შემდეგაც სეზონური პერიოდი დასრულდება.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი

08.09.2026.14:47

სადაზღვევო კომპანია ალდაგში, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებისთვის, JBL-ის პორტატული დინამიკების გათამაშება გრძელდება. ყოველი მეორასე მომხმარებელი, რომელიც სამოგზაურო დაზღვევას, onlinetravel.aldagi.ge-ზე შეიძენს, დასაჩუქრდება.

„მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული ღირებულებისა და დამატებითი კომფორტის შექმნა ჩვენი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ ჩვენი კამპანია „არ დააგვიანო სამოგზაურო დაზღვევის შეძენა და მიიღე საჩუქარი“ წარმატებული და მოთხოვნადია და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, უსაფრთხო მოგზაურობასთან ერთად, დამატებითი უპირატესობებით ისარგებლონ. კამპანიაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მოგზაურს, რომელიც დაზღვევას ალდაგის ვებ-გვერდზე შეიძენს,” - აცხადებენ ალდაგში;

ალდაგი, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს, უკვე სთავაზობს როუმინგოს 1 GB ინტერნეტსა და 20%-იან ფასდაკლებას ნებისმიერ პაკეტზე და სპეციალურ ფასს Sixt-ის ავტომობილის დაქირავების სერვისზე, მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა