ჩაი „ჩანიტი“ ასორტიმენტს აფართოებს და საექსპორტო მიმართულებას აძლიერებს
ჩაი „ჩანიტი“ ასორტიმენტის გაფართოებასა და საექსპორტო ბაზრების ათვისებაზე მუშაობს. კომპანია 1-ელი ოქტომბრიდან მომხმარებლებს ორ ახალ პროდუქტს - მწვანე ჩაის ჯანჯაფილით, ლიმონითა და პიტნით და შავ ჩაის ციტრუსით, ფორთოხლითა და დარიჩინით შესთავაზებს.
კომპანიის მიმდინარე შედეგებზე, ახალ პროდუქტებსა და საექსპორტო გეგმებზე Business Insider Georgia-ს „ჩანიტის“ წარმომადგენელი ნანა მელაშვილი ესაუბრა.
„სეზონი ამინდების გამო დიდად სახარბიელო არ იყო, თუმცა მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე გაზრდილია. ამასთან, ახალი პროდუქტებიც გვექნება 1-ელი ოქტომბრიდან მომხმარებლებს შევთავაზებთ მწვანე ჩაის ჯანჯაფილით, ლიმონითა და პიტნით, ასევე შავ ჩაის ციტრუსით, ფორთოხლითა და დარიჩინით,“ - განმარტავს ნანა მელაშვილი.
კომპანია სამომავლოდ ქსელური მარკეტების კუთხითაც გეგმავს გაფართოებას.
„რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარსა და ქსელურ მარკეტებს, „ბათუმის ბილიონში“ გვინდა, რომ ჩვენი პროდუქცია განვათავსოთ, თუ პირობებს მოვერგებით. ჩვენ მცირე წარმოება გვაქვს, „ბილიონის“ ქსელთან რამდენჯერმე გვქონდა მოლაპარაკება. გვითხრეს, რომ პროდუქცია ყველა მაღაზიაში უნდა განთავსდეს, ხოლო ქსელი მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები დავიწყეთ, მნიშვნელოვნად გაფართოვდა. თუ პროდუქციის რაოდენობას მნიშვნელოვნად გავზრდით, ალბათ, ამ ქსელშიც შევალთ. ჯერ სეზონი არ დასრულებულა და სექტემბრის ბოლოს გვეცოდინება წარმოებული პროდუქციის რაოდენობის შესახებ“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
ჩაი „ჩანიტი“ ასორტიმენტის ზრდასთან ერთად ექსპორტის მიმართულებითაც აქტიურად გეგმავს განვითარებას.
„ჩვენს სამომავლო გეგმებში ასორტიმენტის გაფართოება და ექსპორტის მიმართულების განვითარება შედის. ველოდებით სერბეთში ექსპორტის განხორციელებას. ასევე, შემოთავაზება გვაქვს კრასნოდარის მხარიდანაც, სადაც ნიმუშები გაგზავნილი და მოწონებულია. საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ასევე, მცირე რაოდენობით დავიწყეთ ექსპორტი ამერიკაში“, - აღნიშნავს ნანა მელაშვილი.
ინფორმაციისთვის, ჩაი „ჩანიტი“ მზადდება ოზურგეთის რაიონის სოფელ გაღმა დვაბზუში, ოჯახურ საწარმოში, ტრადიციული მეთოდით. ნედლეული მოწოდებულია ნასაკირალის ფერდობებიდან. ჩაის დამუშავება მოიცავს მწვანე ფოთლის შერჩევას, გრეხვას, ფერმენტაციასა და შრობას - ყველა ეტაპის ზუსტი დაცვით მიიღება მაღალი ხარისხის ჩაი, რომელიც გამოირჩევა მდიდარი არომატითა და დახვეწილი გემოთი.
სხვა სიახლეები
18.09.2026.11:31
ჩაი „ჩანიტი“ ასორტიმენტს აფართოებს და საექსპორტო მიმართულებას აძლიერებს
18.09.2026.12:00