CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
29 ივლისს, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და Mastercard-ის პარტნიორობის ფარგლებში, ლიბერთის Mastercard ბარათებით ICR Home-ის მაღაზიებში გადახდისას, მომხმარებლები მომენტალურად 40% ქეშბექს დაუბრუნებენ. დასაბრუნებელი თანხის ლიმიტი 500 ლარი.
დეტალური პირობები:
• შეთავაზება ვრცელდება ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას;
• შეთავაზება ვრცელდება ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას;
• შეთავაზება ვრცელდება ყველა ტიპის პროდუქციაზე, მათ შორის ფასდაკლებულ პროდუქციაზეც.
• შეთავაზება ვრცელდება როგორც ფიზიკურ მაღაზიებში ასევე ონლაინ;
• ონლაინ გადახდისას აუცილებელია ლიბერთის გადახდის არხის არჩევა;
• ტოპქარდით გადახდისას ისარგებლებთ მხოლოდ გადანაწილებით;
• შეთავაზება არ ვრცელდება სასაჩუქრე ბარათების შეძენაზე;
• შეთავაზების დროს არ მოქმედებს ნივთის უკან დაბრუნება, შესაძლებელია მხოლოდ გაცვლა;
• ბანკი იტოვებს უფლებას საეჭვო ტრანზაქციის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს არ დაუბრუნოს ქეშბექის თანხა.
გადავიმეოროთ ქეშბექის მიღების წესები:
1. გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე: cashback.ge
2. გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება წინასწარ
3. გადაიხადე ლიბერთის Mastercard ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე
4. თუ ჯერ კიდევ არ ხარ ლიბერთის მომხმარებელი, გახდი ჩვენიანი ონლაინ:
წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე cashback.ge.
თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ჯეოკეპმა“ ახალი საწარმო გახსნა
27.07.2026.14:30
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „ჯეოკეპმა“ თბილისში, გივი ამილახვარის #17-ში ახალი საწარმო გახსნა.
ახალი მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს.
პროექტის ჯამური ღირებულება 15 მლნ. ევროს შეადგენს, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 10 მლნ. ევროა.
ინფორმაციისთვის, „ჯეოკეპი“ 2014 წელს პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაარსდა და დღეს პლასტმასისა და მინის ბოთლებისთვის სხვადასხვა ტიპის ალუმინის საცობებს აწარმოებს. კომპანია ამ ტიპის პროდუქციის ერთადერთი მწარმოებელია ამიერკავკასიის რეგიონში და მომხმარებლებს 8 სახეობის სხვადასხვა მოდიფიკაციის ალუმინის საცობს სთავაზობს.
2019 წელს „ჯეოკეპის“ ჯგუფს კომპანია „ჯამპლასტი“ შეუერთდა, რომელიც ასევე ალუმინის საცობების წარმოებაზეა სპეციალიზებული. კომპანიის პროდუქცია უკვე ექსპორტზე გადის როგორც ამიერკავკასიის, ისე შუა აზიის ქვეყნებში, მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში.
დღეს კომპანია 20 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ოპერირებს, 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და წელიწადში 700-800 მილიონ საცობს აწარმოებს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში „ჯეოკეპი“ ახალი საწარმოო ხაზების დამატებასა და წარმოების მოცულობის 1-1.2 მილიარდ საცობამდე გაზრდას გეგმავს, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასაც შეუწყობს ხელს.
„საქართველოს ბანკი პარტნიორ ბიზნესებთან ერთად ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და ექსპორტის შესაძლებლობების შექმნას აქტიურად უწყობს ხელს.„ჯეოკეპის“ ახალი საწარმო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც კიდევ უფრო განავითარებს წარმოების სექტორს საქართველოში და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. გვჯერა, რომ კომპანია წარმატებით განაგრძობს ზრდას და ქართულ წარმოებას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. ჩვენ კი არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას,“ - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო გერგედავამ.