ჩაანაცვლე შეფმზარეული Ninja-ს ტექნიკის დახმარებით
ბევრ ჩვენგანს თანამედროვე დატვირთული გრაფიკის პირობებში უჭირს სამზარეულოში ტრიალისთვის დროის გამონახვა. დროის სიმცირის გამო ადამიანები ხშირად სულაც უარს ამბობენ ჯანსაღი, გემრიელი კერძების სახლში მომზადებაზე. თუმცა ისევე როგორც ბევრი სხვა რუტინული საყოფაცხოვრებო პრობლემის შემთხვევაში, თანამედროვე ტექნიკის ბრენდები აქაც გვთავაზობენ მოსახერხებელ გადაწყვეტებს. და ალბათ არც ერთი სახელი დღეს ისე პოპულარული არაა სამზარეულო ტექნიკაში, როგორც ნინჯა.
Ninja ინოვაციური ამერიკული ბრენდია, რომელმაც 2020-იან წლებში საოჯახო კულინარიაში ნამდვილი გარდატეხა მოახდინა. პანდემიის პერიოდში, როდესაც ადამიანების უმრავლესობა სახლში ჩაიკეტა, ნინჯას აეროგრილები (ე.წ. “ეარფრაიერები”) სამზარეულოს წვრილი ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საგანი გახდა. კომპანიამ დაამსხვრია სტერეოტიპი თითქოს სახლში კერძების მომზადება და ჯანსაღი კვება დიდ დროსა და განსაკუთრებულ რესურსებს მოითხოვს.
ნინჯას ბრენდის ინჟინერთა მთავარი დავალება იმ პრობლემების მარტივად გადაჭრის გზების პოვნაა, რომელიც სამზარეულოში ყველაზე ხშირად იჩენს თავს - კერძის მომზადებისთვის სწორი ტემპერატურისა და დროის შერჩევა, ზედმეტი გამოშრობა, გარედან შებრაწვა, როცა შიგნით ინგრედიენტები უმი რჩება, ხრაშუნა გარსის შექმნა და ა.შ. სანამ Ninja-ს ტექნიკა გაყიდვაში ჩაეშვება, გუნდი ათასობით საათს უთმობს სხვადასხვა რეცეპტის ტესტირებას. ბრენდის მთავარი მიზანია ყოველი ახალი ინსტრუმენტი კონკრეტულ რთულ ამოცანებს ადამიანისგან მინიმალური ჩარევის ფონზე, თითქმის დამოუკიდებლად წყვეტდეს.
ამასთან, ბრენდი იმასაც ითვალისწინებს, რომ თანამედროვე მომხმარებელს გარდა ფუნქციურობისა, სხვა მოთხოვნებიც აქვს - თითოეული მოწყობილობა ეკოლოგიურად სუფთა მასალებით იქმნება, კომპანია კი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ გამოყენებისას შემცირდეს ნახშირბადის გამოყოფა და შეფუთვაც დროთა განმავლობაში უფრო ეკომეგობრული მასალებით ჩანაცვლდეს.
ხრაშუნა კერძები ზედმეტი ცხიმის გარეშე
უდავოდ, ყველაზე პოპულარული რაც ბრენდს ოდესმე გამოუშვია, ნინჯას აირფრაიერია (Airfryer). აეროგრილი საშუალებას აძლევს ადამიანს საყვარელი კერძების უფრო ჯანსაღი, ნაკლებცხიმიანი ვერსია მარტივად, მინიმალური ზედამხედველობით მოამზადოს.
ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით ეარფრაიერი საკვებს ცხელი ჰაერის სწრაფი ცირკულაციით ამზადებს. მძლავრი ვენტილატორი ცხელ ჰაერს პროდუქტის გარშემო თანაბრად, სწრაფად ატრიალებს, რაც კერძს ყველა მხრიდან ერთნაირად წვავს, ისე რომ ზეთი საჭირო არ არის. უფრო ახალ მოდელებში დამატებულია ინოვაციური ფუნქცია Max Crisp, რომელიც ტემპერატურის 240°C გრადუსამდე გაზრდის საშუალებას იძლევა. მოწყობილობას შეუძლია კარტოფილისა თუ ქათმის ფრთების 75-90%-ით ნაკლები ზეთით მომზადება, ისე რომ საკვები შიგნიდან წვნიანი რჩება გარედან კი კარგად იბრაწება. დიდი უპირატესობაა ისიც, რომ აეროგრილში პირდაპირ შეგიძლია მოათავსო გაყინული პროდუქტი, წინასწარ გალღობის გარეშე.
ცალკე ყურადღებას იმსახურებს ინოვაციური DualZone ტექნოლოგია. მაგალითად AF500EU მოდელი FlexDrawer სისტემითაა აღჭურვილი, ორი დამოუკიდებელი კალათი შეგიძლია ორი სრულიად განსხვავებული კერძის მოსამზადებლად გამოიყენო. თითოეულს განცალკევებული გამაცხელებელი ელემენტები აქვს, რაც საშუალებას გაძლევს ინდივიდუალური პარამეტრები დააყენო - ერთ მხარეს, ვთქვათ, შეწვა ხორცი, რასაც სულ 10-12 წუთი სჭირდება, მეორე მხარეს კი ბოსტნეული, რასაც საშუალოდ 18-22 წუთი შესაძლოა დასჭირდეს. ჭკვიანი ფუნქცია Smart Finish სრულად აკონტროლებს მზადების დროს.
ნამდვილი ტრენდსეტერის ინოვაციური, მძლავრი ტექნოლოგია
ბრენდი პირველ რიგში იმითაა ცნობილი, რომ მუდმივად ქმნის ახალი ტიპის მოწყობილობებს, რომელიც გამოსვლის მომენტიდან ბესტსელერი ხდება და შემდეგ სხვა ბრენდები ცდილობენ სასწრაფოდ გადაიღონ. ერთ-ერთი ასეთი ტრენდული აპარატი, Ninja Creami საქართველოშიც უკვე ხელმისაწვდომია. ჯანსაღი შინაურული ნაყინის აპარატი ინტერნეტსივრცეში განსაკუთრებით კი ტიკტოკზე გლობალურად გავირუსდა როგორც კი ბაზარზე პირველად გამოჩნდა.
სპეციალური Creamify ტექნოლოგია გაყინულ ხილს, იოგურტს, პროტეინის შეიკს წუთებში აქცევს ჰაეროვან, კრემოვან დესერტად. მოწყობილობას აქვს რამდენიმე ფუნქცია, რომელიც ამზადებს სორბეტს, იტალიურ ჯელატოს და სმუზებს. ინგრედიენტების შერჩევისას მომხმარებელი თითქმის არაა შეზღუდული. ყველას აქვს საშუალება მოამზადოს თავისი სპეციფიური კვების შესაბამისი დესერტები, მათ შორის ულაქტოზო, ვეგანური ან უშაქრო.
არანაკლებ პოპულარულია ნინჯას ბლენდერები. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია BN750EU, რომელიც აღჭურვილია ჭკვიანი Auto iQ პროგრამებით. სისტემა ინგრედიენტებს დამოუკიდებლად აფასებს და თავად არჩევს პულსირების, პაუზებისა და შერევის ოპტიმალურ რეჟიმებს. Pro Extractor-ის უმძლავრესი პირები კი მარტივად უმკლავდება შედარებით მაგარ და მყარ ინგრედიენტებსაც - ქვასავით გაყინული ხილი, თხილეული, ხილის მკვრივი კანი, მაღალბოჭკოვანი მცენარეები, რომლებიც სტანდარტულ ბლენდერებში სრულად არ ბლენდერდება. ნინჯას ბლენდერი იდეალური კონსისტენციის სმუზის, სოუსებსა და კრემსუპს ქმნის.
რატომ უნდა შეიძინო Ninja-ს ტექნიკა ალტაში?
რაც უფრო პოპულარულია ესა თუ ის ბრენდი, მით უფრო ხშირად ჩნდება საერთაშორისო ბაზარზე არაოფიციალური ან საეჭვო წარმოშობის მოდელები, რომლებსაც ავთენტურად აფასებენ, ხოლო ოფიციალურ წარმოებას კი სულ უფრო ხშირად ვხვდებით გადამყიდველთა საიტებზე.
არაოფიციალური ალტერნატივები თითქმის არასდროსაა ისეთივე გამძლე და მძლავრი, როგორც ორიგინალი, რადგან არ გადის ხარისხის შესაბამის კონტროლს. ის ხშირად იაფფასიანი მასალებისგან მზადდება და ექსპლუატაციისას სახიფათოა. რაც შეეხება არაოფიციალურ გადამყიდველებს, ამ შემთხვევაშიც ტექნიკის შეძენა რისკია - იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაგიმართლა და Ninja-ს ორიგინალი ტექნიკა შეიძინე, ვერ მიიღებ ოფიციალურ ქარხნულ გარანტიასა და შესაბამის მომსახურებას, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი წუნის შემთხვევაში კარგავ მნიშვნელოვან ფინანსურ ინვესტიციას. ამიტომ სანდო პარტნიორის შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ახალ ტექნოლოგიას პირველ რიგში იმისთვის ვყიდულობთ, რომ ჩვენი ყოველდღიური დატვირთვა შემცირდეს. კულინარიული ტექნიკა გამონაკლისი არაა - ამ დარგში ინოვაცია ჩვენთვის დროის დაზოგვის და გემრიელი კერძების მაქსიმალურად სწრაფად, დატვირთვის გარეშე მომზადების საშუალება უნდა იყოს. დაათვალიერე Ninja-ს მოდელები ალტაში და გაიმარტივე სამზარეულოს რუტინა - ამ დავალებას კი დღეს ვერც ერთი ბრენდი ისე წარმატებით ვერ უმკლავდება, როგორც ნინჯა.
ალტა უკვე სამი ათეული წელია საქართველოში ტექნიკის ბაზრის ლიდერი და ათობით ცნობილი ბრენდის ოფიციალური პარტნიორია. ნინჯაც ამ ბრენდებს შორისაა. ნინჯას ტექნიკის ალტაში შეძენა ნიშნავს, რომ მიიღებ სრულად ავთენტურ, უსაფრთხო და უმაღლესი სტანდარტების მოწყობილობას. თითოეულ მოდელს მოჰყვება მწარმოებლის ოფიციალური გარანტია და კვალიფიციური სერვისცენტრის მხარდაჭერა.
#განახლებისდროა
სხვა სიახლეები
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
24.10.2026.21:32
განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, დამატებით კიდევ 156 მომხმარებელი მომდევნო ბლოკის მომლოდინეთა სიას შეუერთდა.
ამ ისტორიული შედეგით, არქი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სამეულშია ერთ დღეში გაყიდული ბინების რაოდენობით, არქის მხოლოდ ორი საერთაშორისო გიგანტი უსწრებს: საუდის არაბეთის NHC - 3 980 გაყიდული ბინით (2024 წლის, 15 ნოემბერი) და დუბაის DAMAC - 3 164 გაყიდული ბინით (2024 წლის 10 დეკემბერი).
„დღევანდელი შედეგი ჩვენთვის მხოლოდ რეკორდული გაყიდვები არ არის. ეს არის ნდობა, რომელიც ათასობით ადამიანმა გამოგვიცხადა და რისთვისაც თითოეულ მათგანს გულწრფელ მადლობას ვუხდით. ამ შედეგის უკან ჩვენი გუნდის უდიდესი შრომა დგას. „არქი“ საქართველოში №1 დეველოპერული კომპანიაა, თუმცა ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ლიდერობა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს შევთავაზოთ რეალური ღირებულება და გავამართლოთ მათი მოლოდინები. Archi Grand Avenue-ში სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით - ქალაქის ახალ ცენტრს, რომელსაც განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, მომხმარებლებმაც სწორედ ეს დაინახეს: პერსპექტიული ლოკაცია, პროექტის მასშტაბი, საერთაშორისო ბრენდების ჩართულობა და განსაკუთრებული ფინანსური პირობები. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა შედეგი, რომლითაც დღეს ძალიან ვამაყობთ“, - აცხადებს „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.
დღევანდელი შედეგით „არქიმ“ გასულ წელს დაფიქსირებული საკუთარი რეკორდი ორჯერ მეტად გააუმჯობესა და ბაზარზე ახალი სტანდარტი დააწესა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, პროექტში ბინების ფასი 27–28%-ით გაიზარდა. პერსპექტიული ლოკაცია და განვითარების მასშტაბი პროექტს მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. განსაკუთრებული ინტერესი ადგილობრივმა მყიდველებმა, ქართველმა ემიგრანტებმა და საერთაშორისო ინვესტორებმა გამოიჩინეს.
Archi Grand Avenue 21 ჰექტარზე ვითარდება, საიდანაც 15 ჰექტარზე მეტი გამწვანებულ და რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ შენობებს, Hilton-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, Wyndham-ის ბრენდირებულ რეზიდენციებს, სპორტულ კომპლექსს, გასტრონომიულ და კომერციულ სივრცეებს.
„მადლობა თითოეულ მომხმარებელს განსაკუთრებული ნდობისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მოლოდინები არა მხოლოდ გავამართლოთ, არამედ გადავაჭარბოთ კიდეც. მათთვის, ვინც ამ ეტაპზე სასურველი ბინის შეძენა ვერ შეძლო, დამატებითი შესაძლებლობა შევქმენით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ქალაქის ახალი ცენტრის ნაწილი“, - აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.