მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190.6
0.0035
flag
AZN 1.5244
0.0002
flag
CNY 38.901
0.0075
flag
EUR 2.8343
-0.008
flag
GBP 3.3867
-0.0101
flag
KZT 56.28
-0.0056
flag
TRY 0.0512
-0.0001
flag
USD 2.5922
-0.0004
news banner

Carousel & More საბავშვო პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს - რა გეგმები აქვს კომპანიას

news image
mbc image

Carousel & More ბავშვთა პრემიუმ სასაჩუქრე ბოქსების ბრენდია, რომელიც ასორტიმენტს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ავითარებს. კომპანიამ მომხმარებლებს უკვე შესთავაზა ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული პროდუქტები და სასკოლო კოლექციები, სამომავლოდ კი საკუთარი საბავშვო ტანსაცმლის ბრენდის შექმნასაც განიხილავს. ბრენდის სიახლეებისა და განვითარების გეგმების შესახებ Business Insider Georgia Carousel & More-ის დამფუძნებელს, ანუკი აბრამიშვილს ესაუბრა.

რა სიახლეები აქვს Carousel & More-ს ამ ეტაპზე და როგორ ვითარდება ბრენდის საქმიანობა? დაემატა თუ არა ახალი პროდუქტები ან სასაჩუქრე კოლექციები?

Carousel & More-ს განვითარების ეს ეტაპი განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი შედეგებით გამოირჩევა. ბრენდის შექმნისას ჩვენი მთავარი მიზანი იყო, შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის განსხვავებული გამოცდილება - არა უბრალოდ საბავშვო ნივთების ნაკრები, არამედ სრულყოფილი, ემოციური და ესთეტიკურად გამორჩეული სასაჩუქრე პროდუქტი, რომლის თითოეული დეტალი ერთიან კონცეფციას ქმნის.

მიხარია, რომ მომხმარებელთა რეაქციამ და გაყიდვების შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. აღმოჩნდა, რომ ბაზარზე არსებობდა მოთხოვნა ისეთ პროდუქტზე, სადაც თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც შიგთავსის ხარისხი და მრავალფეროვნება, ისე შეფუთვა, ვიზუალური მხარე და საჩუქრის მიღებით გამოწვეული ემოცია.

დღეს Carousel & More უკვე გაცდა საწყის კონცეფციას და ეტაპობრივად ვითარდება, როგორც საბავშვო სასაჩუქრე და ლაიფსტაილ მიმართულების ბრენდი.

ასორტიმენტს დავამატეთ ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული პროდუქტები და სასკოლო კოლექციები - School Box-ები, რომლებმაც მომხმარებელთა მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩვენი მიზანია, პროდუქცია მხოლოდ საჩუქრის ფუნქციით არ შემოიფარგლებოდეს და ბავშვებისთვის პრაქტიკულ, შემეცნებით და სახალისო ღირებულებასაც ქმნიდეს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბრენდის ზრდასთან ერთად არ ვკარგავთ მთავარ პრინციპს: თითოეული კოლექცია უნდა იყოს გამორჩეული, გააზრებული და მომხმარებლისთვის რეალური ღირებულების მატარებელი.

წინა ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ გეგმავდით ბიჭებისთვის განკუთვნილი ბოქსებისა და ჩვილების კოლექციის დამატებას. განხორციელდა თუ არა ეს გეგმები და როგორია მომხმარებელთა ინტერესი ახალი შეთავაზებების მიმართ?

ბრენდის განვითარების პროცესში მომხმარებელთა მოთხოვნა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ორიენტირია. სწორედ მომხმარებელთა ინტერესმა განაპირობა ასორტიმენტის გაფართოება და ახალი მიმართულებების დამატება.

ბიჭებისთვის განკუთვნილი კოლექციის მიმართულებით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადავდგით - მომხმარებლებს შევთავაზეთ ბიჭების სასკოლო ბოქსები, ხოლო ძალიან მალე ასორტიმენტს ჯადოსნური ბიჭების ბოქსებიც შეემატება. ამ მიმართულებით განსაკუთრებული კონცეფციის შექმნაზე ვმუშაობთ, რადგან გვინდა, ბიჭებისთვის განკუთვნილ კოლექციასაც ისეთივე ინდივიდუალური ხასიათი და გამორჩეული გამოცდილება ჰქონდეს, როგორიც ჩვენს გოგონების ბოქსებს აქვს.

ჩვილების კოლექციაც ჩვენი განვითარების გეგმების ნაწილია. ამ მიმართულებითაც გვინდა, მომხმარებელს შევთავაზოთ არა სტანდარტული პროდუქტი, არამედ ასაკისა და საჭიროებების გათვალისწინებით შერჩეული, ესთეტიკურად დახვეწილი სასაჩუქრე კონცეფცია.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ასორტიმენტის გაფართოება მხოლოდ ახალი პროდუქტის დამატებას არ ნიშნავდეს. ყოველი ახალი მიმართულება უნდა პასუხობდეს კონკრეტულ საჭიროებას და ინარჩუნებდეს Carousel & More-ის ხარისხის, დიზაინისა და პრეზენტაციის სტანდარტს.

როგორია დღეს მოთხოვნა პრემიუმ საბავშვო სასაჩუქრე ბოქსებზე? შეიცვალა თუ არა მომხმარებელთა პრიორიტეტები და რა ტიპის პროდუქტებს ანიჭებენ უპირატესობას?

ვფიქრობ, მომხმარებელთა დამოკიდებულება სასაჩუქრე პროდუქტების მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა. დღეს საჩუქრის არჩევისას მხოლოდ ნივთების რაოდენობა ან ფასი აღარ არის გადამწყვეტი. სულ უფრო მეტად ფასდება კონცეფცია, ინდივიდუალიზმი, ესთეტიკა, ხარისხი და ის ემოცია, რომელსაც საჩუქარი ქმნის.

სწორედ ამ ტენდენციაზე ავაგეთ Carousel & More-ის კონცეფცია. ჩვენი პროდუქტი არ არის უბრალოდ ყუთში მოთავსებული საბავშვო ნივთების ნაკრები. ეს არის წინასწარ გააზრებული სასაჩუქრე გამოცდილება, სადაც შეფუთვიდან თითოეული ნივთის შერჩევამდე ყველაფერი ერთიან იდეას ემსახურება.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მომხმარებელთა უკუკავშირი ხშირად სცდება საჩუქრის ვიზუალით გამოწვეულ პირველ შთაბეჭდილებას. ადამიანები გვიზიარებენ, რომ ბოქსის გახსნისას მიღებული ემოცია და შიგთავსის მრავალფეროვნება მათ მოლოდინს აჭარბებს. სწორედ ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი - შევქმენით პროდუქტი, რომელმაც მომხმარებელს იმაზე მეტი შესთავაზა, ვიდრე თავდაპირველად ელოდა.

დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Carousel & More-მა ამ ნიშაში წამყვანი პოზიციის დამკვიდრება შეძლო. ამას ადასტურებს მომხმარებელთა ინტერესი, უკუკავშირი, გამოკითხვების შედეგები და ბრენდის ცნობადობის ზრდა.

საინტერესოა ისიც, რომ ჩვენი კონცეფცია ბაზარზე არაერთი ახალი მსგავსი შეთავაზების გაჩენის ინსპირაციად იქცა. მიმაჩნია, რომ ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ Carousel & More-მა განსხვავებული პროდუქტი შექმნა და მომხმარებლისთვის ახალი სტანდარტის დამკვიდრებას შეუწყო ხელი. მიხარია, რომ ჩვენი იდეა სხვებისთვისაც ინსპირაციის წყარო გახდა. კონკურენციას ჯანსაღი განვითარების ნაწილად აღვიქვამ, თუმცა მჯერა, რომ ბრენდის ნამდვილ უპირატესობას მხოლოდ იდეის კოპირება ვერ ქმნის - მას ქმნის ხარისხი, მუდმივი განვითარება, მომხმარებლის ნდობა და საკუთარი იდენტობა.

ჩვენი სტრატეგიაა, პრემიუმ სეგმენტში კონკურენტუნარიანობა შევინარჩუნოთ არა მხოლოდ ვიზუალური განსხვავებულობით, არამედ პროდუქტის შინაარსითა და მომხმარებლისთვის შექმნილი სრული გამოცდილებით.

რა გეგმები აქვს Carousel & More-ს სამომავლოდ? განიხილავთ თუ არა ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოებას, ახალი კოლექციების შექმნას ან გაყიდვების ახალი არხების განვითარებას?

Carousel & More-ის განვითარების გეგმები საკმაოდ ამბიციურია. ამ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტია ბრენდის კიდევ უფრო გაძლიერება, პროდუქტის ხარისხის შენარჩუნება და ასორტიმენტის გააზრებული გაფართოება.

ვგეგმავთ ახალი სასაჩუქრე კოლექციების შექმნას, ასაკობრივი კატეგორიების გამრავალფეროვნებას და ისეთი პროდუქტების დამატებას, რომლებიც ბავშვებისთვის არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებული იქნება.

ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება, რომელზეც ვფიქრობ, Carousel-ის სახელით საბავშვო ტანსაცმლის ბრენდის შექმნაა. მინდა, მომავალში მომხმარებელს შევთავაზოთ არა მხოლოდ გამორჩეული სასაჩუქრე ბოქსები, არამედ ჩვენი ესთეტიკისა და კონცეფციის შესაბამისი საბავშვო ტანსაცმლის კოლექციებიც. ეს ჯერ კიდევ განვითარების იდეაა, თუმცა ვფიქრობ, მას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.

ასევე განვიხილავთ გაყიდვების არხების განვითარებასა და ბრენდის ხელმისაწვდომობის გაზრდას, რათა Carousel & More კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს გავაცნოთ.

ჩემთვის, როგორც დამფუძნებლისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი მხოლოდ დღევანდელი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე არ იყოს ორიენტირებული. მინდა, თავად ვქმნიდეთ ახალ ტენდენციებს და მომხმარებელს მუდმივად ვთავაზობდეთ სიახლეებს.

Carousel & More-ის გრძელვადიანი ხედვაა, ჩამოყალიბდეს ძლიერ, ცნობად და გამორჩეულ საბავშვო ბრენდად, რომლის სახელსაც მომხმარებელი პირველ რიგში ხარისხთან, ორიგინალურ იდეებთან, განსაკუთრებულ ესთეტიკასა და დაუვიწყარ საჩუქართან დააკავშირებს.

მჯერა, რომ ბრენდის ყველაზე დიდი კაპიტალი მომხმარებლის ნდობაა. სწორედ ამ ნდობის შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე ვაშენებ Carousel & More-ის მომავალს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Carousel & More საბავშვო პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს - რა გეგმები აქვს კომპანიას

25.11.2026.12:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა