Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
23 მაისს, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და Visa-ს პარტნიორობის ფარგლებში, ლიბერთის Visa ბარათებით ICR Trade-ის მაღაზიებში გადახდისას, მომხმარებლები 30% ქეშბბექს დაიბრუნებენ. დასაბრუნებელი თანხის ლიმიტი 150 ლარი.
Studio Liberty-ის წევრებისთვის მოქმედებს 40% ქეშბექი, რისთვისაც აუცილებელია გადახდა შესრულდეს Studio Liberty-ის Visa Platinum ბარათით.
ICR Trade-ში შემავალი ბრენდები: Studio Shoes Gallery, ECCO, GEOX, AW LAB, ICR SPORT, BATA, BAMBINO, SCARPIERA, CORSO ITALIA, OKAIDI, JACADI, REPLAY, OUTLET.
დეტალური პირობები:
• შეთავაზება ვრცელდება ლიბერთის Visa ბარათით გადახდისას;
• შეთავაზება ვრცელდება ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას;
• შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში;
• ტოპქარდით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლები ისარგებლებენ მხოლოდ გადანაწილებით;
• შეთავაზება არ ვრცელდება სასაჩუქრე ბარათების შეძენაზე;
• ქეშბექით სარგებლობისას ვერ გამოიყენებთ ბონუს ბარათის ფასდაკლებას;
• შეთავაზების დროს არ მოქმედებს ნივთის უკან დაბრუნება, შესაძლებელია მხოლოდ გაცვლა;
• ბანკი იტოვებს უფლებას საეჭვო ტრანზაქციის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს არ დაუბრუნოს ქეშბექის თანხა.
გადავიმეოროთ ქეშბექის მიღების წესები:
1. გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე: cashback.ge
2. გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება წინასწარ
3. გადაიხადე ლიბერთის Visa ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე
4. თუ ჯერ კიდევ არ ხარ ლიბერთის მომხმარებელი, გახდი ჩვენიანი ონლაინ: https://onboarding.lb.ge
წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე cashback.ge.
თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.
სხვა სიახლეები
ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით, გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია - პრემიერი
19.09.2026.16:42
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ფერმერის დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფერმერის შრომაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოში.
„ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება, სოციალური სტაბილურობა და, რა თქმა უნდა, ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ძლიერი სოფელი და ძლიერი სოფლის მეურნეობა. აქედან გამომდინარე, თითოეულ თქვენგანს, ფერმერებს მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისთვის. ეს შრომა არის ნამდვილად პატრიოტიზმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება.
ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით. ამ წინსვლას ადასტურებს კონკრეტული შედეგები. გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია. სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ 5.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ეროვნული ეკონომიკის თითქმის 6%-ს შეადგენს დღეისათვის. სოფლად დასაქმებულთა რაოდენობამ 577 ათასს გადააჭარბა, ხოლო უმუშევრობა 11.2%-მდე შემცირდა. ეს შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი წინსვლა, თუმცა სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, მუდმივი განვითარება. ამისათვის სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებ