ჭადრაკი, როგორც ფოთის ინტელექტუალური კულტურა - რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის და ფოთის საჭადრაკო კლუბის პარტნიორობა
ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნის მიზნით, საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერი გახდა - სივრცის, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულების ქართული ჭადრაკის განვითარებაში.
ფოთის საჭადრაკო კლუბი დღეს არის საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრი, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები და ახალგაზრდები სწავლობენ როგორც ჭადრაკის თეორიას, ასევე პრაქტიკულ თამაშს.
საქართველოს ბანკისა და ფოთის საჭადრაკო კლუბის თანამშრომლობის, დაგეგმილი ღონისძიებების და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შესახებ უფრო დეტალურად ფოთის საჭადრაკო კლუბის დირექტორი, დავით კოდუა გვესაუბრება.
ფოთის საჭადრაკო კლუბის ისტორია და მისი მნიშვნელობა:
“ფოთში ჭადრაკის თამაშს ძველთაგან სცემდნენ პატივს. გასული საუკუნის 40-იან წლებში კი მას ორგანიზებული სახე მიეცა. 1948 წელს გაიხსნა საჭადრაკო კლუბი. ეს თბილისისა და ქუთაისის შემდეგ მესამე ქალაქი იყო, სადაც მოზარდ თაობას საშუალება ჰქონდა, სრულად დაუფლებოდნენ ამ ბრძნულ თამაშს. ამის შემდეგ კლუბმა ორჯერ იცვალა ბინა, უმჯობესდებოდა პირობები და მოგვიანებით (1987 წელს) მას გამოჩენილი მოჭადრაკის ნანა ალექსანდრიას სახელი ეწოდა. ამ დღის უკვდავ საყოფად კლუბის შენობასთან სამი კიპარისი დარგეს ნონა გაფრინდაშვილმა, ნანა ალექსანდრიამ და თამრიკო ხმიადაშვილმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის მერე ფოთი მეორე იყო, რომელმაც ნონა გაფრინდაშვილს მსოფლიო ჩემპიონის რანგში უმასპინძლა. ასევე ღირსეულად შევხვდით ჭადრაკის საბჭოთა კავშირის პირველ ჩემპიონს საქართველოდან ჩვენს თანაქალაქელს ნანა.
ფოთის საჭადრაკო კლუბი, როგორც საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრი:
“ფოთის საჭადრაკო კლუბს ადგილობრივ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს - ჭადრაკის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია და ყოველდღიურად გვყავს ახალი მსურველები, რომლებიც ერთვებიან სასწავლო პროცესში. ეს აჩვენებს, რომ ჭადრაკი ფოთში პოპულარული და აქტიურად განვითარებადი მიმართულებაა. კლუბი ასევე ქმნის სივრცეს, სადაც ბავშვები არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ იძენენ დისციპლინას, კონცენტრაციის უნარს, ჯანსაღ კონკურენციას, და სხვა უამრავ დადებით თვისებებს, რაც მათ პიროვნულ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს. შედეგად, ფოთის საჭადრაკო კლუბი ადგილობრივ საზოგადოებაში წარმოადგენს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და სპორტულ ცენტრს.
“ჩვენს კლუბში არაერთი წარმატებული მოჭადრაკეა აღზრდილი, რაც ნათლად აჩვენებს მის მნიშვნელობასა და შედეგებს. მაგალითად: ნინო ანაკიძე, რომელიც იყო მსოფლიოსა (ვერცხლის მედალი) და ევროპის (ბრინჯაოს მედალი) ახალგაზრდული ჩემპიონატების პრიზიორი. დიანა ლომაიამ და აკაკი ყალიჩავამ შეასრულეს საერთაშორისო ოსტატის ნორმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ნებისმიერი მოჭადრაკისთვის და ჩვენი კლუბისთვისაც დიდი მიღწევაა. ელენე წოწონავა, რომელმაც 13 წლის ასაკში საქართველოს 20 წლამდე მოჭადრაკეთა ჩემპიონატი მოიგო. ელენეს და დიანას ზედიზედ 4 წლის განმავლობაში საქართველოს ქალთა საუკეთესო ათეულში ჰქონდათ ადგილი დამკვიდრებული და იცავდნენ საქართველოს ნაკრების ღირსებას სხვადასხვა საერთაშორისო ჩემპიონატებზე”.
საქართველოს ბანკისა და ფოთის საჭადრაკო კლუბის თანამშრომლობა
“საქართველოს ბანკთან პარტნიორობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს არის სერიოზული შესაძლებლობა, რომელიც გვაძლევს საშუალებას კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი საქმიანობა და განვავითაროთ კლუბი - გავაძლიეროთ როგორც სასწავლი გარემო, ასევე შევქმნათ ბავშვების განვითარების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა.
მსგავსი მხარდაჭერა ქმნის უკეთეს პირობებს სწავლებისა და ვარჯიშისთვის, ზრდის ბავშვების მოტივაციას და ეხმარება მათ უფრო აქტიურად ჩაერთონ საკუთარ განვითარებაში. შედეგად, ბავშვებს ეძლევათ მეტი შესაძლებლობა, რომ თანდათანობით მიაღწიონ უფრო მაღალ დონეს და სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს განათლებასა და ახალგაზრდების განვითარებას, რაც სრულად თანხვედრაშია ჩვენს ღირებულებებთან.
პარტნიორობა, როგორც ახალგაზრდებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობა
“საქართველოს ბანკთან პარტნიორობა ახალგაზრდებზე აისახება როგორც უკვე კლუბში ჩართული ბავშვებისთვის, ისე მათთვის, ვინც მომავალში დაინტერესდება ჭადრაკით. არსებული მოსწავლეებისთვის ის ნიშნავს უფრო ძლიერ მხარდაჭერას, უკეთეს შესაძლებლობებს განვითარებისთვის და უფრო მოტივირებულ გარემოს, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას. ხოლო ახალი ბავშვებისთვის ასეთი პარტნიორობა ქმნის დამატებით ინტერესს და სტიმულს, რომ უფრო მარტივად ჩაერთონ ჭადრაკში და გახდნენ კლუბის ნაწილი. შედეგად, კლუბი უფრო მიმზიდველი და განვითარებაზე ორიენტირებული სივრცე ხდება ახალგაზრდებისთვის.
პარტნიორობის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საერთაშორისო ტურნირი - „ნანა ალექსანდრიას თასი“, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან მონაწილეები და ტურნირი გამოირჩევა მაღალი დონითა და აქტიური ჩართულობით. საქართველოს ბანკის მხარდაჭერა ამ პროექტში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ამასთან, ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ საერთაშორისო ღონისძიებით არ შემოიფარგლება - ბანკი ასევე იქნება მხარდამჭერი შიდა საკლუბო ტურნირების, წარმატებული მოჭადრაკეების წახალისების და სხვა აქტივობების, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების რეგულარულ ჩართულობასა და მათ განვითარებას”.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
რა სიახლეებით ხვდება Bodbe Hotel ზაფხულის სეზონს
22.05.2026.14:00
BODBE Hotel კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე პრემიუმ კლასის სასტუმროა, რომელიც ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს და წარმატებით ემსახურება, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ვიზიტორებს. სასტუმროში არსებულ სიახლეებზე Business Insider Georgia BODBE Hotel-ის მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.
რა არის ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები Bodbe Hotel-ში?
ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ორი ახალი სივრცის გახსნაა, რომლებიც სტუმრების გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და გამორჩეულს გახდის.
პირველი არის - ღვინის მარანი - სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება, როგორც გამორჩეული ქართული ღვინის ნიმუშები, ისე ადგილობრივი და უცხოური ღვინის მრავალფეროვანი კოლექცია. მარანში გაიმართება ღვინის დეგუსტაციები, თემატური საღამოები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს უფრო ახლოს გაეცნონ ღვინოს და ღვინის კულტურას.
მეორე სიახლეა ახალი Pizza Bar, რომელიც ღია აუზის ტერიტორიაზე იხსნება. სივრცე სტუმრებს შესთავაზებს პიცების, სენდვიჩების, სალათების, გამაგრილებელი სასმელებისა და განსაკუთრებული კოქტეილების მრავალფეროვან არჩევანს. ეს ზაფხულის სეზონისა და აუზის სივრცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო სიახლე იქნება.
როგორ ხვდებით ახალ ტურისტულ სეზონს და რა მოლოდინები გაქვთ მიმდინარე პერიოდზე?
ახალ ტურისტულ სეზონს ძალიან პოზიტიური მოლოდინებით ვხვდებით. ვხედავთ, როგორც ტურისტული აქტივობის ზრდას, ისე ინტერესის მატებას კახეთის რეგიონის მიმართ.
სასტუმრო „ბოდბეს“ ბუნებასთან ჰარმონიაში შექმნილი ესთეტიკური და მშვიდი გარემო განსაკუთრებით მიმზიდველი ხდება იმ სტუმრებისთვის, რომლებიც ეძებენ სრულფასოვან განტვირთვას, სიმშვიდესა და ყოველდღიური რუტინისგან განსხვავებულ დასვენების გამოცდილებას.
ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი კვლავ მაღალი ხარისხის სერვისის შენარჩუნება და სტუმრებისთვის სრულყოფილი დასვენების გამოცდილების შექმნაა.
როგორია ჯავშნების დინამიკა სეზონის დაწყების ფონზე და შეინიშნება თუ არა
ზრდა?
სეზონის დაწყების ფონზე ჯავშნების დინამიკა აშკარად მზარდია. აქტიურია საერთაშორისო ტურისტების ნაკადიც, თუმცა ადგილობრივი ტურიზმიც კვლავ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ვხედავთ გაზრდილ ინტერესს როგორც ინდივიდუალური მოგზაურების, ისე ოჯახური და მცირე ჯგუფების მხრიდან. ასევე იზრდება მოთხოვნა ღვინის და გასტრონომიულ გამოცდილებებთან დაკავშირებულ შეთავაზებებზე.
რომელი ტიპის სტუმრები ჭარბობენ თქვენი დაკვირვებით - ადგილობრივი თუ
საერთაშორისო?
ტურისტული სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლასთან ერთად, იზრდება საერთაშორისო ტურისტების რაოდენობაც, თუმცა ადგილობრივი სტუმრები Bodbe Hotel-ისთვის კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტად რჩება.
ადგილობრივი ვიზიტორებისთვის სასტუმრო ხშირად წარმოადგენს როგორც დასვენების, ისე განსაკუთრებული ღონისძიებებისა და weekend getaway-ის მიმართულებას, ხოლო საერთაშორისო სტუმრებისთვის - შესაძლებლობას, აღმოაჩინონ კახეთი, ქართული ღვინო და კულტურა.
იგეგმება თუ არა სამომავლოდ ახალი სერვისების, ინფრასტრუქტურის ან
შეთავაზებების დამატება?
Bodbe Hotel მუდმივად მუშაობს ახალი გამოცდილებებისა და სერვისების განვითარებაზე. ჩვენი მიზანია, სასტუმრო იყოს არა მხოლოდ განთავსების ადგილი, არამედ მრავალფეროვანი ემოციებისა და გამოცდილებების სივრცე.
სამომავლოდაც იგეგმება როგორც ახალი გასტრონომიული და ღვინის მიმართულებების განვითარება, ისე დამატებითი აქტივობებისა და შეთავაზებების შექმნა, რომლებიც კიდევ უფრო გაამდიდრებს სტუმრების გამოცდილებას ყველა სეზონზე.