ჩაერთე საქართელოს ბანკისა და Mastercard-ის გათამაშებაში და მოიგე საგზური ჩემპიონთა ლიგის ფინალზე
საქართველოს ბანკი Mastercard - თან თანამშრომლობით, მომხმარებლებს მორიგ წამახალისებელ აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ბანკის მომხმარებლები, Mastercard-ის ნებისმიერი ბარათის გადახდისას გათამაშების ბილეთს მიიღებენ და გრანდიოზულ გათამაშებაში ჩაერთვებიან. გამარჯვებულები კი UEFA - ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისა და ფინალის საგზურს მიიღებენ.
გათამაშება უკვე დაიწყო და 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მომხმარებელი საქართველოს ბანკის Mastercard - ის ციფრული ან პლასტიკური ბარათის ფლობდეს. ამ ბარათით დახარჯულ ყოველ 5 ლარზე ის გათამაშების ერთ ბილეთს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ SOLO Mastercard World Elite ბარათის მფლობებელები და ის მომხმარებლები, რომლებიც საქართველოს ბანკის საგულშემატკივრო ბარათით გადაიხდიან, 2-ჯერ მეტ ბილეთს მიიღებენ. თუ კი ჯერ არ გაქვს საგულშემატკივრო ბარათი, შეგიძლია აიღო აქ.
გათამაშების გამარჯვებულები ყოველკვირეულად, შემთხვევითობის პრინციპით, გამოვლინდებიან. პირველი და მეორე კვირის გამარჯვებულები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზურებით დასაჩუქრდებიან, ხოლო მესამე და მეოთხე კვირის გამარჯვებულები ფინალის საგზურებს მიიღებენ.
გამოვლენილი გამარჯვებულების ნახვას მომხმარებლები საქართველოს ბანკის ვებგვერდზე შეძლებენ, ხოლო დაგროვებული ბილეთების რაოდენობის ნახვა მობილბანკში არის შესაძლებელი.
„საქართველოს ბანკი, როგორც მომხარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული ფინანსური ინტიტუტი, აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ჩვენს მომხმარებლებს საინტერესო და წამახალისებელი აქციები შევთავაზოთ. მაისი - ივნისი ფეხბურთის ქომაგებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან ჩემპიონთა ლიგა კულმინაციას უახლოვდება და სწორედ ამიტომ, ჩვენს პარტნიორ Mastercard - თან ერთად გადავწყვიტეთ, მომხმარებლებს წამახალისებელი გათამაშება შევთავაზოთ, რის ფარგლებშიც, გამარჯვებულები ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალისა და ფინალურ მატჩებს დაესწრებიან. ნახევარფინალის შეხვედრები 30 აპრილს, 1-ელ, 7 და 8 მაისს, ხოლო გრანდიოზული ფინალი პირველ ივნისს გაიმართება და მას ლონდონის უემბლის სტადიონი უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ 90 ათას გულშემატკივარზე გათვლილ ამ ცნობილ არენაზე ლიგის ფინალი უკვე მერვედ ტარდება და ეს რეკორდული მაჩვენებელია. საქართველოს ბანკის მომხმარებლებს კი უნიკალური შანსი აქვთ, ჩაერთონ გათამაშებაში და მოხვდნენ სპორტის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე“ - განაცხადეს საქართველოს ბანკში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.