ჩაერთე სილქნეტის ქსელში ახალი ინდექსით 590 და გამოცადე 5G სიჩქარე!
დღეიდან სილქნეტის მობილურ ქსელში მომხმარებლები ახალი ინდექსით - 590- ჩაერთვებიან. სასურველი კომბინაციის ახალი ნომრის შერჩევა ონლაინ ან კომპანიის გაყიდვების კუთხეებშია შესაძლებელი.
თბილისის მასშტაბით SIM ბარათების მიწოდება სრულიად უფასოა.
მომხმარებელი ისარგებლებს ულიმიტო ინტერნეტის 30 დღიანი პაკეტით - დღეში 1₾; მიიღებს მასზე მორგებულ ფასდაკლებებს და ყოველკვირეულად აღმოაჩენს სპეციალური შეთავაზებებს.
გარდა სერვის ცენტრებისა, სრულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებით სარგებლობა აბონენტებს შეუძლიათ მეტროსადგურებშიც; თბილისისა და რეგიონების სავაჭრო მოლებში განთავსებულ მომსახურების კუთხეებში.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციისა და მიწოდების სტრატეგიებზე ვორკშოპი გაიმართება
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციისა და მიწოდების სტრატეგიებზე ვორკშოპი გაიმართება
04.05.2026.17:13
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით საგანმანათლებლო ინიციატივებს განაგრძობს. ამჯერად, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ბანკი QuickShipper-თან პარტნიორობით, 6 მაისს ვორკშოპს — „Ecommerce და მიწოდების სტრატეგიები ბიზნესის ზრდისთვის“ — უმასპინძლებს.
ვორკშოპს მარიამ ახვლედიანი, QuickShipper-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და თათია ნარჩემაშვილი, ecommerce360-ის აღმასრულებელი დირექტორი გაუძღვებიან.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან, თუ როგორ იქცა ელექტრონული კომერცია თანამედროვე ბიზნესის განუყოფელ ნაწილად და რატომ გადადის გაყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი ონლაინ სივრცეში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომხმარებლის ქცევის ანალიზს და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს გაყიდვების ზრდაზე.
ვორკშოპი ასევე შეეხება მომხმარებლის გამოცდილების მნიშვნელობას — როგორ განაპირობებს ნდობა და გამარტივებული პროცესები მომხმარებლის გადაწყვეტილებას და რა როლი აქვს მიწოდების სერვისს მომხმარებლის ლოიალობის ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილება ბრენდირებული კომუნიკაციის მნიშვნელობა და მიდგომები, რომლებიც კომპანიებს გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ეხმარება.
ღონისძიების დეტალები:
ვორკშოპი წარმოადგენს ბიზნეს 360˚-ის პლატფორმის ნაწილს - ერთიან ეკოსისტემას, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის.