მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„CBS ჯგუფი“ „სელფი მობაილთან“ ერთად არსებული ქსელის გაუმჯობესებასა და 5G-ის დანერგვაზე ათობით მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

news image
mbc image

ვაცხადებთ მზაობას, რომ განგრძობით რეჟიმში განვახორციელოთ ათობით მილიონი დოლარის ინვესტიცია არსებული ქსელის გაუმჯობესებისა და მომავალში ზუსტად ისეთი გამოწვევების საპასუხოდ, როგორიც არის 5G, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან CBS ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა თამარ გახარიამ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ CBS ჯგუფში შემავალი კომპანიაა „სელფი მობაილი“, რომელიც ბაზარზე სელფის ბრენდით ოპერირებს.

მისი განმარტებით, მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ფონზე კომპანიას შესაძლებლობა აქვს, რომ უმტკივნეულოდ დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რაც სამომავლოდ 5G ლიცენზიის მიღებას უკავშირდება. 

„მიმდინარე წლიდან CBS ჯგუფი საკმაოდ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებას ვიწყებთ. ჩვენი გუნდისთვის, როგორც ჯგუფის დონეზე ასევე სელფი მობაილის დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანია არსებული ქსელის ხარისხის გაუმჯობესება, არეალის დაფარვის გაზრდა და მათ შორის მომავალზე ზრუნვა. მსოფლიო ტრენდები ყველასთვის ცნობილია, რომ მივდივართ ხელოვნური ინტელექტის, ასევე მანქანური სწავლების მიმართულებით. ცხოვრების ტემპის ზრდასთან ერთად წარმოიქმნება გარკვეული მოთხოვნები და მოთხოვნილებები როგორც საცალო მომხმარებელთა ბაზიდან ასევე სახელმწიფო და ბიზნესის საჭიროებებიდან.

სწორედ აქედან გამომდინარეობს ის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ უკვე დღეიდან ვიწყებთ იმისათვის მზადებას, რომ რამდენიმე წელიწადში ვუპასუხოთ ამ გამოწვევას და 5G ტექნოლოგიებისთვის ვიყოთ მზად.

რატომ გახდა ჩვენთვის ეს ტენდერი მომხიბვლელი განსხვავებით კონკურენტებისგან? იმიტომ, რომ როდესაც მუშაობა დავიწყეთ, ჩვენი ქსელის შესწავლასთან დაკავშირებით, დეტალური ანალიზი გაკეთდა ამასთან დაკავშირებით და მივხვდით, რომ შესაძლებლობაა , რომ მიმდინარე გაუმჯობესებასთან ერთად ძალიან უმტკივნეულოდ ინტეგრირდეს ნოკიას ტექნოლოგიები, რომ კომპანია ზედმეტი დროისა და ზედმეტი რესურსების დაზოგვის ხარჯზე განვითარებულიყო. შესაბამისად ტექნოლოგიური ლიდერმა კომპანიამ როგორიც არის ნოკია შემოგვთავაზა მისი პორტფელიდან უახლოესი გადაწყვეტილებები, რომელიც არსებული ქსელის გაუმჯობესებასთან ერთად გვალევს იმ ვალდებულებების უმტკივნეულოდ შესრულების საშუალებას, რაც გამოცხადებულია 5G ლიცენზიის ტენდერში. ჩვენ უფრო მეტად მზად ვიყავით და დრო და მომენტიც დაგვემთხვა, რომ შევძელით აგვეღო ეს პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე“, - აცხადებს  CBS ჯგუფის ფინანსური დირექტორი თამარ გახარია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა