Cashback-ის და Mastercard-ის სააღდგომო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
სააღდგომოდ, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ი და Mastercard-ი, მომხმარებლებს გაზრდილ ქეშბექს სთავაზობს. აქციის ფარგლებში, 4-დან 8 აპრილის ჩათვლით, ლიბერთის Mastercard ბარათების მფლობელებს საშუალება ექნებათ გადახდილი თანხის 30%-მდე მომენტალურად დაიბრუნონ.
4 აპრილი - MIDEA – 30% ქეშბექი | ლიმიტი 300 ლარი
შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში და ვრცელდება არსებულ ფასდაკლებაზეც.
8 აპრილი - NIKORA SUPERMARKET – 25% ქეშბექი | ლიმიტი 50 ლარი
შეთავაზება ვრცელდება არსებულ ფასდაკლებებზეც.
აქციის ფარგლებში, თამბაქოს ტიპის პროდუქციის, მათ შორის ელექტრო სიგარეტების, ვეიპების ა.შ. და მზესუმზირის ზეთის 1 ლიტრიანი შეფუთვის შეძენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მაქსიმუმ 5 ერთეულის შეძენა.
8 აპრილი - SOCAR – 25% ქეშბექი | ლიმიტი 50 ლარი
Studio Liberty-ის წევრებისთვის 30% ქეშბექი | ლიმიტი 50 ლარი
აქცია არ ვრცელდება თვითმომსახურების და სანაპირო 3, წნორი, კეპენეხჩი, კახაბერი, გურჯაანი სადგურებზე.
დამატებითი პირობები:
• შეთავაზება ვრცელდება ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას;
• შეთავაზება ვრცელდება ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას;
• ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ ობიექტებში;
• ტოპ|ქარდით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლები ისარგებლებენ მხოლოდ გადანაწილებით.
• შეთავაზება არ ვრცელდება სასაჩუქრე ბარათების შეძენაზე;
• ბანკი იტოვებს უფლებას საეჭვო ტრანზაქციის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს არ დაუბრუნოს ქეშბექის თანხა.
გადავიმეოროთ ქეშბექის მიღების წესები:
1. გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებ-გვერდზე: cashback.ge
2. გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება წინასწარ
3. გადაიხადე ლიბერთის Mastercard ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე
4. თუ ჯერ კიდევ არ ხარ ლიბერთის მომხმარებელი, გახდი ჩვენიანი ონლაინ:
*წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია:iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე cashback.ge.
თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.