Carpeteria დიზაინერებთან კოლაბორაციას აანონსებს
„სიახლეები მუდმივად გვაქვს. განსაკუთრებით, სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით. ჩვენი ძირითადი მიმართულება ვორქშოფები და ინდივიდუალური დიზაინით დამზადებული აქსესუარები, ასევე ხალიჩებია. ახლა ვემზადებით ვალენტინობისთვის და ახალი პროდუქციის დამატებისთვისაც. უკვე ჩავუშვით, პირველი ჩაშვება ყვავილის ფორმის აქსესუარი და სხვა დიზაინებიც გვექნება უახლოეს პერიოდში. ძირითადად, ვიყენებთ ქართულ 100%-იან შალის ძაფს, 50%-ით გვაქვს შალი გამოყენებული და 50%-ით უფრო აკრილის მასალა, რომელიც სინაზეს მატებს პროდუქტს“, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი მარიამ მარგიანი.
კომპანია აქტიურად გეგმავს სხვადასხვა კოლაბორაციას, როგორც ინტერიერის დიზაინერებთან, ასევე სხვა ცნობილ დიზაინერებთანაც.
„კოლაბორაციებს ვგეგმავთ, როგორც ინტერიერის დიზაინერებთან, ასევე ცნობილ დიზაინერებთანაც. აქტიური კოლაბორაცია გვაქვს დაწყებული და ძალიან კარგი სიახლით დავბრუნდებით მალე ბაზარზე. გვექნება ,,კაფსულა" კოლექციები სხვადასხვა არტისტებთან ერთად, სადაც იქნება წარმოდგენილი სახლის სხვადასხვა აქსესუარების პატარა ,,კაფსულა" კოლექციები. მათ შორის, იქნება ჩვენი ხალიჩები და აქსესუარები, ბალიშის სახით და შესაძლოა, სარკის სახითაც. ინტერიერის დიზაინერთა, ,,დიზაინ ბიურო" არის ესეთი არქიტექტურული კომპანია, რომელთანაც წლებია ვთანამშორმლოთ და მათთან თანამშრომლობის შედეგად იტალიაში კერძოდ, მილანში გაგვაქვს ჩვენი ხალიჩები Alcova Milano-ზე და წელსაც სავარაუდოდ გვექნება მსგავსი კოლაბორაცია“, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი მარიამ მარგიანი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.